სვიდა (ბერძ. Σοῦδα, Σουΐδας) — ბიზანტიური ენციკლოპედიური ლექსიკონი X საუკუნისა. ლექსიკონში 30 000 ტერმინის განმარტებაა, რაც მეტწილად ძველ საბერძნეთთან არის დაკავშირებული. ბევრი ტერმინ-განმარტება დღეისათვის დაკარგულია. უცნობია ვინ იყო ავტორი ან ავტორთა წრე, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ენციკლოპედიური ლექსიკონი შექმნილია სასულიერი პირების მიერ. შექმნის თარიღი ხსენებული იმპერატორების მიხედვით დადგინდა. სავარაუდებელია, რომ სვიდას წერა 970 წელს დაიწყო, ხოლო XI საუკუნეში დასრულდა. XX საუკუნემდე სიტყვა „სვიდა“ შემქმნელის სახელი ეგონათ, ახლა კი ამ სიტყვას ბერძნულ-ბიზანტიურ „ციხესიმაგრეს“ უკავშირებენ. სვიდა მრავალრიცხოვანი ანტიკური მწერლის ციტატას მოიცავს, მკითხველს აწვდის პოლიტიკოსების, სოფისტებისა და ფილოსოფოსების შესახებ მცირე ბიოგრაფიულ ცნობებს. სვიდაში ზოგიერთი ძველბერძნული სიტყვაცაა განმარტებული, სავარაუდოდ, მეათე საუკუნეში უკვე ხმარებიდან გამოსული. ენციკლოპედიაში ფილოლოგიური (გრამატიკა, ლექსიკა, ისტორია და ლიტერატურა) მასალა ჭარბობს. სვიდა ბერძნულ ანბანზეა დაწყობილი.

სუდის გვერდი

პირველად სვიდა 1499 წელს მილანში გამოსცეს, 1581 წელს კი შვეიცარიის ბაზელში დაიბეჭდა ლათინურ თარგმანში. 1998 წლამდე არ არსებობდა ინგლისური თარგმანი. 2000 წლიდან ვითარდება ონლაინ პროექტი, სადაც უამრავი ენთუზიასტი ინგლისურად თარგმნის სვიდას. თარგმანი ხორციელდება დანიელი ბიბლიოთეკარის ადოი ადლერის რედაქციის მიხედვით (Suidae Lexikon, Leipzig, 1928-1938 წწ.).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება