სტივენ რაპი

ამერიკელი ისტორიკოსი

სტივენ ჰ. რაპი (ინგლ. Stephen H. Rapp) — ამერიკელი ისტორიკოსი. მისი კვლევების საფუძველია ბიზანტიური თანამეგობრობის, აღმოსავლეთ ქრისტიანობის სამ-კონტინენტური არეალის კულტურათშორისი ურთიერქმედება.

ბიოგრაფია რედაქტირება

1990 წელს ინდიანას უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნერებების მიმართულებით მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი. 1992 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტში ბიზანტიის ისტორიაში დაიცვა მაგისტრის, ხოლო 1997 წელს კი დოქტორის ხარისხი, ძირითადი ყურადღება დაუთმო შუა საუკუნეების კავკასიას (განსაკუთრებით სომხეთს, საქართველოს და კავკასიის ალბანეთს). მისი სადისერტაცია ნამუშევარია „Imagining History at the Crossroads: Persia, Byzantium, and the Architects of the Written Georgian Past“. 1998-2004 წლებში იყო ჯორჯიის უნივერსიტეტში ევრაზიისა და მსოფლიო ისტორიის ასისტენტი პროფესორი. 2004-2008 წლებში ასოცირებული პროფესორი. 2008-2009 წლებში РГГУ-ს რუსულ-ამერიკული კვლევითი ცენტრის მოწვეული პროფესორი. 2009-2012 წლებში College of Liberal Studies and University Outreach-ის დამხმარე ასისტენტ პროფესორი. 2012-2015 სემ ჰიუსტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ევრაზიის ისტორიაში. 2015 წლიდან პროფესორი სემ ჰიუსტონის უნივერსიტეტში. გარდა ამისა, იგი იყო ბერნის უნივერსიტეტის „Historisches Institut“-ის ასოცირებული მკვლევარი და საქართველოს წმ. ანდრიას უნივერსიტეტის „ქართული სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრის“ ასოცირებული თანამშრომელი 2009 წლიდან.[1]

პუბლიკაციები რედაქტირება

  • Rapp, Stephen H. (2014). The Sasanian world through Georgian eyes : Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian literature. Farnham, Surrey, England: Ashgate. ISBN 978-1-4724-3935-2. OCLC 892245872. 
  • Rapp, Stephen H. (2003). Studies in medieval Georgian historiography : early texts and Eurasian contexts. Lovanii: Peeters. ISBN 90-429-1318-5. OCLC 55600511. 
  • (2012) Languages and cultures of Eastern Christianity. Georgian, Stephen H. Rapp, Paul Crego. Farnham, England. ISBN 978-0-7546-5986-0. OCLC 751805832. 
  • Bardakjian, Kevork; La Porta, Sergio, რედ-ები. (2014-01-01), "The Georgian Nimrod", The Armenian Apocalyptic Tradition (BRILL): pp. 188–216, , ISBN 978-90-04-27026-8
  • (2014) „Caucasia and Byzantine Culture“, in Byzantine Culture: Papers from the Conference ‘Byzantine Days of Istanbul’ May 21-23, 2010, Dean Sakel ed, Türk Tarih Kurumu. Ankara. ISBN 978-975-16-2938-8. OCLC 904789359. 
  • With Tamila Mgaloblishvili (2011), "17. Manichaeism In Late Antique Georgia?", In Search of Truth. Augustine, Manichaeism and other Gnosticism (BRILL): pp. 263–290, , ISBN 978-90-04-19579-0
  • (2010) In Search of Truth. Augustine, Manichaeism and other Gnosticism: Studies for Johannes van Oort at Sixty (en). Leiden—Boston: Brill, გვ. 263-290. ISBN 978-90-04-19579-0. 
  • Rapp, Stephen H. (2009). „The Iranian Heritage of Georgia“. Iranica Antiqua: 645–692. doi:10.2143/IA.44.0.2034389. ISSN 1783-1482.
  • (2007) „Georgian Sources“, Byzantines and crusaders in non-Greek sources, 1025-1204, Mary Whitby, Oxford: Published for the British Academy by Oxford University Press, გვ. 183-220. ISBN 0-19-726378-X. OCLC 64554613. 

რესურსები უნივერსიტეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. CERES, Centrum für Religionswissenschaftliche Studien. Prof. Dr. Stephen H. Rapp de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-15. ციტირების თარიღი: 2021-05-15