Weezer — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან (კალიფორნია), ჩამოყალიბებული 1992 წელს. მასში შედიან: რივერს კუომო (წამყვანი ვოკალი, გიტარა), პატრიკ უილსონი (დასარტყმელი საკრავები, გიტარა, ბეკ-ვოკალი), ბრაიან ბელი (გიტარა, ბეკ-ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები) და სკოტ ჯ. შრაინერი (ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები). ჯგუფის შემადგენლობა 1992 წელს ჩამოყალიბებიდან ოთხჯერ შეიცვალა.[1] კოლექტივს გამოცემული აქვს ცხრა სტუდიური ალბომი, ექვსი EP და ერთი DVD.[2][3]

Weezer

მარცხნიდან მარჯვნივ: ბრაიან ბელი, რივერს კუომო, პატრიკ უილსონი და სკოტ ჯ. შრაინერი
ბიოგრაფია
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, პაუერ-პოპი, პოპ-პანკი, ემოცია, ინდი-როკი
აქტიური 1992–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი DGC, Geffen, Interscope (1993-2010)
W Records, Epitaph (2010-დღემდე)
წევრები რივერს კუომო
პატრიკ უილსონი
ბრაიან ბელი
სკოტ ჯ. შრაინერი
ყოფილი წევრები მეტ შარპი
ჯეისონ კროპერი
მაიკი უელში
საიტი weezer.com
Weezer ვიკისაწყობში

Weezer ყველაზე მეტად ცნობილია წარმატებული სინგლებით „Buddy Holly“, „Undone – The Sweater Song“, „Say It Ain't So“, „Perfect Situation“, „Island in the Sun“, „Beverly Hills“ და „Pork and Beans“. ჯგუფის მერვე ალბომი Hurley გამოვიდა ლეიბლ Epitaph Records-ზე 2010 წლის 14 სექტემბერს.

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. weezer – history. Weezer-online.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-08. ციტირების თარიღი: 2010-09-26.
  2. Weezer Set To Release "Hurley" Follow-up Album In November. KROQ-FM. ციტირების თარიღი: 2010-12-06. "'Together, they are the album that should logically follow Hurley,' says Weezer front-man Rivers Cuomo."
  3. Rivers Cuomo Music Interview. The A.V. Club. ციტირების თარიღი: 2010-12-06. RC:... we just started working on our 10th record. (In reference to an upcoming album, with Hurley being their 8th album and Death to False Metal being their 9th)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Weezer&oldid=3951496“-დან