Waiting for the Worms“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა[1][2] იგი შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall.[2]

„Waiting for the Worms“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
გამომცემელი Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი მძიმე როკი, არტ-როკი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:04
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები

როჯერ უოტერსი:

თეატრალურ ფარგლებში „Waiting for the Worms“ არის იმის გამოხატვა, თუ რა ხდება შოუს დროს - როდესაც ნარკოტიკის ეფექტი სუსტდება და ნამდვილი შეგრძნებები უტევს.

ამ მომენტისთვის ალბომის პერსონაჟი პინკი კარგავს იმედს ("You cannot reach me now"), ფიქრობს, რომ გაიხრწნა და წარმოიდგენს, რომ მისი გონება ივსება ჭიებით. ნაცისტური რეჟიმის პაროდირებით იგი ახსენებს შხაპებს და ღუმელებს (საკონცენტრაციო ბანაკს). სიმღერაში აგრეთვე ჩნდებიან ჩაქუჩები, რომლებსაც უოტერსი „Run Like Hell“-ში ახსენებდა. მეგაფონში როჯერი გასცემს ბრძანებებს, სადაც საუბარია დაჯგუფებების სამოქმედო გეგმაზე და ლონდონის იმ რაიონებზე, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. სიმღერას უერთდება „Stop“ - ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ჩანაწერი.

სიმღერა იწყება გერმანულ ენაზე თვლით - Eins, zwei, drei, Alle (ერთი, ორი, სამი, ერთად).

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ფიტჩი, ვერნონ (2005). The Pink Floyd Encyclopedia (მესამე გამოცემა). ISBN 1-894959-24-8.

სქოლიო რედაქტირება

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. 2.0 2.1 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.