სურამის ციხის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერა

სურამის ციხის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერა — წარწერა სურამის ციხეზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის კედელზე. აღმოჩენილია 2015 წელს სამეცნიერო ესქსპედიციის მიერ. წარწერა ლაპიდარულია.

სურამის ციხის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერა
სურამის ციხის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერის პალეოგრაფიული პირი

წარწერა ამოკვეთილია კვადრატული მოყვანილობის მქონე რუხი ფერის ქვაზე, რომელიც წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის დასავლეთი კიდის ზედა ნაწილში, მიწის დონიდან დაახლოებით, 2,5 მ-ის სიმაღლეზე იყო ჩადგმული. ქვის ზომებია: სიგრძე — 57 სმ., სიგანე — 57 სმ, სისქე — 27 სმ. ქვის საფასადო წახნაგი მთლიანად წარწერის ტექსტს უკავია. წარწერა ასომთავრულია და შვიდ სტრიქონს შეიცავს. სტრიქონები ერთმანეთისაგან წვრილად ამოღარული განივი სწორი ხაზებითაა გამოყოფილი. წარწერის დასაწყისში წარმოდგენილია ქანწილი, რომლის მკლავთაშორის არეებზეც თითო წერტილია დასმული.

წარწერის თანახმად, ეკლესია გიორგი ღაღანიძისა და თამარ ქვაბულისძის, აგრეთვე, მათი მშობლებისა და შთამომავლების სულის სალოცველად იყო აღშენებული:

ვიკიციტატა
„მე, ღაღანისძემან გიორგი, მეჭურჭლეთუხუცესმან და პირის მწდემან და მეუღლემან ჩემმან თამარ, ქუაბულისძისა ასულმან, აღვაშენეთ ეკლესია ესე ძლევისა მთავარმოწამისა სალოცველად საწყალობელისა სულისა ჩუენისა და მშობელთა ჩუენთა, შემდგომთა და მომავალთა ჩუენთა.“

სურამის ციხის წმინდა გიორგის ეკლესიის ლაპიდარული წარწერა, მისი პალეოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გელაშვილი ი., გოგოლაძე თ., ჯოჯუა თ., სურამის ციხის წმ. გიორგის ეკლესიის უცნობი სააღმშენებლო წარწერა (XV-XVI სს.) მეჭურჭლეთუხუცესისა და პირის მწდის გიორგი ღაღანისძისა და მისი მეუღლის თამარ ქუაბულისძის მოხსენიებით (წარწერის მიკვლევისა და შესწავლის ისტორია; ტექსტის პუბლიკაცია), ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები XIV-XV, თბ., 2016-2017