The Elder Scrolls V: Skyrim – Dragonbornღია სამყაროს მოქმედებითი როლური ვიდეო თამაშის The Elder Scrolls V: Skyrim-ის ფართომასშტაბიანი დამატება. Dragonborn შეიმუშავა Bethesda Game Studios-მა და გამოსცა Bethesda Softworks-მა. Xbox 360-ის ვერსია გამოვიდა Xbox Live Marketplace-ის მეშვეობით 2013 წელს, Microsoft Windows-ის ვერსია გამოიცა 2013 წლის 5 თებერვალს, ხოლო PlayStation 3-ის ვერსია - 2013 წლის 12 თებერვალს[1].

The Elder Scrolls V: Skyrim – Dragonborn
დეველოპერ(ებ)ი Bethesda Game Studios
გამომცემელი Bethesda Softworks
სერია The Elder Scrolls
ძრავა Creation Engine
პლატფორმ(ებ)ი Xbox 360
Microsoft Windows
PlayStation 3
გამოსვლის თარიღი Xbox 360 WW 4 დეკემბერი, 2012
Microsoft Windows WW 5 თებერვალი, 2013
PlayStation 3 ჩრდ.ამ. 12 თებერვალი, 2013
ევრ 13 თებერვალი, 2013
ჟანრ(ებ)ი Action/RPG
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
კომპოზიტორი ჯერემი სოული

თამაშზე მუშაობა დაიწყო 2012 წელს. 2 ნოემბერს Bethesda Softworks-მა თავისი Twitter-ის პროფილზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ოფიციალური ტრეილერს გაასაჯაროებდნენ 5 ნოემბერს[2]. Bethesda-ზე დაყრდნობით, დამატებაში შეტანილი იქნებოდა ახალი ტერიტორია სოლსთჰეიმი, აბჯარი და სხვადასხვა ტიპის იარაღები.

დრაკონდაბადებულის გეიმპლეის სტილი არის სკაირიმის მსგავსი; ღია სამყაროს დიზაინი მოთამაშეს საშუალებას აძლევს თავისუფლად გადაადგილდეს თამაშის სამყროს ნებისმიერ წერტილში, გამოიკვლიოს ტერიტორიები, შეასრულოს კუესტები ან გადადოს ისინი განუსაზღვრელი ვადით, შექმნას პერსონაჟი და ა.შ. მასში ასევე დამატებული არის ახალი სახის მტრები, ლოკაციები, ჯავშანი, იარაღები და რაც ყველაზე მთავარია დაემატა დრაკონის გაწრთვნისა და მისი მშევეობით გადაადგილების შესაძლებლობა.

სიუჟეტი ვითარდება პერსონაჟის გარშემო, რომლის მიზანია პირველი დრაკონდაბადებულის მირააკის მიზნების ჩაშლა და მისი დამარცხება. თამაშის მოქმედება სოლსთჰეიმის კუნძულზე მიმდინარეობს, რომელიც ასევე ფიგურირებს The Elder Scrolls-ის რიგით მესამე ნაწილის Morrowind-ის დამატება Bloodmoon-ში.

Dragonborn დადებითად მიმიღო სათამაშო პრესამ. საერთო შეფასების საიტ GameRankings-ზე თამაშის Xbox 360-ის ვერსია ფლობს 82.54%[3], PC ვერსია - 82.67%[4] და PS3-ის ვერსია - 83.33%[5]. ხოლო რაც შეეხება Metacritic-ს, Xbox 360-ის ვერსიას დაუწერა 82/100[6], PC ვერსიას - 83/100[7], ხოლო PS3-ის ვერსიას - 82/100[8].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Dragonborn Comes in February (and Hearthfire & Dawnguard, too), Bethesda Blog. Bethblog.com. ციტირების თარიღი: 2013-01-18.
  2. Bethesda Confirms Skyrim Dragonborn DLC. IGN. ციტირების თარიღი: 2013-01-18.
  3. The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for Xbox 360. GameRankings (2012-12-04). ციტირების თარიღი: 2013-09-04.
  4. The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for PC. GameRankings (2013-02-05). ციტირების თარიღი: 2013-09-04.
  5. The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for PlayStation 3. GameRankings (2013-02-12). ციტირების თარიღი: 2013-09-04.
  6. The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for Xbox 360 Reviews. Metacritic (2012-12-04). ციტირების თარიღი: 2013-09-04.
  7. The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 2013-09-04.
  8. The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for PlayStation 3 Reviews. Metacritic (2013-02-12). ციტირების თარიღი: 2013-09-04.