The Continuing Story of Bungalow Bill — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში The Beatles, რომელიც გამოვიდა 1968 წელს.

სიმღერა ჯგუფის მიერ ები-როუდის სტუდიებში 1968 წლის 8 ოქტომბერს ჩაიწერა. იმავე დღეს ჩაიწერა I'm So Tired.

ეს არის ჯგუფის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბექ-ვოკალს ქალი ვოკალისტი ასრულებს - ამ შემთხვევაში, იოკო ონო, რომელიც მღერს სტრიქონს "Not when he looks so fierce".[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Lewisohn, Mark (2000). The Complete Beatles Chronicle. London: Hamlyn. ISBN 978-0-600-60033-6. p 284