Perfect Day (ლუ რიდის სიმღერა)

Perfect Day“ — ლუ რიდის სიმღერა. გამოიცა სინგლის სახით 1972 წელს, ლეიბლზე RCA. შეტანილია ალბომში Transformer. განსაკუთრებული პოპულარობა იქონია 1997 წელს, როდესაც BBC-ს ინიციატივით იგი სხვადასხვა შემსრულებელმა ერთად ჩაწერა (რიდის მონაწილეობით) და საქველმოქმედო სინგლის სახით გამოსცა.

„Perfect Day“
სინგლილუ რიდი
ალბომიდან Transformer
A-მხარე „Walk on the Wild Side“
გამოსვლის თარიღი 17 ნოემბერი 1972
ჩაიწერა 31 აგვისტო 1972, Trident Studios, ლონდონი
ჟანრი პოპი[1]
ხანგრძლივობა 3:46
ხმისჩამწერი ლეიბლი RCA
ავტორ(ებ)ი ლუ რიდი
პროდიუსერი დევიდ ბოუი, მიკ რონსონი
ლუ რიდი — სინგლების ქრონოლოგია
Perfect Day
(1972)
„Satellite Of Love“
(1973)

ისტორია რედაქტირება

ორიგინალური ვერსიის, ისევე, როგორც Transformer-ის სხვა სიმღერების პროდიუსერები, არიან დევიდ ბოუი და მიკ რონსონი (უკანასკნელს აგრეთვე ეკუთვნის სიმებიანების არანჟირება და ფორტეპიანოს პარტია სიმღერაში). სიმღერა დაიწერა მას შემდეგ, რაც რიდმა და მისმა საცოლემ და მოგვიანებით მეუღლემ, ბეტი კრონსტადმა, ერთად გაატარეს დღე ცენტრალურ პარკში (ნიუ-იორკი).

ითვლება, რომ სიმღერის ტექსტი განიხილავს მარტივ, ტრადიციულ რომანტიკულ კავშირს.[2]

ზოგიერთის აზრით, ეს სიმღერა არის გამოხმაურება თავად რიდის მხრიდან ჰეროინით გატაცებაზე.

სხვა მედიაში რედაქტირება

სიმღერა ჟღერს ფილმში „ჩხერკეთელაობა“, რომელიც ასევე ნარკოდამოკიდებულების თემას შეიცავს.[3]

რიდის ორიგინალური ვარიანტი შეტანილი იყო AT&T-ს რეკლამაში, რომელშიც სნოუბორდისტი გრეტხენ ბლაილერი მონაწილეობდა. ეს რეკლამა 2010 წლის ოლიმპიური თამაშების დროს გადიოდა.[4]

სიმღერა აგრეთვე ჟღერს ფილმის „შემდეგი შენ ხარ“ და სერიალის „დაუნტონის სააბატო“ მესამე სეზონის ტრეილერებში. იგი აგრეთვე PlayStation 4-ის რეკლამაშია შეტანილი.[5]

Duran Duran-ის ვერსია რედაქტირება

„Perfect Day“
 
სინგლიDuran Duran
ალბომიდან Thank You
გამოსვლის თარიღი 25 მარტი 1995
ხანგრძლივობა 3:53
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI – DD 20
ავტორ(ებ)ი ლუ რიდი
Duran Duran ქრონოლოგია
„Femme Fatale“
(1994)
Perfect Day
(1995)
„Lay Lady Lay“
(1995)

სიმღერის საკუთარი ვერსია 1995 წელს ჯგუფმა Duran Duran-მა ალბომზე Thank You წარმოადგინა და სინგლის სახით გამოსცა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. O'Hagan, Sean. (October 27, 2013) Lou Reed: Six of his greatest songs. The Guardian. ციტირების თარიღი: February 4, 2016.
  2. Bockris, Victor (1995-08-01). Transformer: The Lou Reed Story. Simon & Schuster, August 1, 1995. (ISBN 978-0684803661)
  3. Nick Walker. „Blurred vision at the Beeb“. The Independent. ციტირების თარიღი: 2016-10-07.
  4. Barrett, Annie. "AT&T Olympics Commercials: Pick Your Trip" დაარქივებული 2014-08-17 საიტზე Wayback Machine. , Popwatch.EW.com, February 18, 2010
  5. Guy Longworth. (October 15, 2013) “Perfect Day” TV Spot Debuts, 30 Days Til PS4. Playstation. ციტირების თარიღი: September 19, 2016.