SpaceX Demo-2[1][2] (ასევე: Crew Demo-2; Dragon Crew Demo-2; Crew Dragon Demo-2; SpaceX DM-2)[3][4] — SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ის მეორე სადემონტრაციო და პირველი პილოტირებული მისია საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ, რომელიც გაეშვა კენედის კოსმოსური ცენტრის LC-39A გამშვები კომპლექსიდან, 2020 წლის 30 მაისს, 19:22:45 UTC საათზე.[4][5][6]

ხომალდის გაშვება. 2020 წლის 30 მაისი.

Demo-2 არის პირველი პილოტირებული ორბიტალური მისია, რომელიც შეერთებული შტატებიდან გაეშვა მას შემდეგ, რაც 2011 წელს შესრულდა „სფეის შატლის“ უკანასკნელი მისია STS-135; ასევე, არის კერძო კომპანიის მიერ შესრულებული პირველი პილოტირებული ორბიტული ფრენა.[7] გარდა ამისა, ეს მისია რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაიყვანა ხომალდის მეთაური დაგლას ჰარლი და ერთობლივი ოპერაციების მეთაური რობერტ ბენკენი, არის პირველი ორკაციანი კოსმოსური ფრენა, რომელიც შეერთებული შტატებიდან შესრულდა 1982 წელს გაშვებული STS-4-ის შემდეგ.

ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 2020 წლის 31 მაისს 14:29 UTC საათზე წარმატებით მიუერთდა, დაგეგმილზე ოდნავ ადრე. 2020 წლის 27 მაისს, მისიის გაშვების პირველი მცდელობა გაშვებამდე 16:53 წუთით ადრე, არასახარბიელო მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო შეწყდა; ამინდის გაუარესების მიზეზი ტროპიკული შტორმი „ბერტა“ გახდა.[8][9][10]

სქოლიო რედაქტირება

  1. Mclendon, Tori. NASA's SpaceX Demo-2 Astronauts Rehearse for Launch Day (23 მაისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი, 2020. ციტატა: „...ahead of NASA's SpaceX Demo-2 mission [...] favorable weather conditions for the SpaceX Demo-2 mission.“ ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2020.
  2. Cawley, James. NASA's SpaceX Demo-2 "Go" for Liftoff Wednesday After Today's Launch Readiness Review (25 მაისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი, 2020. ციტატა: „...in advance of NASA's SpaceX Demo-2 flight test [...] NASA.s SpaceX Demo-2 mission passed its final major review today...“ ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2020.
  3. Launch Mission Execution Forecast (28 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2020.
  4. 4.0 4.1 SpaceX launches: DEMO-2 LAUNCH (26 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2020
  5. Wattles, By CNN Business' Jackie. (27 მაისი, 2020) Next attempt: Saturday at 3:22 pm ET.
  6. Upcoming Missions.
  7. „SpaceX Speeding Astronauts to Space Station in Landmark Trip“. Bloomberg News. 30 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. Jacob Bogage; Christian Davenport (27 მაისი, 2020). „SpaceX's Falcon 9 rocket launch is scrubbed due to weather“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  9. Sheetz, Michael. (27 მაისი, 2020) SpaceX crew launch Wednesday: Launch is postponed, NASA to try again Saturday.
  10. A tropical storm მაისი, scrub SpaceX's history-making rocket launch of 2 astronauts on Wednesday. ციტირების თარიღი: 2020-05-31
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SpaceX_Demo-2&oldid=3888332“-დან