სრულიად რუსეთის საბჭოების III ყრილობა
მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის III ყრილობა (რუს. III Всероссийский съезд Советов рабочих, солдатских и крестьянских депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მესამე ყრილობა, მიმდინარეობდა 1918 წლის 10 (23) იანვარი - 18 (31) იანვარი პეტროგრადში, ტავრიდის სასახლეში. ესწრებოდა 942 დელეგატი გადამწყვეტი ხმით და 104 სათათბირო ხმით. ყრილობას 13 (26) იანვარი შეუერთდა სრულიად რუსეთის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ყრილობა. ამგვარად ყრილობის დასასრულს ესწრებოდა 1647 დელეგატი გადამწყვეტი (მათ შორის 860-ზე მეტი ბოლშევიკი) და 219 სათათბირო ხმით.
ისტორია
რედაქტირებადღის წესრიგი: სრულიად რუსეთის ცაკისა და სახალხო კომისართა საბჭოს ანგარიშები (ი. სვერდლოვი და ვ. ლენინი), „მშრომელი და ექსპლუატირებული ხალხის უფლებათა დეკლარაციის“ დამტკიცება; რუსეთის რესპუბლიკის ფედერალური დაწესებულებების შესახებ (ი. სტალინი); ომისა და მშვიდობის შესახებ (ლ. ტროცკი); მიწის სოციალიზაციის შესახებ კანონის დამტკიცება (ა. კოლეგაევი); სრულიად რუსეთის ცაკის არჩევნები.
ყრილობამ მოიწონა ცაკისა და სახალხო კომისართა საბჭოს საანგარიშო მოხსენებები და სრული ნდობა გამოუცხადა საბჭოთა მთავრობის პოლიტიკას. დელეგატებმა ხმების უმრავლესობით მოიწონეს „მშრომელი და ექსპლუატირებული ხალხის უფლებათა დეკლარაცია“. 14 (27) იანვარი ყრილობამ მოიწონა აგრეთვე საბჭოთა მთავრობის ღონისძიებანი. ყრილობამ რუსეთი რსფსრ-ად გამოაცხადა და ცაკს მიანდო რსფსრ-ის კონსტიტუციის ძირითადი დებულებების შემუშავება. ყრილობამ 18 (31) იანვარი დაამტკიცა მიწის სოციალიზაციის კანონის საფუძვლები.
ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის III მოწვევის ცაკი 322 კაცის შემადგენლობით (305 წევრი და 17 კანდიდატი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 528.