Wet Dream

(გადამისამართდა გვერდიდან Wet Dream (ალბომი))

Wet Dreamპინკ ფლოიდის კლავიშისტ რიჩარდ რაიტის პირველი სოლო-ალბომი, რომელიც ბრიტანეთში გამოვიდა 1978 წლის 15 სექტემბერს, ლეიბლზე Harvest. სიმღერა „Pink's Song“ ეძღვნება რაიტის და მისი იმჟამინდელი მეუღლის, ჯულიეტის შვილების მასწავლებელს.

Wet Dream
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 15 სექტემბერი, 1978
ჩაიწერა 10 იანვარი-14 თებერვალი, 1978
ჟანრი პროგრესული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯაზ-ფიუჟენი
ხანგრძლივობა 43:51
ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
პროდიუსერი რიჩარდ რაიტი
რიჩარდ რაიტი — ქრონოლოგია
Wet Dream
(1978)
Identity
(1984)
ალტერნატიული გარეკანი

2023 წლის რემიქსის გარეკანი
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]
ვიკიციტატა
„ ამ ალბომით ძალები მოვიკრიბე პინკ ფლოიდის შემდეგი ალბომის ჩასაწერად . “

შექმნა რედაქტირება

Wet Dream ჩაიწერა თავად რაიტის პროდიუსერობით. იგი ყველა სიმღერის პროდიუსერი და ავტორია, გარდა „Pink's Song“-ის, რომლის თანაავტორია მისი იმჟამინდელი ცოლი, ჯულიეტი, რომელმაც, როგორც ჯულიეტ გეილმა, წლებით ადრე მიიღო მონაწილეობა „Walk with Me Sydney“-ს, პინკ ფლოიდამდე არსებული შემადგენლობის ადრეული სიმღერის ჩაწერაში. Wet Dream იწერებოდა სტუდიაში Super Bear, ზღვისპირა ალპების დეპარტამენტის მიდამოებში, 1978 წლის დასაწყისში[3] — იქ, სადაც მოგვიანებით საკუთარ პირველ ალბომს იწერდა დეივიდ გილმორი.

გამოცემა და გამოხმაურება რედაქტირება

ალბომი გამოცემის წელს თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.[4] იგი ბრიტანეთში მრავალი წლის განმავლობაში განმეორებით არ გამოცემულა, მაგრამ აშშ-სა და კანადაში 1990-იანებში CD-ზე გამოვიდა და მცირე წარმატება ჰქონდა, ხოლო 2008 წელს, რაიტის გარდაცვალების შემდეგ, გამოვიდა ავსტრალიაში.

2023 წლის გამოცემა და რემიქსები რედაქტირება

2023 წლის 28 ივლისისთვის, რაიტის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნად, დაიგეგმა ალბომის რემიქსის CD-სა და ციფრულ ფორმატებში გამოცემა. რემიქსის ავტორია სტივენ უილსონი, ხოლო გარეკანი შეიცავს ალბომის ჩაწერის პერიოდის უცნობ ფოტოსურათებს.[5] ეს, ახალი სტერეომიქსი 29 სექტემბერს გამოიცა Blu-ray-ს ფორმატში, რომელიც შეიცავს უილსონის მომზადებულ ალბომის Dolby Atmos და 5.1 მიქსებს[6]. 2023 წლის გამოცემაში არ იყო შეტანილი Wet Dream-ის თავდაპირველი მიქსი[6], თუმცა მსმენელების მხრიდან თხოვნების საფუძველზე მოხდა Blu-ray-ზე ორიგინალური მიქსის პირველწყაროს წინამორბედი მიქსის დამატება.[7]

ალბომის ამ გამოცემის პრომოკამპანიის ფარგლებში კომპოზიცია „Cat Cruise“ გამოიცა როგორც ციფრული სინგლი.[8]

2023 წლის გამოცემაში მითითებულია, რომ ჯულიეტ რაიტი არის „Pink's Song“-ის ტექსტის ავტორი[9] ორიგინალურ გამოცემაში ეს ავტორობა ასევე იყო მითითებული, თუმცა შეცდომით იყო ნახსენები, რომ მას ეკუთვნოდა „Against the Odds“-ის ტექსტი.[10]

სიმღერების სია რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — რიჩარდ რაიტი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Mediterranean C“ (ინსტრუმენტული)3:52
2.„Against the Odds“3:57
3.„Cat Cruise“ (ინსტრუმენტული)5:14
4.„Summer Elegy“4:53
5.„Waves“ (ინსტრუმენტული)4:19
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
6.„Holiday“6:11
7.„Mad Yannis Dance“ (ინსტრუმენტული)3:19
8.„Drop In from the Top“ (ინსტრუმენტული)3:25
9.„Pink's Song“3:28
10.„Funky Deux“ (ინსტრუმენტული)4:57

პერსონალი რედაქტირება

ავტორობა ეფუძნება 1979 წლის ორიგინალურ და 2023 წლის გამოცემებში ნახსენებს.[9][10]

  • რიჩარდ რაიტი – პიანინო, ელექტრონული პიანინო, ჰემონდის ორგანი, ობერჰაიმი, სინთეზატორი, ვოკალი, ბუკლეტში გამოყენებული ფოტოსურათები (2023 წლის გამოცემა)
  • მელ კოლინზი – საქსოფონი (1,3,5,7,10), ფლეიტა (9)
  • სნოუი უაიტი – გიტარები
  • ლარი სტილი – ბას-გიტარა
  • რეჯ აისედორი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
  • Hipgnosis – გარეკანის დიზაინი
  • ფოტოსურათები: ობრი პაუელი / ბობ ბრიმსონი
  • გალა რაიტი და ჯეიმი რაიტი: მხატვრული გაფორმება (2023 წლის გამოცემა)
  • კარლ გლოვერი: გრაფიკული დიზაინი (2023 წლის გამოცემა)
  • კოსტას სპათისი: ფოტოსურათები (2023 წლის გამოცემა)
  • სტივენ უილსონი: ხმის მიქსი (2023 წლის გამოცემა)

ჩარტები რედაქტირება

ჩარტი (1978) უმაღლესი
პოზიცია
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[11] 20
ჩარტი (2023) უმაღლესი
პოზიცია
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[12] 197
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[13] 26
უნგრული ფიზიკური ალბომები (MAHASZ)[14] 17
იტალიური ალბომები (FIMI)[15] 78
პორტუგალიის ალბომები (AFP)[16] 23
შოტლანდიის ალბომები (OCC)[17] 31
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[18] 22
ბრიტანეთის ციფრული ალბომები (OCC)[19] 34

სქოლიო რედაქტირება

  1. Allmusic review
  2. The Amazing Pudding Reference Guide on Pink Floyd songs and records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-22. ციტირების თარიღი: 2012-02-15.
  3. Wet Dream. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2020.
  4. Carruthers, Bob (2011). „The Wall“, Pink Floyd – Uncensored on the Record, E-book, Cooda Books Ltd. ISBN 978-1-908538-27-7. 
  5. https://www.loudersound.com/news/richard-wrights-wet-dream-set-for-july-reissue
  6. 6.0 6.1 Sinclair, Paul. (29 ივნისი 2023) Richard Wright Wet Dream reissue. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2023.
  7. https://superdeluxeedition.com/news/new-content-added-to-richard-wright-blu-ray/
  8. Cat Cruise (2023 Remix) YouTube-ზე.
  9. 9.0 9.1 Richard Wright – Wet Dream. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2023.
  10. 10.0 10.1 Richard Wright - Wet Dream en. ციტირების თარიღი: 2023-03-22.
  11. "Richard Wright – Wet Dream". Norwegiancharts.com. Hung Medien.
  12. "Richard Wright – Wet Dream" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien.
  13. "Offiziellecharts.de – Richard Wright – Wet Dream" (გერმანულად). GfK Entertainment Charts.
  14. Album Top 40 slágerlista (fizikai hanghordozók) – 2023. 40. hét. MAHASZ. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2023
  15. Album – Classifica settimanale WK 40 (dal 29.09.2023 al 05.10.2023) it. Federazione Industria Musicale Italiana. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი 2023
  16. "Richard Wright – Wet Dream". Portuguesecharts.com. Hung Medien.
  17. "20230804 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
  18. "Richard Wright – Wet Dream". Swisscharts.com. Hung Medien.
  19. "20230804 ბრიტანეთის ალბომების ჩამონატვირთების საუკეთესო 40-ეულის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Wet_Dream&oldid=4591375“-დან