Savage Garden — ავსტრალიური პოპ-როკ ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ დერენ ჰეიზი (ვოკალი) და დენიელ ჯოუნზი (კლავიშებიანი საკრავები, სეკვენსერები, გიტარები). იგი ჩამოყალიბდა ბრისბენში (კუინზლენდი), 1994 წელს. მათი წარმატების წლებად ითვლება 1997-2001 წლების პერიოდი, როდესაც დუეტმა გამოსცა შემდგომში წარმატებული სინგლები "Truly Madly Deeply", "I Want You", "To the Moon and Back", "The Animal Song" და "I Knew I Loved You". მას ასევე გამოცემული აქვს ორი სტუდიური ალბომი, Savage Garden და Affirmation. ორივე მათგანი მოხვდა ავსტრალიის ჩარტების #1 და შეაღწია ბრიტანეთისა და აშშ-ს ჩარტების 10-ეულებში.

Savage Garden

ჯგუფი Savage Garden-ი, მარჯვნივ დენიელ ჯოუნსი, მარცხნივ დერენ ჰეიზი
ბიოგრაფია
წარმოშობა ბრისბენი, კუინზლენდი, ავსტრალია
ჟანრ(ებ)ი პოპ-როკი, პოპ-მუსიკა
აქტიური 1994–2001
ლეიბლ(ებ)ი Roadshow, Columbia, Sony BMG
ყოფილი წევრები დერენ ჰეიზი
დენიელ ჯოუნზი
საიტი ოფიციალური გვერდი

ავსტრალიური მუსიკის 1997 წლის დაჯილდოებაზე დუეტმა მიიღო ერთდროულად 10 ჯილდო, სადებიუტო ალბომისთვის და მასში შეტანილი სინგლებისათვის. 2000 წელს დუეტმა შეისვენა და აპირებდა სცენაზე დაბრუნებას, მაგრამ 2001 წელს ჰეიზმა მისი დაშლის შესახებ განაცხადა.

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Savage_Garden&oldid=4523239“-დან