Wolfenstein II: The New Colossusპირველი პირის შუტერი და მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა MachineGames-მა და გამოსცა Bethesda Softworks-მა. გამოვიდა 2017 წლის 27 ოქტომბერს Microsoft Windows, PlayStation 4-ის და Xbox One-ის პლატფორმებისთვის.[2] ეს არის რიგით მერვე თამაში „Wolfenstein“-ის სერიიდან და 2014 წელს გამოსული „Wolfenstein: The New Order“-ის პირდაპირი გაგრძელება. 2018 წელს დაგეგმილია თამაშის Nintendo Switch-ზე გამოცემა.[3][4]

Wolfenstein II: The New Colossus
დეველოპერ(ებ)ი MachineGames
გამომცემელი Bethesda Softworks
სერია Wolfenstein
ძრავა id Tech 6
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი Microsoft Windows, PlayStation 4, Xbox One
  • მსოფლიოში: 27 ოქტომბერი, 2017
Nintendo Switch
  • მსოფლიოში: 2018
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის შუტერი, მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი იენს მათიესი
პროდიუსერ(ებ)ი იერკ გუსტაფსონი
დიზაინერ(ებ)ი ფრედრიკ ლუნგდალი
მხატვარი აქსელ ტორვენიუსი
სცენარისტი
  • იენს მათიესი[1]
  • ტომი ტორდსონ ბიორკი[1]
კომპოზიტორი მიკ გორდონი

სიუჟეტი მიმდინარეობს 1961 წელს, ალტერნატიული ისტორიის აშშ-ში, სადაც ნაცისტებმა მოიგეს მეორე მსოფლიო ომი. თამაშის მთავარი გმირია პოლუნური წარმოშობის ამერიკელი მზვერავი უილიამ ბ.ჯ. ბლაზკოვიჩი, რომელიც ვილჰელმ „თავისქალა“ შტრასესთან ბრძოლისას მიღებული ტრამვების შემდეგ იღვიძებს წლყის ქვეშა ნავში, სადაც გაიარა მკურნალობა, რის შემდეგაც კვლავ მოუწევს ბრძოლა ნაცისტებთან და მეორე ამერიკული რევოლუციის მოწყობა.

„Wolfenstein II“ არის მოქმედებითი სათავგადასავლო შუტერი,სადაც ვირტუალური კამერა წარმოდგენილია პირველი პირის ხედვით. სიუჟეტი დაყოფილია თავებად. დასაწყისში ბინარული არჩევანი მთლიანად ცვლის თამაშის მიმდინარეობას; ზოგიერთი პერსონაჟი და მცირე ზომის სიუჟეტი იცვლება მიმდინარეობისას. მასში გამოყენებული არის ჯანმრთელობის მაჩვენებელი სისტემა, სადაც პერონაჟის ჯანმრთელობა დაყოფილია სექციებად; იგი რეგენირდება იმ შემთხვევაში, თუ მთელი სექცია დაიკარგება - მოთამაშემ უნდა გამოიყენოს პირველადი დახმარების აფთიაქი დაკარგული ჯანმრთელობის შესავსებად.[5] მასში ფიგურირებს იარაღების ფართო არჩევანი, როგორც ცეცხლსსასროლი, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობები. მოთამაშეს აგრეთვე შეუძლია ჩაერთოს ხელჩართულ ბრძოლაში.

თამაშმა დაიმსახურა მაღალი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. ძირითადი შექება წილად ხვდა პერსონაჟებს, თხრობას და სროლის მექანიკას. პროექტი ნომინირებული იქნა სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზე, მათ შორის Golden Joystick Awards-ზე.[6] The Game Awards 2017-ზე დასახელდა „საუკეთესო მოქმედებით თამაშად“.[7] საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე PC ვერსია ფლობს 87/100,[8] PS4 - 87/100,[9] XONE - 88/100.[10]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Jenkins, David. Wolfenstein II: The New Colossus hands-on preview and interview – 'We' re doing things that are outside of a well-trodden path'. Associated Newspapers Limited (26 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2017.
  2. Otero, Jose. (11 June 2017) E3 2017: Wolfenstein 2: The New Colossus Announced With Release Date. IGN. Ziff Davis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2017.
  3. Grant, Christopher. (13 სექტემბერი, 2017) Wolfenstein 2: The New Colossus and Doom coming to Nintendo Switch. Polygon. Vox Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-09. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2017.
  4. Bethesda на Switch – Skyrim Special Edition, DOOM и Wolfenstein II. Bethesda Softworks (13 სექტემბერი, 2017).
  5. Hall, Charlie. (14 ივნისი, 2017) Wolfenstein 2: The New Colossus starts off with BJ Blazkowicz in a bad way. Polygon. Vox Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-26. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2017.
  6. Chan, Sammy. (13 November 2017) Golden Joystick Awards 2017 Nominees. Best in Slot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2017.
  7. Makuch, Eddie. (8 December 2017) The Game Awards 2017 Winners Headlined By Zelda: Breath Of The Wild's Game Of The Year. GameSpot. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2017.
  8. Wolfenstein II: The New Colossus for PC Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2017.
  9. Wolfenstein II: The New Colossus for PlayStation 4 Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2017.
  10. Wolfenstein II: The New Colossus for Xbox One Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2017.