სტაფორდშირის განძი

სტაფორდშირის განძი (ინგლ. Staffordshire Hoard) — უდიდესი ანგლოსაქსური ოქროს განძი ნაპოვნი 2009 წლისთვის, აღმოჩენილი სტაფორდშირის ველზე, ინგლისში, 2009 წლის 5 ივლისს. განძი შედგება 5.1 კგ ოქროსა და 1.4 კგ ვერცხლისგან. განძში 1500-ზე მეტი ნივთია, რომელთა უმეტესი ნაწილი სამხედრო დანიშნულებისაა. ნაკეთობები წინასწარი შეფასებით, VII ან VIII საუკუნეებით თარიღდება, რაც მათ წარმოშობას მერსიას სამეფოს მიაკუთვნებს. ჯერჯერობით გაურკვეველია წარმართულია ეს ნაკეთობები თუ ქრისტიანული.

სტაფორდშირის განძის ნაწილი

ლიტერატურა რედაქტირება