სპირალი (რომანი)

გურამ ფანჯიკიძის რომანი

სპირალიგურამ ფანჯიკიძის რომანი. რომანი როგორც კი დაიბეჭდა "ცისკარში" (1985-86 წლების მიჯნაზე), მაშინვე ბესტსელერად იქცა[1]. მალე, 1986 წლის დასაწყისში, წიგნის ბაზარზეც გამოვიდა 60 000-იანი ტირაჟით და მხოლოდ ტალონებით გაიყიდა. ტირაჟი გაცილებით დიდი რომ ყოფილიყო, ალბათ მაინც ძნელი საშოვნელი იქნებოდა. 1990 წელს, გიული ჭოხონელიძემ რომანის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.

სპირალი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
ფსიქოლოგიური რომანი
თემა მეცნიერება
ავტორი გურამ ფანჯიკიძე
მშობლიური ენა ქართული
გამოცემულია 1985-86
გვერდი 485

რომანის შესახებ

რედაქტირება

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბესტსელერი - ყველაზე სკანდალური და პოპულარული ქართული რომანი. სამეცნიერო ფანტასტიკა. მომაკვდავი აკადემიკოსის ტვინს უნერგავენ დადამბლავებულ ახალგაზრდას, რომელიც კრიმინალი აღმოჩნდება. ვინ იქნება ოპერაციის შემდეგ ეს ადამიანი? მოხუცი აკადემიკოსი? ახალგაზრდა კრიმინალი? თუ ვიღაც ახალი პიროვნება? ტვინი დაიმორჩილებს სხეულს, თუ სხეული ტვინს? და საერთოდ, ძალიან ხომ არ ვერევით ბუნების საქმეებში? ხომ არ გვავიწყდება, რომ ჩვენ თვითონ ბუნების შვილები ვართ და შემქმნელი ზედმეტ თავხედობას არ გვაპატიებს?

პროფესორ დავით გიორგაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში დააწვენენ. მთავარი ექიმი ზურაბ თორაძე მას ექსტრაორდინალურ იდეას შესთავაზებს: გადაინერგოს ტვინი სხვა, ჯანმრთელ სხეულში. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ პროფესორი დათანხმდება და მის ტვინს ავტოავარიაში დაღუპული რეციდივისტის, რამაზ კორინთელის სხეულში გადანერგავენ. ყოფილი პროფესორი უკვე ახალ სხეულში გამოიღვიძებს, თუმცა მრავალი პრობლემა გამოჩნდება მის ცხოვრებაში. მას რამაზ კორინთელის, ანუ თავისი და ინგა შეუყვარდება. შანტაჟით და თავისი ცოდნით მოიპოვებს პროფესორის ხარისხს. თუმცა ამავდროულად რამაზ კორინთელის მეგობრები შემოიჭრებიან ცხოვრებაში. ისინი ყოფილ პროფესორს მაღაზიის გატეხვას შესთავაზებენ. დავით გიორგაძეს სხვა გზა არ დარჩება და რამაზ კორინთელის ცხოვრებას გააგრძელებს. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ეს უკვე აუტანელი გახდება. შურს ზურაბ თორაძეზე იძიებს და შემდეგ თავის სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს.

პერსონაჟები

რედაქტირება

აქ წარმოდგენილია როგორც მთავარი გმირები, ასევე ეპიზოდური პერსონაჟები:

  • დავით გიორგაძე - მოხუცი აკადემიკოსი და ინსტიტუტის დირექტორი
  • ზურაბ თორაძე - მთავარი ექიმი
  • რამაზ კორინთელი - სტუდენტი, რომლის სხეულში აკადემიკოსის ტვინს გადანერგავენ
  • ინგა კორინთელი - რამაზ კორინთელის და
  • სოსო შადური, სერგო ხაზარაძე და ნოდარ მიმინოშვილი - კორინთელის მეგობრები და პარტნიორები
  • ოთარ კახიშვილი - ინსტიტუტის ახალი დირექტორი (დავით გიორგაძის გარდაცვალების შემდეგ)
  • მარინე დვალი - დირექტორის პირადი მდივანი
  • მაკა ლანდია - სასცენარო განყოფილების მთავარი რედაქტორის მოადგილე
  • ვარლამ გიგოშვილი - მოხუცი ფიზიკოსი, "ტრაფალგარის" მფლობელი
  • ლია რამიშვილი - ვარლამ გიგოშვილის დის შვილიშვილი
  • ანა - აკადემიკოსის მეუღლე
  • ლალი - კორინთელის მეგობარი
  • მაკარ ბოჭორიშვილი - დოცენტი
  • რობერტი - მაღაზიის სექციონერი
  • ირაკლი ლომიძე - კომიტეტის თავმჯდომარე
  • ვლადიმერ მატვეევი - აკადემიკოსი ასტროფიზიკოსი
  • რომან გუგავა - სოსო შადურის მეგობარი
  • გოგი ლომიძე - ინგას შეყვარებული
  • გიორგი ლანდია - მაკა ლანდია მამა, ქიმიკოსი
  • დათო გიორგაძე - აკადემიკოს დავით გიორგაძის ვაჟი.
  1. გურამ ფანჯიკიძე, ტომი III, საუბარი "სპირალის" ირგვლივ, გვ. 495, თბილისი, 1987

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება