Victoria IIვიდეო თამაში გრანდ სტრატეგიის ჟანრში, რომელიც შექმნა კომპანია Paradox Development Studio-მ და გამოსცა Paradox Interactive-მა. იგი არის რიგით მეორე ნაწილი სერიიდან და 2003 წლის თამაშის Victoria: An Empire Under the Sun-ის გაგრძელება. რელიზი შედგა 2010 წლის აგვისტოს Microsoft Windows-ისთვის, ხოლო Mac OS X-ის ვერსია გამოვიდა იმავე წლის 17 სექტემბერს[1].

Victoria II
დეველოპერ(ებ)ი Paradox Development Studio
გამომცემელი Paradox Interactive
დისტრიბუტორი Steam
ძრავა Clausewitz Engine
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
Mac OS X
გამოსვლის თარიღი 13 აგვისტო, 2013
ჟანრ(ებ)ი გრანდ სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთმაშიანი
რეჟისორ(ებ)ი თომას იოჰანსონი
პროდიუსერ(ებ)ი იოჰან ანდერსონი
დიზაინერ(ებ)ი იოჰან ანდერსონი
მხატვარი ჯონას იაკობსონი
ფრედრიკ ტოლი
კომპოზიტორი ანდრეას ვალდეტოფტი

თამაშში მოთამაშე მართავს 200 სახელმწიფოდან ერთ-ერთს და პერიოდი მოიცავს 1836-1936 წლებს. მოთამაშის განკარგულებაში იმყოფება რიგი ინსტრუმენტები ეკონომიკის, მეცნიერების, შიდა პოლიტიკის, დიპლომატიის, არმიისა და ფლოტის სამართავად. იგი სხვა არსებული გრანდ სტრატეგიებისგან განსხვავდება იმით, რომ მნიშვნელოვანი აქცენტი გამახვილებული არის შიდა პროცესების დეტალიზაციაზე, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფოში და ასევე დიპლომატიის სისტემის განვითარებაზე. პირველი ნაწილისგან განსხვავებით Victoria II ნაკლებად დამოკიდებული არის რეალურ ისტორიულ მოვლენებზე და სიუჟეტი არის არასწორხაზოვანი. თუმცა თამაშს ასევე აქვს მრავალი ისტორიული ასპექტი, როგორიცაა ისეთი ადგილების კოლონიზაცია, სადაც იმ დროისთვის არ იყო არანაირი ევროპული ძალაუფლება, როგორიცაა სუბ-საჰარული აფრიკა და ჩრდილოეთ კანადა. Victoria II-ს გააჩნია მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა, სადაც მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა 32-ს არ აღემატება[2].

სათამაშო პრესამ საკმაოდ დადებითად მიიღო იგი. საერთო განხილვების საიტებზე, GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 76.17 %-სა[3] და 100-დან 75 ქულას[4] შესაბამისად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Виктория 2 (Victoria 2). Absolute Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
  2. Виктория II. Snowball Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
  3. Victoria II for PC Reviews, Ratings, Credits, and More. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
  4. Victoria II for PC. Game Rankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Victoria_II&oldid=4606789“-დან