Walking on the Moon“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Police-ის სინგლი მეორე სტუდიური ალბომიდან Reggatta de Blanc. ისევე, როგორც წინა სინგლები, ეს სინგლიც არის ტრიოს ერთ-ერთი პოპულარული ნამუშევარი. სტინგმა იგი დაწერა სიმთვრალის დროს (საკუთარი აღიარებით), როდესაც დადიოდა ოთახში და იმეორებდა სიტყვებს Walking round the room, walking round the room. ასევე, 2003 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში სტინგი ჰყვება, რომ სიმღერა მის ყოფილ შეყვარებულს, დებორა ანდერსონს ეძღვნებოდა: შეყვარებული ადამიანისათვის ეს გრძნობა იგივეა, რაც უწონადობის მდგომარეობაში ყოფნა.

„Walking on the Moon“

Walking on the Moon
სინგლიThe Police
ალბომიდან Reggatta de Blanc
B-მხარე Visions Of The Night
გამოსვლის თარიღი ნოემბერი 1979
ჩაიწერა 1979
ჟანრი ახალი ტალღა
ხანგრძლივობა 4:08 (7" სინგლის ვერსია)
5:03 (ალბომის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი A&M Records
ავტორ(ებ)ი სტინგი
პროდიუსერი სტიუარტ კოუპლენდი, სტინგი, ენდი სამერსი
The Police — სინგლების ქრონოლოგია
„Message in a Bottle“
(1979)
Walking on the Moon
(1979)
„Bring on the Night“
(1980)
ალტერნატიული გარეკანი

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, 1979 წლის 23 ოქტომბერს. მასში ჯგუფის წევრები დგანან კოსმოსური რაკეტის ფონზე, სტიუარტი კი თავის ჯოხებს ურტყამს ხომალდის კორპუსს.

სიმღერების სია რედაქტირება

7": A&M / AMS 7494 (ინგლისი) [1] რედაქტირება

  1. Walking on the Moon (შემოკლებული ვერსია) - 3:59
  2. Visions of the Night - 3:05

12": A&M / AMSP 7494 (ინგლისი) რედაქტირება

  1. Walking on the Moon - 4:59
  2. Visions of the Night - 3:05

სქოლიო რედაქტირება