კობა სუბელიანი
კობა სუბელიანი (დ. 3 ოქტომბერი, 1979, საჩხერე[1]) — ქართველი პოლიტიკოსი და თეოლოგი. 2008-2012 წლებში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი.
კობა სუბელიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1979 |
დაბადების ადგილი | საჩხერე |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სასულიერო აკადემია |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკობა სუბელიანი დაიბადა 1978 წლის 3 ოქტომბერს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 2004-ში — თბილისის სასულიერო აკადემია. 1998-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა განყოფილებებში. 1994 წლიდან იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სტიქაროსანი. 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მაისამდე მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად.
2005 წლის მაისიდან 2005 წლის აგვისტომდე — პრეზიდენტის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად. 2005 წლის აგვისტოდან 2007 წლის ნოემბრამდე — თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად. 2007 წლის ნოემბერიდან დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად. 2008 წლის 7 ივნისიდან 14 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“ და იმავე წლის ნოემბრიდან დაბრუნდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კობა სუბელიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კობა სუბელიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კობა სუბელიანი — ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-18. ციტირების თარიღი: 2020-11-12.