Slant Magazine — გასართობი თემატიკის ინგლისურენოვანი ელექტრონული ჟურნალი, რომელიც ბაზირებულია ნიუ-იორკში და აქვეყნებს ფილმების, თეატრალური დადგმების, ვიდეო თამაშების და მუსიკალური რელიზების მიმოხილვებს, ასევე ინტერვიუებს მათ შემქმნელებთან. საიტი აშუქებს სხვადასხვა კინოფესტივალებს, როგორიცაა „ნიუ-იორკის კინოფესტივალი“.

Slant Magazine
საიტი slantmagazine.com
საიტის ტიპი ჟურნალი
რეგისტრაცია არა
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
მფლობელი Slant Magazine LLC
შემქნელი ედ გონსალესი და სალ სინკმანი
გაეშვა 2001
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

ისტორია რედაქტირება

საიტი შეიქმნა 2001 წელს. 2010 წლის 21 იანვარს საიტმა განაახლა მუშაობა და საკუთარი თავი ჩართო გასართობ ბლოგში The House Next Door, რომელიც დააარსა The New York Times-ის და New York Press-ის ყოფილმა ავტორმა მეტ ზოლერ სეიტზმა (ინგლ. Matt Zoller Seitz) და რომელსაც მხარში უდგას ჟურნალ Time Out-ის კინოკრიტიკოსი კეიტ ულიხი (ინგლ. Keith Uhlich), რომელიც მუშაობას აგრძელებს ბლოგის რედაქტორად.

ჟურნალის მუსიკალური სექცია თავდაპირველად თითქმის მთლიანად კონცენტრირებული იყო პოპ-მუსიკაზე, მაგრამ თანდათან ინტერესი გაჩნდა ინდი-ორიენტირებულ მუსიკაზე, მათ შორის კანტრის სტილის მუსიკაზეც. ერაყის ომის დაწყების შემდეგ, ჟურნალის შინაარსი გახდა უფრო პოლიტიკურად ორიენტირებული, საიტზე გაჩნდა პოლიტიკური დანაყოფი, მაგრამ ყურადღების ცენტრში მაინც დარჩა გართობა[1].

Slant Magazine მასმედიაში რედაქტირება

ო. ა. სკოტმა New York Times Magazine-დან Slant-ს უწოდა „ხშირად ეკლიანი და პოპ-კულტურის მიუკერძოვებელი ანალიზის საცავი“[2]. Slant-ის გამოხმაურებები ინტერნეტში და მასმედიის საშუალებებში ხშირად იყო განხილვის და დისკუსიების წყარო: ედ გონსალესის მიმოხილვამ კევინ გეიჯის ფილმზე ქაოსი გამოიწვია დისკუსია, როდესაც როჯერ ებერტმა ფილმის განხილვისას გონსალესს ციტირება გაუკეთა გაზეთში Chicago Sun-Times[3], The New York Press ციტირებას უკეთებს Slant-ის მეორე ავტორს, კეიტ ულიხს, მაიკლ ბეის ფილმ კუნძულის მიმოხილვაში[4], და გონსალესს, რომელიც რეგულარულად წერს კინოს სფეროს შესახებ The Village Voice-ში და რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეაქო The Village Voice-ის ყოფილმა კრიტიკოსმა ნათან ლიმ მისი ყურადღებიანი პოლიტიკისათვის და პოპ-კულტურისათვის ცოცხალ და საინტერესო ფორმაში.

KillerStartups.com, ინტერნეტ-საზოგადოება, რომელიც მიმოიხილავს ვებ-საიტებს შემსრულებლებისათვისაც და ინვესტორებისთვისაც, Slant-ს უწოდებენ „ინტერნეტში ახალი ამბების, კომენტარების, ინდის სამყაროში აზრების და კამათის, პოპ-მუსიკის და მეინსტრიმის გართობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან წყაროდ“[5].

2010 წლის 21 იანვარს ჟურნალმა MovieMaker-მა Slant Magazine-ის კუთვნილ ბლოგ The House Next Door-ს უწოდა, „MovieMaker-ისათვის 50-დან ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგი“[6].

რეიტინგების სისტემა რედაქტირება

Slant Magazine იყენებს რეიტინგების ორ სხვადასხვა სისტემას:

  • ფილმებისათვის და სატელევიზიო პროგრამებისათვის ოთხვარსკვლავიანი ტრადიციული სისტემა.
  • ალბომები, DVD და ვიდეოთამაშები ფასდება ხუთვარსკვლავიანი სისტემის დახმარებით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Politics | The House Next Door. Slantmagazine.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-26. ციტირების თარიღი: 2016-12-27.
  2. The New York Times: "Say 'Brian De Palma.' Let the Fighting Start."
  3. Roger Ebert (2005-08-11). „Chicago Sun-Times: "Chaos" Review“. Rogerebert.suntimes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-17. ციტირების თარიღი: 2016-12-27.
  4. New York Press: "Supersonic Strap-On" (November 17, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-17.
  5. SlantMagazine.com – Indie Entertainment And Arts. KillerStartups.com. ციტირების თარიღი: 2016-12-27.
  6. MovieMaker: "50 Best Blogs for Moviemakers" (January 27, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-27.