Whiplash (მეტალიკის სიმღერა)

Whiplash“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეექვსე სიმღერა და პირველი სინგლი მათი 1983 წლის სადებიუტო ალბომიდან Kill 'Em All. იგი გამოვიდა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში.[2]

„Whiplash“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Kill 'Em All
გამოსვლის თარიღი 8 აგვისტო, 1983[1]
ჩაიწერა მაისი, 1983
ჟანრი თრეშ მეტალი,
სპიდ მეტალი
ხანგრძლივობა 4:06
ხმისჩამწერი ლეიბლი Megaforce
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
პროდიუსერი პოლ კარსიო,
ჯონი ზაზულა
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
Whiplash
(1983)
„Jump in the Fire“
(1984)
აუდიომაგალითი
yes

მუსიკა რედაქტირება

სიმღერის ავტორები არიან ჯეიმზ ჰეტფილდი და ლარს ულრიხი.[3] კირკ ჰემეტის განცხადებით, Whiplash კურტ კობეინის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო მეტალიკის რეპერტუარიდან.[4]

ტექსტი რედაქტირება

სიმღერა უმეტესად ეხება მეტალის ფანების ცხოვრებას, გრძნობას, რომელიც გეუფლება სცენის წინ თავის ქნევისას. სიმღერის სათაური აღნიშნავს კისრის მძიმე ტრავმას, რომლის მიღებაც შესაძლებელია თავის საკმარისად დიდხანს და ძლიერად ქნევისას, ასევე ავტოავარიებში.[5] იგი ეძღვნება მეტალიკის ფანებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას დასაწყისიდანვე.[2]

საკონცერტო შესრულება რედაქტირება

სიმღერა პირველად ცოცხლად შესრულდა 1982 წლის 23 ოქტომბერს ფულერტონში, კალიფორნია.[3][6] ბოლო დროს კონცერტებზე ჰეტფილდი ცვლის თავდაპირველ ტექსტს „We'll never stop, we're never quit, 'cause we're Metallica“ ტექსტად „We'll never stop, we're never quit, 'cause“ — აქ სიმღერა ჩერდება ხოლმე ორი წამით, ჯეიმზი უთითებს მსმენელზე და წამოიძახებს: „You're“ — „Metallica!“, რითაც ხაზს უსვამს ფანების როლს.[6] კონცერტებზე ხშირად ჯეისონ ნიუსტედი ასრულებდა სიმღერის ნაწილს ან სრულად,[2] რაც განსაკუთრებით შესამჩნევია საკონცერტო ჩანაწერში სან-დიეგოში, კალიფორნია. მან ჰეტფილდის გარეშე იმღერა ასევე 2000 წლის 7 ივლისს, სტადიონზე Georgia Dome ატლანტაში, ამავე წლის 8 ივლისს ჩქაროსნულ ტრასაზე სპარტაში, კენტუკი და 9 ივლისს სტადიონზე Texas Stadium ირვინგში, ტეხასი. ჰეტფილდი იყინავდა ბოლო დროს დაზიანებულ ზურგს, სანამ ჰემეტი, ულრიხი და ნიუსტედი ასრულებდნენ სიმღერას.[6]

Live Shit ვერსიაში ჯეიმზმა სიმღერის დაწყებისას თვლა აურია და ნაცვლად „1, 2, 1, 2, 3, 4“, მან თქვა: „1, 2, 4, 3, 2 და ნახევარი!“.[7]

ქავერები და მიძღვნები რედაქტირება

  • მოუტერჰედმა (რომელიც დასახელებული იყო მეტალიკის მიერ როგორც მათზე უდიდესი გავლენი მქონე ჯგუფი) შეასრულა ეს სიმღერა მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომისთვის Metallic Attack: Metallica - The Ultimate Tribute და მიიღო მათი პირველი გრემი 2005 წელს საუკეთესო მეტალ შესრულებისათვის.[8]
  • ვინი ეპაისმა (დრამები), სკოტ იანმა (გიტარა), ბილი მილანომ (ვოკალი) და ფილ სოუსანმა (ბასი) შეასრულეს სიმღერა მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომისთვის Metallic Assault: A Tribute to Metallica.
  • პანტერამ, სახუმარო სახელით Pantallica, შეასრულა სიმღერა ცოცხლად ჯეისონ ნიუსტედთან ერთად ბასზე, ხოლო წევრებმა დიმებაგ დარელმა (გიტარა) და პილ ანსელმომ (ვოკალი) როლები გაცვალეს.
  • Destruction-მა შეასრულა სიმღერა მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომისთვის A Tribute to the Four Horsemen და მცირე ცვლილებებით შეიტანა იგი თავის ალბომში All Hell Breaks Loose როგორც დამალული ბონუს სიმღერა.
  • Stone Gods-მა შეასრულა ეს სიმღერა მათ ტურნეზე Knight of the Living Dead.

სიმღერა პოპულარულ მედიაში რედაქტირება

სიმღერების სია რედაქტირება

აშშ სინგლი (გრამფირფიტა)
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Jump in the Fire“4:41
2.„Whiplash“ (Special Neckbrace Remix)4:24
3.„Seek & Destroy“ (საკონცერტო)7:04
4.„Phantom Lord“ (საკონცერტო)4:52
აშშ სინგლი (მაქსი-სინგლი, კასეტა)
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Jump in the Fire“4:41
2.„(Anesthesia) - Pulling Teeth“ (ინსტრუმენტალი)4:15
3.„Whiplash“ (Special Neckbrace Remix)4:24
4.„Seek & Destroy“ (საკონცერტო)7:04
5.„Phantom Lord“ (საკონცერტო)4:52

პერსონალი რედაქტირება

მეტალიკა რედაქტირება

სტუდიური პერსონალი
  • აღმასრულებელი პროდიუსერი: ჯონი ზაზულა
  • პროდიუსერი: პოლ კარსიო
  • ინჟინერი: კრის ბუბაჩი
  • ინჟინერ-ასისტენტი: ენდი ვრუბლევსკი[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 სინგლი Whiplash. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-02. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  2. 2.0 2.1 2.2 Whiplash. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-07. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  3. 3.0 3.1 სიმღერა Whiplash. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  4. კირკ ჰემეტის დისკუსია კურტ კობეინის შესახებ. ციტირების თარიღი: 2007-05-23.
  5. Whiplash. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Whiplash. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  7. Live Shit: Binge and Purge, დისკი 3, სიმღერა 8
  8. 47-ე გრემის დაჯილდოება - 2005. Rock on the Net archive. ციტირების თარიღი: 2007-02-11.