დვალები

(გადამისამართდა გვერდიდან სტეფანე დვალი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვალი.

დვალებიქართველი კალიგრაფები. მოღვაწეობდნენ მეტწილად იერუსალიმის ჯვრის მონასტერში,სინის მთაზე და უცხოეთში მოქმედ სხვა ქართულ მონასტრებში, ზოგიერთი — საქართველოში.

იოანე დვალი ცხოვრობდა XI საუკუნეში. მას გადაუწერია „თვენი“ (ალექსანდრე ცაგარლის კატალოგი №36). 1055 წელს მანვე გადაწერა „წმინდა ბასილის ცხოვრება“ (ა. ცაგარლის კატალოგი №105), რომელშიც დაწერილია ნუსხურით, ლამაზი ხელით, შემკულია მშვენიერი თავსამკაულებითა და საზედაო ასოებით.

მიქელ დვალს გადაუქერია „ჟამნი“ (ა. ცაგარლის კატალოგი №23).

სტეფანე დვალსჟამისწირვათა კრებული (ნიკო მარის კატალოგი №36).

გიორგი დვალსლაბეჭინის ოთხთავი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-1563), რომელსაც XIII საუკუნეს მიაკუთვნებენ. იგი მომცრო ნუსხურით ნაწერი წიგნია, საზედაო ასოები სინგურითა და მელნით არის შესრულებული. ზოგი ასო ასოშია ჩასმული, ნაწერი მკაფიოა, ნაკლებ გადაბმული. აღარ იგრძნობა X-XI საუკუნეების სიმკაცრე.

ლიტერატურა რედაქტირება