Pearl Jam — ამერიკული როკ-ჯგუფი სიეტლიდან (ვაშინგტონი, აშშ). იგი ჩამოყალიბდა 1990 წელს. დასაბამიდან მისი წევრები იყვნენ: სტოუნ გოსარდი (გიტარა), ჯეფ ემენტი (ბასი), მაიკ მაკ-კრიდი (გიტარა) და ედი ვედერი (ვოკალი). წლების მანძილზე ჯგუფის შემადგენლობაში იცვლებოდა დრამერი. ამჟამად ჯგუფის მეხუთე წევრია და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს მეტ კემერონი (რომელიც ასევე ჯგუფთან Soundgarden თანამშრომლობს).

Pearl Jam

Pearl Jam ამსტერდამში, 2012 წელს
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Mookie Blaylock
წარმოშობა სიეტლი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, გრანჟი
აქტიური 1990–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Monkeywrench, Universal Music Group, J, Epic
წევრები ედი ვედერი
მაიკ მაკ-კრიდი
სტოუნ გოსარი
ჯეფ ემენტი
მეტ კემერონი
ყოფილი წევრები დეივ კრუზენი
მეტ ჩემბერლენი
დეივ ებრუზისი
ჯეკ აირონსი
საიტი www.pearljam.com
Pearl Jam ვიკისაწყობში

ჯგუფის მუსიკა ძირითადად გრანჟის ელემენტებს შეიცავს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, მთელი ისტორიის მანძილზე Pearl Jam კრიტიკის საგნად ქცეულა — სხვადასხვა სკანდალის გამო, რომელთა შორის ერთ-ერთი ცნობილი იყო საკონცერტო ბილეთების გაყიდვის სერვის Ticketmaster-ის ბოიკოტირება.

დაარსებიდან დღემდე აშშ-ში გაყიდულია Pearl Jam-ის 30 მილიონზე მეტი ჩანაწერი.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pearl_Jam&oldid=4619384“-დან