სტედელეიკის მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ამსტერდამის სტედელეიკის მუზეუმი (ნიდერლ. Stedelijk Museum, [ˈsteːdələk myˈzeːjʏm]; აგრეთვე ცნობილი როგორც სტედელეიკი და ამსტერდამის მუნიციპალური მუზეუმი) ― მოდერნიზმისა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ამსტერდამში, ნიდერლანდებში.[2][3]

სტედელეიკის მუზეუმი
ნიდერლ. Stedelijk Museum Amsterdam
52°21′28″ ჩ. გ. 4°52′46″ ა. გ. / 52.3577806° ჩ. გ. 4.8797194° ა. გ. / 52.3577806; 4.8797194
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
მდებარეობა Amsterdam[1]
ოფიციალური საიტი https://www.stedelijk.nl/
Map

XIX საუკუნის შენობის დიზაინი ადრიან ვილემ ვეისმანს ეკუთვნის, ხოლო XXI საუკუნის ფრთა დღევანდელ შესასვლელთან ერთად Benthem Crouwel Architekten-ს მიერაა დაპროექტებული. მდებარეობს მუზეუმის მოედანზე, ამსტერდამ-ზეიდის ოლქში,[4]ვან გოგის მუზეუმის, რეიკსმუზეუმისა და კონინკლეიკის მახლობლად.[5]

მუზეუმის კოლექცია XX და XXI საუკუნის მოდერნიზმისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. მუზეუმში გამოფენილია ვინსენტ ვან გოგის, ვასილი კანდინსკის, მარკ შაგალის, ანრი მატისის, ჯექსონ პოლოკის, ენდი უორჰოლის, ერნსტ ლუდვიგ კირხნერის, კარლ აპელის, ვილემ დე კუნინგის, მარლენ დიუმასა და სხვათა ნამუშევრები.[3]

2015 წელს მუზეუმს დაახლოებით 675 000 დამთვალიერებელი ჰყავდა.

XIX საუკუნე

რედაქტირება
 
სტედელეიკის ძველი შენობა 1895 წელს გაიხსნა

ამსტერდამის სტედელეიკის მუზეუმი 1895 წლის 14 სექტემბერს გაიხსნა. ნიდერლანდური ნეორენესანსული სტილის შენობა ნიდერლანდელმა არქიტექტორმა, ადრიან ვილემ ვეისმანმა მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დააპროექტა. 1890 წელს მუზეუმის მშენებლობა სოფია ადრიანა დე ბრეინმა დააფინანსა.[6]შენობა „თანამედროვე ხელოვნების საჯარო კოლექციის ფორმაციის საზოგადოებამ“ ააშენა, რომელიც 1874 წელს დაფუძნდა დე ბრეინის ნახატების კოლექციისა და მის მიერ ქალაქისთვის გადაცემული ანტიკვარიატების დაცვისთვის ჩამოყალიბდა.[7] მშენებლობის ხარჯები ვან ეგენის ოჯახმაც დაფარა და მუზეუმს კრისტიან პიტერ ვან ეგენის კოლექციიდან ნახატებიც გადასცა. მუზეუმის შენობა 1891-1895 წლებში აშენდა რეიკსმუზეუმის მახლობლად აშენდა.[6] მუზეუმის თავდაპირველი კოლექცია ამსტერდამის მილიციისა და აზიური ხელოვნების და ქრონომეტრიის მუზეუმისა და სამედიცინო-ფარმაცევტული მუზეუმის არტეფაქტებს მოიცავდა.

XX საუკუნე

რედაქტირება

1905 წელს კორნელის ბაარდი სტედელეიკის კურატორად დაინიშნა, 1920 წელს კი მუზეუმის დირექტორი. კურატორობის პერიოდში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოდერნისტული ხელოვნების საკუთარი კოლექციის შეგროვება დაიწყო. 1932 წელს შემსყიდველი კომიტეტი შეიქმნა, რომელშიც ორი წევრი ადგილობრივი მმართველი ორგანოდან, ორი კი „თანამედროვე ხელოვნების საჯარო კოლექციის ფორმაციის საზოგადოებიდან“. კომიტეტის წევრები მუზეუმის ყოველ შენაძენს განიხილავდნენ.[6]

 
ვეისმანის შენობის ფასადი

1930-იან წლებში მუზეუმმა ხელოვნების ნიმუშების შეძენა აქტიურად დაიწყო. 1933 წელს მუზეუმში მ.ბ.ბ. ნეიკერკის წიგნების კოლექცია დაემატა. 1934 წლის 15 დეკემბერს მუზეუმის დასავლეთი ფრთის პირველ სართულზე გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. კოლექცია ავეჯს, მინის ნაკეთობებს, სამეთუნეო ჭურჭელს, გრაფიკული დიზაინის ნიმუშებსა და პოსტერებს, ტექსტილებს, პატარა სკულპტურებსა და ნიღბებს, ლითონის ნაკეთობებს და ა.შ. მოიცავდა.[6]

1936 წელს მუზეუმის დირექტორი დევიდ რული გახდა, რომელიც მანამდე რეიკსმუზეუმში მუშაობდა. 1938 წლის იანვარში რულმა მუზეუმის ახალ კურატორად ვილემ სანდბერგი დანიშნა. 1945 წელს მუზეუმის დირექტორი სანდბერგი გახდა. 1962 წლისთვის თანამედროვე ხელოვნების საჯარო კოლექციის ფორმაციის საზოგადოებამ თითქმის ყველა კოლექცია მუზეუმს გადასცა, მათ შორის: პოლ სეზანის, გიუსტავ კურბეს, ვინსენტ ვან გოგის, კამილ კოროს, გეორგ ჰენდრიკ ბრეიტნერისა და იან იონგკინდის კოლექციები.[6]

მეორე მსოფლიო ომის დროს სტედელეიკისა და ამსტერდამის ისტორიული მუზეუმის კოლექცია სანტპორტ-ზეიდში, ბუნკერში გადაიტანეს. 1940-1950-იან წლებში მუზეუმს ერნსტ ლუდვიგ კირხნერისა და ანრი მატისის კოლექციები დაემატა. ამ პერიოდში სტედელეიკმა დე შტეილისა და მსგავსი საერთაშორის მიმდინარეობების, როგორებიც იყო რუსული კონსტრუქტივიზმი და ბაუჰაუსი, ნიმუშები შეიძინა.

XXI საუკუნე

რედაქტირება
 
მუზეუმი დროებით Post CS-ის შენობაში იყო გადატანილის

2001 წელს მუზეუმის უკრაინული-რუსული-საბჭოთა ხელოვნების კოლექციას კაზიმირ მალევიჩის ნახატები და სხვა რუსი ავანგარდისტების ნამუშევრები დაემატა, რომლებიც ნიკოლაი ხარჯიევის კულტურული ცენტრიდან გადაიტანეს.

2003 წლის ბოლოს, სახანძრო დეპარტამენტის მოთხოვნით, ადრიან ვილემ ვეისმანის შენობა დაიკეტა და რესტავრაცია დაიწყო. სტედელეიკი დროებით Post CS Building გადავიდა, სადაც 4.5 წლით უნდა დარჩენილიყო. 2005 წელს მუზეუმმა ბროერის საქველმოქმედო ფონდთან პარტნიორობა დაიწყო. მუზეუმმა თანამედროვე ევროპული ხელოვნების ნიმუშები შეიძინა.[4]

2006 წელს ქალაქის საბჭომ სტედელეიკის პრივატიზაცია მოახდინა. 2008-2009 წლებში სტედელეიკს მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის იანვრამდე სტედელეიკის მუზეუმში პროგრამა „დროებითი სტედელეიკი“ გაიხსნა, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელ ისტორიულ შენობაში მიმდინარეობდა. 2011 წლის მარტში „დროებითი სტედელეიკი 2“ გაიხსნა,[8] რომელიც თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების ცნობილ ნიმუშებზე იყო ფოკუსირებული. „დროებითი სტედელეიკი 3“ 2011 წლის ოქტომბერში გაიხსნა.[9] მუზეუმი ხელახლა 2012 წლის 23 სექტემბერს გაიხსნა.[10] გახსნიდან ერთ თვეში სტედელეიკს 95 000 დამთვალიერებელი ეწვია.[11] 2017 წელს მუზეუმში Sonic Acts-ის მე-17 ფესტივალის ღონისძიებები გაიმართა.

კოლექცია

რედაქტირება
 
სტედელეიკის მუზეუმის ახალი ლოგო

მუზეუმის კოლექცია 1874 წლიდან შეგროვებულ 90 000-მდე ნიმუშს ინახავს.[12] კოლექციები დე შტეილის, ბაუჰაუსის, პოპ-არტის, COBRA-ისა და ნეოიმპრესიონიზმის ნიმუშებს მოიცავს. სტედელეიკში ინახება კაზიმირ მალევიჩის დიდი კოლექციაც. XIX საუკუნის ხელოვნების ნიმუშებიდან მუზეუმში პოსტიმპრესიონისტი მხატვრების: ვინსენტ ვან გოგისა და პოლ სეზანის ნახატებია დაცული. მუზეუმის კოლექცია რამდენიმე მიმართულებად იყოფა: ნახატების, ქანდაებების, ინსტალაციის, მოძრავი სურათებისა და ხმის, ესკიზებისა და ჩანახატების, პოსტერების, ფოტოგრაფიის, გრაფიკული დიზაინის, ინდუსტრიული დიზაინის, ხელოვანთა წიგნების და ლუკებერტის არქივის განყოფილებებად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • van Adrichem, Jan (2012). Stedelijk Collection Reflections. Rotterdam: nai010 publishers, გვ. 21–36. ISBN 978-94-6208-002-7. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 https://www.architectuur.org/bouwwerk/607/Uitbreiding_Stedelijk_Museum.html
  2. Organization: Mission დაარქივებული 19 January 2013 საიტზე Wayback Machine. , Stedelijk Museum Amsterdam. Retrieved on 26 September 2012.
  3. 3.0 3.1 Stedelijk Museum დაარქივებული 7 October 2012 საიტზე Wayback Machine. , I Amsterdam. Retrieved on 26 September 2012.
  4. 4.0 4.1 Visit us: address and directions დაარქივებული 23 February 2013 საიტზე Wayback Machine. , Stedelijk Museum Amsterdam. Retrieved on 20 September 2012.
  5. Museumplein დაარქივებული 13 August 2012 საიტზე Wayback Machine. , I Amsterdam. Retrieved on 26 September 2012.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 van Adrichem, Jan (2012). Stedelijk Collection Reflections. Rotterdam: nai010 publishers, გვ. 21–36. ISBN 978-94-6208-002-7. 
  7. Stedelijk Museum in Amsterdam. Amsterdam.info. ციტირების თარიღი: 4 October 2013
  8. The Temporary Stedelijk 2 – Focus on the Collection დაარქივებული 25 May 2012 საიტზე Wayback Machine. . Stedelijk Museum. Retrieved on 29 March 2012.
  9. Stedelijk @ დაარქივებული 17 March 2012 საიტზე Wayback Machine. . Stedelijk Museum. Retrieved on 29 March 2012.
  10. Niels Posthumus, Drukte bij heropend Stedelijk Museum – rijen van 150 meter lang, NRC Handelsblad, 2012. Retrieved on 24 September 2012.
  11. Anouk Eigenraam, "Al meer dan 95.000 bezoekers naar het Stedelijk Museum", NRC Handelsblad, 2012. Retrieved on 3 November 2012.
  12. Conservation დაარქივებული 23 March 2013 საიტზე Wayback Machine. , Stedelijk Museum Amsterdam. Retrieved on 29 September 2013.