The Man and The Journey (ქართ. ადამიანი და მოგზაურობა) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1969 წლის კონცეპტუალური შოუების სერიის სახელწოდება.[1] მასში შედიოდა კოლექტივის მანამდე გამოცემული სიმღერების ნაწილი, რამდენიმე გამოუცემელი კომპოზიცია და მასალები, მოგვიანებით შეტანილი ალბომებში Soundtrack from the Film More და Ummagumma.[1] კონცერტების დროს აგრეთვე გამოიყენებოდა ვიზუალური ელემენტები, როგორიც იყო სცენაზე ფიცრების ხერხვა, მაგიდის შეჭედება და პირდაპირ სცენაზე ჩაის მირთმევა.[1]

საკონცერტო შესრულება რედაქტირება

კონცეპტუალური პიესა პირველად შესრულდა 1969 წლის 14 აპრილს, როიალ ალბერტ ჰოლის სცენაზე, როგორც The Massed Gadgets of Auximines – More Furious Madness from Pink Floyd.[1][2] კონცერტის შემოკლებული ვერსია ჩაიწერა 1969 წლის 12 მაისს, გადაცემისთვის Top Gear.[1][2] 17 სექტემბრის გამოსვლა კონცერტგებაუში (ამსტერდამი) არის ტურნეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუტლეგური ჩანაწერი[3], ვინაიდან ოფიციალურად გადაიცა რადიოსადგურ VPRO-ს ეთერში[1][2]. თავდაპირველად იგეგმებოდა კონცერტის ოფიციალური ალბომის სახით გამოცემაც[2], მაგრამ ჩანაფიქრზე უარი თქვეს, ვინაიდან პარალელურად მუშაობდნენ Ummagumma-ზე. სრული აუდიო ვერსია ოფიციალურად პირველად გამოვიდა The Early Years 1965–1972-ის შემადგენლობაში, 2016 წლის ნოემბერში.[4]

სიმღერების სია რედაქტირება

ნაწილი I: The Man
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Daybreak, Pt. I“ (Grantchester Meadows,[2][5] ალბომიდან Ummagumma)უოტერსი8:09
2.„Work“ (პერკუსია, ვიბრაფონი, რიტმული ხერხვით და ჭედვით)უოტერსი/გილმორი/რაიტი/მეისონი3:50
3.„Teatime“ (სცენაზე ჯგუფი ჩაის სვამდა, როგორც Alan's Psychedelic Breakfast-ში.)უოტერსი/გილმორი/რაიტი/მეისონი 
4.„Afternoon“ (Biding My Time, ალბომიდან Relics)უოტერსი5:15
5.„Doing It!“ (The Grand Vizier's Garden Party (Entertainment) [6:12-იდან], ალბომიდან Ummagumma. სხვადასხვა გამოსვლის დროს მას ენაცვლებოდა Up the Khyber[2]-ის [ალბომიდან Soundtrack from the Film More] და ადრეული Heart Beat, Pig Meat-ის [ფილმიდან ზაბრისკი პოინტი] კომბინაცია.)მეისონი3:49
6.„Sleep“ (Quicksilver,[2] ალბომიდან Soundtrack from the Film More)უოტერსი/გილმორი/რაიტი/მეისონი4:40
7.„Nightmare“ (Cymbaline,[2] ალბომიდან Soundtrack from the Film More)უოტერსი8:57
8.„Daybreak, Pt. II“ (საათის ხმაური, ანუ The Grand Vizier's Garden Party (Exit)) 1:13
ნაწილი II: The Journey
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„The Beginning“ (Green Is the Colour,[6] ალბომიდან Soundtrack from the Film More)უოტერსი4:49
2.„Beset By Creatures of the Deep“ (Careful with That Axe, Eugene[6])უოტერსი/გილმორი/რაიტი/მეისონი6:18
3.„The Narrow Way“ (The Narrow Way, Part 3,[6] ალბომიდან Ummagumma)გილმორი5:09
4.„The Pink Jungle“ (Pow R. Toc H.,[6] ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn. სხვადასხვა გამოსვლის დროს მას ენაცვლებოდა ორიგინალური ინსტრუმენტალი, უფრო ახლო Nick's Boogie-სთან.)ბარეტი/უოტერსი/რაიტი/მეისონი4:49
5.„The Labyrinths of Auximines“ (Let There Be More Light - ინსტრუმენტული შუა სექცია ალბომიდან A Saucerful of Secrets)უოტერსი6:34
6.„Footsteps/Doors“ (ფეხის ხმა.)უოტერსი/გილმორი/რაიტი/მეისონი3:12
7.„Behold the Temple of Light“ (მცირე ნაწილი შეტანილია Ummagumma-ში, The Narrow Way: Part 3-ის შესავალში. აქ იგი უფრო ვრცელია)უოტერსი/გილმორი/რაიტი/მეისონი5:28
8.„The End of the Beginning“ (A Saucerful of Secrets, Pt. IV - Celestial Voices[6] [8:38-იდან], ალბომიდან A Saucerful of Secrets)უოტერსი/გილმორი/რაიტი/მეისონი6:14

საგულისხმოა, რომ ეს არის შესრულებული სიმღერების ტიპური სია. ხშირად, Doing It ცნობილია როგორც Up the Khyber, Syncopated Pandemoneum - Party Sequence, The End of the Beginning - როგორც Storm Signal.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 http://pinkfloydhyperbase.dk/unreleased/index.html#THE%20MAN
  3. Manning, Toby (2006). „Soundtracks, Compilations & Bootlegs“, The Rough Guide to Pink Floyd, 1st, London: Rough Guides, გვ. 227. ISBN 1-84353-575-0. 
  4. https://www.youtube.com/watch?v=tCRkf153Hak
  5. Manning, Toby (2006). The Rough Guide to Pink Floyd, 1stchapter=The Albums, London: Rough Guides, გვ. 161. ISBN 1-84353-575-0. 
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 http://pinkfloydhyperbase.dk/unreleased/index.html#THE%20JOURNEY