The Ting Tingsინგლისური თინეიჯერული პოპ-დუეტი, რომლის წევრები არიან კეტი უაითი (ვოკალი, გიტარა, ბას-ბარაბანი) და ჟიულ დე მარტინო (ბარაბანი, გიტარა, ვოკალი, ფორტეპიანო). ჯგუფი ჩამოყალიბდა 2007 წელს, თუმცა ჯერ კიდევ 2004 წლიდან კეტი და ჟიული ერთად ანლინგტონ მილში, სოლფორდში კერძო წვეულებებზე უკრავდნენ. ამჟამად გამოშვებული აქვთ 4 სინგლი, მათ შორის "That's Not My Name", რომელმაც 2008 წლის 18 მაისს გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში 1 ადგილი დაიკავა. მათი პირველი ალბომი, სახელწოდებით We Started Nothing, 2008 წლის 19 მაისს გამოვიდა და დიდი ბრიტანეთის 75 საუკეთესო ალბომს შორის 1 პოზიცია დაიმკვიდრა.

The Ting Tings

The Ting Tings
ბიოგრაფია
წარმოშობა ლი, დიდი მანჩესტერი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი საცეკვაო პანკი
ნიუ რეივი
ინდი
აქტიური 2004-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Columbia / Red Ink
წევრები კეტი უაითი
ჟიულ დე მარტინო
საიტი thetingtings.com
The Ting Tings ვიკისაწყობში

We Started Nothing რედაქტირება

ჯგუფის სადებიუტო ალბომი We Started Nothing 2008 წლის 19 მაისს გამოვიდა. იგი კრიტიკოსების შეფასების და კომერციული თვალსაზრისით, წარმატებული იყო. ალბომმა 186 კვირის მანძილზე 11 განსხვავებულ ჩარტში მიიღო მონაწილეობა. პირველად იგი 2008 წლის 21-ე კვირაში ირლანდიის 75 საუკეთესო ალბომს შორის გამოჩნდა, საბოლოოდ კი 2009 წლის მე-10 კვირაში დიდი ბრიტანეთის 75 საუკეთესო ალბომსა და ირლანდიის 75 საუკეთესო ალბომს შორის. დიდი ბრიტანეთის 75 საუკეთესო ალბომს შორის მას მთელი 1 კვირის მანძილზე პირველი ადგილი ეკავა[1].

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება