სტამბოლის კონვენცია
ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ, ცნობილი ასევე როგორც სტამბოლის კონვენცია — ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა 2011 წლის 11 მაისს სტამბოლში. კონვენციის მთავარია მიზნებია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, მსხვერპლის დაცვა და ამ დანაშაულების ჩამდენთა დაუსჯელობის დასრულება.[1] 2019 წლის მარტში კონვენციის ხელშემკვრელთა რაოდენობა შეადგენდა 45 სახელმწიფოსა და ევროკავშირს.[2] 2012 წლის მარტში, თურქეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და მას მოჰყვა 34 სახელმწიფოს რატიფიკაციები 2013 წლიდან 2021 წლამდე (ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია). კონვენცია ძალაში შევიდა 2014 წლის 1 აგვისტოს. 2021 წელს, თურქეთი გახდა პირველი და ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ხელშეკრულებიდან გამოვიდა 2021 წლის 20 მარტს მისი დენონსაციის შემდეგ. კონვენციის მოქმედება შეწყდა თურქეთში 2021 წლის 1 ივლისს. [3][4]
სტამბოლის კონვენცია
| |
---|---|
ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და პრევენციის წინააღმდეგ
| |
ტიპი | საერთაშორისო ხელშეკრულება |
მომზადდა | 7 აპრილი, 2011 |
ხელი მოეწერა | 11 მაისი, 2011 |
ადგილი | სტამბოლი, თურქეთი |
ძალაში შევიდა პირობები |
2014 წელი, 1 აგვისტო 10 რატიფიკაცია, მათ შორის ევროპის საბჭოს 8 წევრი სახელმწიფოსი |
ხელი მოაწერეს | 45 სახელმწიფო და ევროკავშირი |
რატიფიკაცია | 35 |
მეანაბრე | ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი |
ენები | ინგლისური და ფრანგული |
ძირითადი დებულებები
რედაქტირებასტამბოლის კონვენცია არის პირველი სამართლებრივად მბოჭავი ხასიათის ინსტურმენტი, რომელიც „ქმნის ფართო სამართლებრივ ჩარჩოს და აყალიბებს მიდგომებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და მიმართულია ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისკენ, მსხვერპლის დაცვასა და ამ ძალადობაში ეჭვმნიტანილი პირების სისხლისამართლებრივ პასუხსიმეგბლობაში მიცემისკენ.[5]
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას განმარტავს, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევასა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმას (მე-3 (ა) მუხლი). სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ქმედების ჩადენისგან და აღკვეთონ, გამოიძიონ, დასაჯონ და გაითვალისწინონ კომპენსაცია არასახელმწიფო პირების მიერ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის აქტების ჩადენისთვის (მე-5 მუხლი). კონვენცია ასევე მოიცავს გენდერის განმარტებას: კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე გენდერი განმატებულია მე-3 მუხლის გ ნაწილით, კერძოდ, „გულისხმობს სოციალურად დაკავშირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას და მახასიათებლებს, რომლებსაც მოცემული საზოგადოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს“. ამასთანავე ხელშეკრულება ადგენს სხვადასხვა სახის ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა დაკვალიფიცირდეს ქალთა წინააღმდეგ ძალადობას. სახელმწიფოებმა, რომლებიც არიან ამ კონვენციის ხელშეკვრელი მხარეები, უნდა მოახდინოს სხვადასხვა ქმედების კრიმინალიზება, მათ შორის: ფსიქოლოგიური ძალადობა (33-ე მუხლი); ადევნება (34-ე მუხლი); ფიზიკური ძალადობა (35-ე მუხლი); სექსუალური ძალადობა, მათ შორის, გაუპატიურება, ნებისმიერი ხასიათის არანებაყოფლობითი ქმედება, რომელსაც აქვს სექსუალური ხასიათი (36-ე მუხლი), იძულებითი ქორწინება (37-ე მუხლი); ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება (38-ე მუხლი), იძულებითი აბორტი და იძულებითი სტერილიზაცია (39-ე მუხლი). კონვენცია აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროება უნდა იყოს სისხლისამართლებრივი ან სხვა სანქციების ქვეშ (მე-40 მუხლი). კონვენცია ასევე მოიცავს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „ღირსების“ სახელით ჩადენილი დანაშაული (42-ე მუხლი).[2]
შენიშვნები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Bosak, Martina; Munivrana Vajda, Maja (May 2019). „The reality behind the Istanbul convention: Shattering conservative delusions“. Women's Studies International Forum. 74: 77–83. doi:10.1016/j.wsif.2019.03.004. S2CID 150739029.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Council of Europe. (2011) Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence. ციტირების თარიღი: 31 July 2020
- ↑ 2.0 2.1 Full list: Chart of signatures and ratifications of Treaty 210. Council of Europe. ციტირების თარიღი: 21 April 2016
- ↑ Erdoğan insists it's at his discretion to pull Turkey out of İstanbul Convention. ციტირების თარიღი: 2021-03-27
- ↑ Story by Reuters. (2021-07-01) Turkey formally quits treaty to prevent violence against women. ციტირების თარიღი: 2021-07-01
- ↑ „Malta signs convention on domestic violence“. Malta Star. 21 May 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2017. ციტირების თარიღი: 12 September 2012.