Westlifeირლანდიური ბოიბენდი, რომელიც ჩამოყალიბდა 1998 წელს. თითქმის 14 წლის არსებობის შემდეგ ჯგუფი დაიშალა 2012 წელს, მათი ფინალური ტურნეს შემდეგ. ჯგუფის წევრები იყვნენ შეინ ფილენი, მარკ ფიჰილი, კიენ იგენი, ნიკი ბირნი. ბრაიან მაკფედენი ჯგუფის წევრი იყო 1998-დან 2004 წლამდე.

Westlife

ბიოგრაფია
წარმოშობა დუბლინი, ირლანდია
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა
აქტიური 1998–2012; 2018–
ლეიბლ(ებ)ი RCA, Syco, Sony, BMG
ყოფილი წევრები შეინ ფილენი
მარკ ფიჰილი
კიან იგანი
ნიკი ბირნი
ბრაიან მაკ-ფედენი
საიტი westlife.com
Westlife ვიკისაწყობში

Westlife-ს გაყიდული აქვს 45 მილიონი ჩანაწერი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მოიცავს სტუდიურ ალბომებს, სინგლებს, ვიდეოს და კრებულებს. 14 წლიანი კარიერის მანძილზე ჯგუფს დაგროვებული აქვს 14 #1 სინგლი გაერთიანებულ სამეფოში (მესამედ გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში, კლიფ რიჩარდთან ერთად და ჩამორჩა მხოლოდ The Beatles-ს და ელვის პრესლის) და 26 სიმღერა, მოხვედრილი საუკეთესო 10-ეულში. კოლექტივმა ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ მოიგო წლის ჩანაწერის ჯილდო — ერთადერთი მუსიკალური ჯილდო გაერთიანებულ სამეფოში, მათი 14 წლის კარიერაში, რომელიც საჯარო გამოკითხვას ეფუძნება. მიუხედავად მსოფლიო წარმატებისა ჯგუფი ვერ შევიდა ამერიკულ ბაზარზე და ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ჰიტ-სინგლი ჰქონდა, „Swear It Again“ (2000).

2011 წელს Westlife-მა გამოაცხადა, რომ ტურნეს The Greatest Hits Tour შემდეგ, 2012 წელს დაიშლებოდა და გამოვიდოდა კრებული Greatest Hits. ჯგუფის უკანასკნელი კონცერტი ჩატარდა 23 ივნისს 2012 კროუკ პარკის სტადიონზე, დუბლინში, ირლანდიაში. იგი მსოფლიო მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

დისგოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Westlife&oldid=3589168“-დან