მთავარი მენიუს გახსნა

სტეფანო მაური (იტალ. Stefano Mauri; დ. 8 იანვარი, 1980, მონცა, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს სერია ა-ს კლუბ ლაციოში.

სტეფანო მაური
Stefano Mauri 2009.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სტეფანო მაური
დაბადების
თარიღი
8 იანვარი, 1980 (1980-01-08) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
მონცა, იტალია
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლაციო
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
1996–1997 ბრუჰერიო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1997–1998 ბრუჰერიო 23 (10)
1998–2001 მედა 82 (12)
2001–2003 მოდენა 34 (2)
2003-2004 ბრეშა 30 (7)
2004–2006 უდინეზე 48 (5)
2006- ლაციო 174 (25)
ეროვნული ნაკრები
2004- იტალია 11 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერარედაქტირება

მაურიმ კარიერა 16 წლის ასაკში ბრუჰერიოში დაიწყო, თუმცა 2 წლის შემდეგ ეგრევე მედაში გადაბარგდა. 2001 წელს იგი უკვე მოდენას შეუერთდა და 2002 წელს კი დებიუტი სერია ა-ში ჰქონდა მილანის წინააღმდეგ. ემილია-რომანას კლუბში სტეფანომ 2 ბრწყინვალე სეზონი გაატარა, თუმცა 2003 წელს იგი ბრეშაში გადავიდა, სადაც მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო. 2004 წელს იგი უდინეზეში გადავიდა სადაც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა და მალევე მისი კარგი თამაში რომში დაფასდა, რის გამოც იგი ლაციომ იყიდა.

დებიუტი მაურის ინტერის წინააღმდეგ ჰქონდა იტალიის თასზე, მან ძალიან კარგად ჩაატარა შეხვედრა და მალევე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახდა. დელიო როსი მაურის ტრეკვარტისტად ათამაშებდა გორან პანდევის და ტომაზო როკის უკან და იგი ბრწყინვალედ ართმევდა თავს. 2010 წლამდე მაური სტაბილურად გამოდიოდა რომის კლუბში, მართალია ტრავმებიც აწუხებდა, მაგრამ მთლიანობაში ლაციოში კარგი სტაბილური ფეხბურთელი იყო.

2010/11 სეზონში ედოარდო რეიას მოსვლისას მაური განაგრძობდა ბრწყინვალედ თამაშს შეტევის ხაზში და გუნდისთვისაც იდეალურ ფორმაში იყო.

2011/12 სეზონში მაურიმ ტრავმა მიიღო და სეზონის სტარტი გაუცდა, თუმცა სეზონის მე-2 ნახევარში დაბრუნებისას მაური ისევ ბრწყინვალედ განაგრძობდა თამაშს და მისი "მაკრატელა" ნაპოლის კარში ყველას დაანახა რომ იგი დონე ფეხბურთელია. იგი ასევე ჩეზარე პრანდელიმ ნაკრებშიც გამოიძახა.

2012 წლის ზაფხულს მაური დაპატიმრებული იქნა კარაბინიერების მიერ მატჩების ჩაწყობის სკანდალში. ეს დაპატიმრება მაურისთვისაც გამაოგნებელი იყო და დღემდე ვერ ხვდება, თუ რატომ იქნა დაპატიმრებული, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ იგი გაათავისუფლეს.

2012/13 სეზონი მაურიმ კარგად დაიწყო, თუმცა ნელნელა მოუკლო თამაშს, მაგრამ დერბიში გატანილმა გოლმა ყველას დაანახა რომ მაურისნაერი ფეხბურთელები არ ჩერდებიან და ბოლომდე თამაშობენ.

სანაკრებო კარიერარედაქტირება

მაურის დებიუტი ნაკრებში ნოემბერში 2004 წელს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. საბოლოოდ მას ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

მიღწევებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება