PlayStation Network (შემოკლებით PSN) — ციფრული მულტიმედიური კონტენტის გადმოტვირთვების სერვისი, რომლის პროვაიდერია Sony Interactive Entertainment. გაეშვა 2006 წლის ნოემბერში. თავდაპირველად შეიქმნა PlayStation-ის სათამაშო კონსოლებისთვის (PlayStation 4, PlayStation 3 და PlayStation Vita), მაგრამ სულ მალე მოპოვა სმარტფონების, ტაბლეტების, Blu-ray პლეირებისა და მაღალი გარჩევადობის ტელევიზიების მხარდაჭერა. 2014 წელს PlayStation Portable-ს შეუწყდა PlayStation Network-ის მხარდაჭერა. 2016 წლის წლის აპრილში მსოფლიოს მასშტაბით PlayStation Network-ის დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 110 მილიონს ითვლიდა, ხოლო 2018 წლის ნოემბრის მონაცემით სერვის ჰყავს ყოველთვიურად აქტიური 90 მილიონზე მეტი მომხმარებელი.[2] სერვისი ხელმისაწვდომი 73 ქვეყანაში.[3]

PlayStation Network
ტიპი ონლაინ-სერვისი
გაშვების თარიღი 11 ნოემბერი, 2006; 17 წლის წინ (2006-11-11)
პლატფორმა

სათამაშო და პორტატიული კონსოლები

სოციალური მოწყობილობები
წევრები 90 მილიონი აქტიური წევრი თვეში (2018)[1]
საიტი ოფიციალური საიტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sony Announces Over 91 Million PlayStation 4 Systems Sold. comicbook.com (7 იანვარი, 2019). ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2019.
  2. Number of registered PlayStation Network accounts reaches 110 million. PlayStationLifeStyle (3 July 2013). ციტირების თარიღი: 7 April 2015.
  3. PlayStation country selector, playstation.com