Octopus's Garden — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Abbey Road, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. წამყვან ვოკალს მასში რინგო სტარი ასრულებს.

სიმღერის დაწერის იდეა სტარს დაებადა, როდესაც პიტერ სელერსის გემზე სტუმრობდა, 1968 წელს. მან შეუკვეთა თევზი და ჩიპსები, მაგრამ ამის მაგივრად მოართვეს კალმარი.[1] გემის კაპიტანმა კი მას უამბო ამბავი რვაფეხებზე, რომლებიც აგროვებენ ნივთებს და იშენებენ სახლებს.[2] ფილმში „დაე ასე იყოს“ არის სცენა, სადაც ჯორჯ ჰარისონი რინგოსთან ერთად სიმღერას ფორტეპიანოზე ამუშავებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Anthology book (2000, p. 312)
  2. Abbey Road. The Beatles Interview Database. ციტირების თარიღი: 2009-09-25.