სს-ის სატანკო დივიზია „ვიკინგი“

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„სს“-ის მე-5 სატანკო დივიზია „ვიკინგი“ (გერმ. 5. SS-Panzer-Division „Wiking“) დაარსებულ იქნა 1940 წლის 20 ნოემბერს, როგორც „ვაფენ-სს“-ის დივიზია „ვიკინგი“. იგი ნაწილობრივ შედგებოდა მოხალისეებისაგან ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან.

“სს“-ის მე-5 სატანკო დივიზიის ემბლემა

დივიზიის ისტორია

რედაქტირება

თავდაპირველად ამ დივიზიის სახელად „გერმანია“ იყო შერჩეული, მაგრამ საბოლოოდ „ვიკინგზე“ შეჩერდნენ. დივიზიის პირველი მეთური იყო „სს“-ის ობერგრუპენფიურერი ფელიქს შტაინერი. 1933 წლამდე შტაინერი რაიხსვერის მაიორი იყო და ერთ-ერთი იმ ოფიცერთაგანი, რომლებიც ძველი არმიული ყაიდით იყვნენ აღზრდილნი. „ვიკინგი“ სატანკო დივიზია იყო, თუმც მასში გაცილებით მეტი ტანკი იყო ვიდრე ჰეერის ნებისმიერ ჩვეულებრივ სატანკო დივიზიაში.

შემადგენლობა

რედაქტირება

„ვიკინგი“ „სს“-ის პირველი დივიზია იყო რომლის შეამდგენლობაშიც უცხოელი მოხალისეები ირიცხებოდნენ. თუმცა ამ მოხალისეთა რიცხვი საკმაოდ ცოტა იყო და ამ მიზეზის გამო დივიზიის შემადგენლობა ყოველთვის ივსებოდა ეთნიკური გერმანელებით.

სამხედრო დანაშაული

რედაქტირება

1941 წელს დივიზიის მებრძოლებმა 600 ებრაელი დახვრიტეს გალიციაში, ხოლო 1945 წლის გაზაფხულზე საკონცენტრაციო ბანაკ მაუტჰაუზენის ებრაელ ტყვეთა ტრანსპორტირებისას მათ უამრავი დასუსტებული ტყვე მოკლეს.