სპორტი აზერბაიჯანში

სპორტი აზერბაიჯანში — უძველესი ფესვები აქვს და ახლაც, ტრადიციული და თანამედროვე სპორტი ქვეყანაში კვლავ პრაქტიკულია. აზერბაიჯანში ეროვნულ, ტრადიციულ სპორტად თავისუფალი ჭიდაობა ითვლება თუმცა დღესდღეობით ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობებს ფეხბურთი და ჭადრაკი წარმოადგენენ.[1] სხვა პოპულარული სპორტის სახებებია: ტანვარჯიში, ძიუდო, ფუტსალი, ძალოსნობა და კრივი.[2] აზერბაიჯანის მაღალმთანი რელიეფი განვითარების საშუალებას აძლევს ისეთ სპორტის სახეობებს, როგორებიც არიან თხილამურებით სრიალი და კლდეზე ცოცვა. წყლის სპორტის ვარჯიშების განხორციელება შესაძლებელია კასპიის ზღვასა და შიდა წყლებში. საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანს წარმატებები მიღწეული აქვს ჭადრაკში, ძალოსნობასა და ჭიდაობაში. აზერბაიჯანი ასევე არის საერთაშორისო სპორტული საზოგადოების აქტიური წევრი. იგი სრულუფლებიანი წევრია შემდეგი ორგანიზაციების: ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA), ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA), მძლეოსანების ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაცია (IAAF), ევროპული მძლეოსნობის ასოციაცია (EAA), საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და მრავალი სხვა. აქ ასევე გაიმართა პირველი ევროპული თამაშები და 2017 წლის ისლამის სოლიდარობის თამაშები. ახლახან აზერბაიჯანმა არაერთ ირანელ მოწინავე სპორტსმენს და მწვრთნელს მისცა დასაქმების საშუალება საკუთარ ეროვნულ გუნდებში (მათ აზერბაიჯანელის ეროვნებები მიენიჭათ). ამ სოპრტსმენებს შორის არიან მოჭიდავეები: სამან ტახმასები, საბაჰ შარიათი, ჯამშიდ კრეირაბადი. აგრეთვე მათ შორის არიან ტაეკვანდოს სპორტის წარმომადგენლები: რეზა მეჰმანდუსტი და მილად ბეიგი.[3]

ისტორია რედაქტირება

სპორტს აზერბაიჯანში უძველესი ფესვები აქვს და ახალი, ისევე როგორც ტრადიციული სპორტის სახეობები აქტუალურობას დღესდღეობითაც არ კარგავენ. ქვეყნის ტრადიციულ სპორტად თავისუფალი ჭიდაობა მიიჩნევა; ოლიმპიურ კომიტეტში შესვლის შემდეგ ამ სპორტის სახეობაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს მოპოვებული აქვთ 14 მედალი (მათ შორისაა ოთხი ოქრო). ამჟამად ქვეყნის ყველაზე პოპულარულ სპორტად ჭადრაკი და ფეხბურთი განიხილება.[4]

სპორტის სახეობები რედაქტირება

ნარდი რედაქტირება

ნარდი არის თამაში, რომელსაც უძველესი ფესვები აქვს სპარსეთის იმპერიაში; იგი დიდ როლს ასრულებს აზერბაიჯანულ კულტურაში.[5] ეს თამაში ძალიან პოპულარულია აზერბაიჯანში და გავრცელებულია საზოგადოების ფართო მასებში.[6] ქვეყანაში არსებობს ნარდის რამდენიმე სახეობა, რომლებიც შესწავლილი და გაანალიზებულია ექსპერტების მიერ.[7]

ჭადრაკი რედაქტირება

 
აზერბაიჯანის ჭადრაკის კაცთა გუნდი

აზერბაიჯანი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ძლიერი ძლიერი ქვეყანა ჭადრაკში და საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავადაც დიდ პოპულარულობას ინარჩუნებს ეს სპორტის სახეობა.[8][9] გარი გასპაროვი, მსოფლიოს გრძელვადიანი ჩემპიონი (მიუხედავად იმისა, რომ მან 8 წლის ასაკში დატოვა აზერბაიჯანი) სწორედ ბაქოშია დაბადებული. აზერბაიჯანის ღირშესანიშნავ მოჭადრაკეებს შორის არიან: თეიმურ რაჯაბოვი, შახრიარ მამედიაპოვი, ვუგარ გაშიმოვი და ზეინაბ მამედიაროვა. აზერბაიჯანმა აგრეთვე უმასპინძლა მრავალ საჭადრაკო ტურნირსა და შეჯიბრს. აგრეთვე მათ გაიმარჯვეს 2009 წლის ევროპის გუნდურ ჭადრაკის ჩემპიონატში.[10]

2009 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ქვეყანაში, 2009-2015 წლის პეროდში, უნდა გაუმჯობესებულიყო ჭადრაკის განვითარება.[11]

ფეხბურთი რედაქტირება

 
რაშად სადიკოვი

ფეხბურთი აზერბაიჯანში ყველაზე პოპულარული სპორტია, ხოლო აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაცია, სადაც 9,122 რეგისტრირებული მოთამაშეა, ქვეყნის უდიდესი სპორტული ასოციაციაა.[12][13] ეროვნულ საფეხბურთო კლუბებთან შედარებით, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ასპარესზე დაბალ შედეგს აჩვენებს. ყველაზე წარმატებული აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბებია: ნეფთჩი ბაქო, ბაქო, ინტერ ბაქო, ყარაბაღი, გაბალა და ხაზარ ლენკარანი. 2012 წელს ნეფთჩი ბაქო გახდა აზერბაიჯანის პირველი გუნდი, რომელმაც ევროპული შეჯიბრებების ჯგუფურ ეტაპზე გადასვლა მოახერხა; მათ ევროპალიგის პლეიოფში კვიპროსის აპოელი ანგარიშით 4-2 დაამარცხეს.[14][15]

აზერბაიჯანული ფეხბურთის ოქროს ხანად 1960-იანი წლები სახელდება, რადგან ამ პერიოდში მათი ქვეყნის მაისურით თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: ანატოლი ბანიშევსკი და ალეკპერ მამედოვი. აღსანიშნავია ლეგენდარული მსაჯი (ლაინსმენი) ტოფიქ ბარამოვი.

აზერბაიჯანის საუკეთესო საფეხბურთო კლუბებია: FK ბაქო, PFC ნეფჩი ბაქო, FK ყარაბაღი და ხაზარ ლენკარანი. მადრიდის ატლეტიკოს ამჟამინდელი პერანგის სპონსორია აზერბაიჯანი, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანში ფეხბურთის განვითარებას ესპანური კლუბისა და FK ბაქო-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.

ფუტსალი რედაქტირება

აზერბაიჯანმა ფუტსალში ბევრად მეტ წარმატებას მიაღწია ვიდრე ფეხბურთში. 2010 წლის უეფას ფუტსალის ჩემპიონატში აზერბაიჯანის ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო შიდა კლუბმა „არაზ ნახიჩევანმა“ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა 2009-10 წლებისა და 2013-14 წლების UEFA-ს ფუტსალის თასებზე.[16]

საბრძოლო ხელოვნება რედაქტირება

ძიუდოს მსგავსმა საბრძოლო ხელოვნებების სპორტსმენებმა აზერბაიიჯანს მრავალი მედალი მოუტანა. კერძოდ, ელნურ მამმადლიმ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატსა და 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ოქროს მედლები მოუტანა 73 კგ კატეგორიებში. მოვლუდ მერალიევმა 2003 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატსა და 2008 წლის ზაფხულის ლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.[17]

ჭიდაობა რედაქტირება

ისტორიულად, ჭიდაობა აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი სპორტია და ხშირად მის ეროვნულ სპორტადაც კი მოიხსენიებენ.[18]

აზერბაიჯანში პოპულარულია როგორც თავისუფალი, ისე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (განსაკუთრებით თავისუფალი ჭიდაობა). აზერბაიჯანი ამ სპორტის ელიტალურ ქვეყნად ისეთი მოჭიდავეების წყალობით როგორებიც არია: ნამიკ აბდულაევი, ფარიდ მანსუროვი, როვჩან ბაირამოვი და მარია სტადნიკი. აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაცია 1959 წელს დაარსდა. იგი შედიოდა სსრკ-ის ჭიდაობის ფედერაციის ნაწილად.

მშვილდოსნობა რედაქტირება

აზერბაიჯანის მშვილდოსნობის ფედერაცია ხელს უწყობს ამ სპორტის შემდგომ განვითარებას აზერბაიჯანში.[19]

პარაგლაიდინგი რედაქტირება

მიღწევები რედაქტირება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აზერბაიჯანელ სპორტსმენებს მოპოვებული აქვთ 2615 მედალი მსოფლიო და ჩემპიონატებზე (897 ოქრო, 705 ვერცხლი და 1013 ბრინჯაო).[20]

2017 წელს, ისლამის სოლიდარობის მეოთხე თამაშებში, რომელიც 11-22 მაისის პერიოდში ბაქოში ჩატარდა, აზერბაიჯანელებმა მოიპოვეს 75 ოქრო, 50 ვერცხლი და 37 ბრინჯაოს მედლები.[21]

2018 წელს აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში, თასის შეჯიბრებებში და საერთაშორისო ტურნირებში 753 მედალი მოიპოვეს (მათშორის იყო 263 ოქრო, 230 ვერცხლი და 260 ბრინჯაოს მედალი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Культура, традиции и искусство დაარქივებული 2010-02-18 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  2. World info
  3. http://namnak.com/%D8%A7%DB%8C%D8%B1%D8%A7%D9%86%DB%8C-%D9%87%D8%A7%DB%8C-%D8%A7%D9%84%D9%85%D9%BE%DB%8C%DA%A9.p34800
  4. Sport. Expatwoman.com. ციტირების თარიღი: 12 April 2014.
  5. Backgammon History (რუსული)
  6. Нарды – игра, требующая сноровки и удачи (რუსული)
  7. История Нард (რუსული)
  8. World Chess Champion
  9. Шахматы в Азербайджане დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  10. Azerbaijan’s chess team became European champion
  11. President of Azerbaijan Ilham Aliyev issues order for approval of “State Program for development of chess in Azerbaijan in 2009-2014”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-25. ციტირების თარიღი: 2019-10-07.
  12. Azərbaycanda nə qədər futbolçu var? Azerbaijani. news.milli.az. ციტირების თარიღი: 27 January 2014.
  13. Football in Azerbaijan. www.fifa.com. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 27 January 2014.
  14. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. 1news.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 September 2012. ციტირების თარიღი: 30 August 2012.
  15. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. UEFA. uefa.com. ციტირების თარიღი: 30 August 2012.
  16. Araz clinch third place on penalties. UEFA (April 25, 2010). ციტირების თარიღი: April 25, 2010.
  17. Эльнур Мамедли начнет выступать на международной арене после ЧЕ დაარქივებული 2017-12-01 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  18. Sport History in Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-25. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
  19. Azerbaijan Archery Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-30. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
  20. Azerbaijani sportsmen win over 750 medals in 2018..
  21. Baku 2017: The Islamic Solidarity Games.