Nokia Lumia Icon არის მაღალი დონის სმარტფონი, რომელიც დამზადდა კომპანია Nokia-ს მიერ და მუშაობს Windows Phone 8.1 ოპერაციულ სისტემაზე, რომელსაც აწარმოებს კომპანია Microsoft-ი. მოდელი დაანონსდა 2014 წლის 12 თებერვალს, და გამოვიდა აშშ-ში Verizon Wireless-ზე (ამერიკის უდიდესი უკაბელო ტელეკომუნიკაციის პროვაიდერი), 2014 წლის 20 თებერვალს.[1][2] ეს მოდელი გამოვიდა ექსკლუზიურად Verizon-ისთვის და აშშ-ს ბაზრისთვის; მისი საერთაშორისო ვერსია არის Nokia Lumia 930.

Nokia Lumia Icon
მწარმოებელი Nokia
სიხშირეთა
დიაპაზონი

2.5G GSM/GPRS/EDGE – 850, 900, 1800, 1900 MHz
2.5G CDMA 1xRTT/1x-Advanced - 800, 1900 MHz
3G UMTS/DC-HSPA+ – 850, 900, 1900, 2100 MHz
3G CDMA Ev-DO Rev. A - 800, 1900 MHz

4G LTE Rel. 8 (UE Cat 3) – 700, 800, 900, 1800, 2100, 2600 MHz
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1
მასა 167 გრ
ზომა 137 მმ x 71 მმ x 9.8 მმ
ფოტოკამერა 20 MP PureView, Carl Zeiss-ის მიერ დამუშავებული Tessar-ის დიზაინის ლინზებით, ორმაგი LED ფლეშ განათებით, სურათის ოპტიკური სტაბილიზაციით, 2160p ვიდეოს გადაღება - 30 კადრი წამში.
მეორე კამერა 1.2 MP,
720p ვიდეო - 30 კადრი წამში.
ბატარეა 2420 მილი-ამპერი, აქვს Qi ინტერფეისით უკაბელო დატენვის მხარდაჭერა.
მეხსიერება 32 GB შიდა flash მეხსიერება (2 GB RAM) და 15 GB მეხსიერება OneDrive-ზე.
დაკავშირება Wi-Fi :802.11 a/b/g/n/ac
Wi-Fi-ის სიგნალით ადგილმდებარეობის დადგენა (WPS)
GPS/GLONASS
SA-GPS
NFC
Bluetooth 4.0
Micro-USB 2.0

2015 წლის 11 თებერვალს, Verizon-მა Icon-ისთვის გამოუშვა Windows Phone 8.1 ოპერაციული სისტემა და Lumia Denim განახლება.[3][4]

ძირითადი მონაცემები რედაქტირება

Lumia Icon-ის ძირითადი მახასიათებლები არის შემდეგი:[5]

  • 5 ინჩიანი 1080p OLED[6] 441 PPI სენსორული ეკრანი
  • 20 MP PureView კამერა Carl Zeiss-ის ოპტიკით და რამდენიმე ფიქსელის ერთ ფიქსელში გაერთიანების ტექნოლოგიით (pixel oversampling).
  • სურათის ოპტიკური სტაბილიზატორი
  • 2160p HD ვიდეოს და სურათის გადაღება
  • Wireless AC Wi-Fi
  • Microsoft Cortana ხმოვანი ასისტენტი, აქტიურდება ბრძანებით: "Hey Cortana" (Lumia Denim განახლებით)

ხელმისაწვდომობა რედაქტირება

ტელეფონი გაყიდვაში გამოვიდა ექსკლუზიურად Verizon-ისთვის, აშშ-ში, $199.99 დოლარად 2-წლიანი კონტრაქტით ან $549.99 დოლარად - კონტრაქტის გარეშე.[7] Lumia Icon-ს აქვს თითქმის იგივე შიდა მახასიათებლები რაც აქვს Nokia Lumia 1520-ს, ძირითადი განსხვავება ისაა რომ 1520-ს აქვს 6 ინჩიანი ეკრანი, Icon-ს კი 5 ინჩიანი.[8]

Lumia Icon-ის ძმობილი - Nokia Lumia 930 გამოვიდა 2014 წლის აპრილში. ეს ორი მოდელი თითქმის ერთმანეთის იდენტურია როგორც გარეგნობით, ასევე მონაცემებით. თუმცა, 930 იყენებს GSM კავშირგაბმულობას და მასში თავიდანვე ჩატვირთულია Windows Phone 8.1 სისტემა და Lumia Cyan განახლება, და ის სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს Icon-ის საერთაშორისო ვერსიად. იმის გამო, რომ 930 შემდგომში განახლდა Denim-ზე (რომელშიც შესულია Windows Phone 8.1-ის განახლება), Verizon-ი გააკრიტიკეს რომ Icon-ისთვის ჯერ Cyan განახლებაც კი არ იყო გამოსული. ახლა Verizon Wireless-მა Icon-ი პირდაპირ Denim-ზე განაახლა, ანუ გამოტოვა Cyan. სისტემური და სხვა ფაქტორების განსხვავება მაქსიმალურად იქნა აღმოფხვრილი.[4]

სახელწოდება რედაქტირება

დამზადების პერიოდში, Nokia Lumia Icon ცნობილი იყო მოდელის ნომრით. წინასწარი პროტოტიპის სურათები მეტყველებდა იმაზე რომ ტელეფონს დაერქმეოდა Lumia 929.[9][10] სწორედ ასეთია Nokia-ს ტრადიციული პრაქტიკა, რაც უფრო დიდია მოდელის ნომერი, მით უფრო მაღალი დონისაა ტელეფონი. საბოლოოდ გამოსვლისას, ტელეფონმა ჩვეულებრივ დაიტოვა მოდელის ნომერი 929, მაგრამ ეს იყო პირველი Lumia, რომლის სახელწოდება არა მოდელის ნომერი, არამედ გარკვეული სახელია.[11][12]

გამოხმაურება რედაქტირება

Lumia Icon-მა საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მიიღო, ზოგიერთმა მიმომხილველმა მას საუკეთესო Windows Phone-ი უწოდა, და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს კამერის ხარისხს, ეკრანს, და სიჩქარეს, მაგრამ ისიც აღნიშნეს რომ ტელეფონი დაბლოკილია (locked) მხოლოდ ერთი ოპერატორისთვის (Verizon) და ფოტოების გადაღების დროს კამერა ნელ გადასვლებს აკეთებს. სმარტფონის დიზაინზე აზრი ორად გაიყო, ერთნი აქებდნენ მეტალის კორპუსს როგორც სოლიდური და კლასიკური გადაწყვეტა, მეორენი კი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რომ ის არის ზედმეტად უტილიტარული და კონსერვატიული.[8][7][13][14]

Engadget-ის (ტექნოლოგიური ბლოგის ქსელი) თანამშრომელმა, ბრედ მოლენმა (Brad Molen) Lumia Icon-ს ასე უწოდა: "მაღალი დონის სოლიდური Windows Phone-ი, რომელსაც დიდხანს ველოდით. მას გასაოცარი ეკრანი აქვს, დიდი სისწრაფე და მრავალი ფოტოგრაფიული ფუნქცია, მაგრამ ექსკლუზიურად მხოლოდ Verizon-ისთვის გამოშვება ძალიან შეამცირებს მასზე მოთხოვნას."[7] PCWorld-ის (გლობალური კომპიუტერული ჟურნალი) თანამშრომელმა, მარკ ჰეკმენმა (Mark Hachman) კი განაცხადა: "თუ შენ აპის (app) მეგობარი ხარ, მაშინ უმჯობესია შეიძინო iPhone-ი ან Android-ის ტელეფონი, რომელიც იღებს third-party აპლიკაციებს. მაგრამ Icon-ი და Lumia 1520, ორივე აშკარად საუკეთესო Windows Phone-ია ბაზარზე. რომელი აირჩიოთ, უბრალოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ზომა გირჩევნიათ."[13] Wired-ის (ტექნოლოგიური სიახლეების ვებსაიტი) თანამშრომელმა, ქრისტინა ბონინგტონმა (Christina Bonnington), აღნიშნა, რომ საუკეთესო Windows Phone-ს ჯერ კიდევ ბევრი ნაკლი აქვს, და ხაზი გაუსვა ზარის არც ისე კარგ ხარისხს, შეაქო კორპუსის სოლიდური ხარისხი, უკაბელო დატენვის მხარდაჭერა, და მძლავრი პროცესორი.[15]

ასევე იხილეთ რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Nokia Lumia Icon ოფიციალურად დაანონსდა Verizon-ისთვის დაარქივებული 2017-12-25 საიტზე Wayback Machine. , Winsource.com, 2014 წლის 12 თებერვალი.
  2. Nokia Lumia Icon ბოლოს და ბოლოს დაანონსდა Verizon-ისთვის, Phonearena.com, 2014 წლის 12 თებერვალი.
  3. ფუნქციებით აღსავსე: Lumia Denim განახლება დაარქივებული 2015-02-12 საიტზე Wayback Machine. , microsoft.com, 2015 წლის 13 თებერვალი.
  4. 4.0 4.1 სჯობს გვიან ვიდრე არასდროს: Lumia Icon იღებს დიდ Denim განახლებას Windows 8.1-ით, pcworld.com, 2015 წლის 13 თებერვალი.
  5. Nokia Lumia Icon დაარქივებული 2014-09-24 საიტზე Wayback Machine. , microsoft.com.
  6. Technobuffalo-ს მიერ Lumia Icon-ის განხილვა, technobuffalo.com.
  7. 7.0 7.1 7.2 Nokia Lumia Icon-ის განხილვა: Windows Phone-ის დიდი ნაბიჯი წინ, Engadget.com.
  8. 8.0 8.1 Nokia Lumia Icon-ის განხილვა, windowscentral.com.
  9. გაჟონილი ინფორმაცია: Nokia Lumia Icon-ის კეისები (რომლებსაც ჯერ ვერ შეიძენთ Verizon-დან), wpcentral.com.
  10. Nokia Lumia 929-ის გაჟონილი ფოტოები, მაღალი გაფართოებით, gsmarena.com, 2013 წლის 4 ნოემბერი.
  11. Verizon-ის Nokia Lumia 929 ხდება პირველი Lumia, რომელსაც არ დაერქმევა მოდელის ნომერი, არამედ გამოვა როგორც Lumia Icon, itechpost.com, 2013 წლის 17 დეკემბერი.
  12. Lumia 929 გამოდის Verizon-ისთვის და დაერქმევა ‘Icon’, თუმცა გადაიდო 2014 წლის პირველი მეოთხედისთვის, windowsphonearea.com.
  13. 13.0 13.1 Nokia Lumia Icon-ის განხილვა: ჯერჯერობით საუკეთესო Windows Phone-ი, pcworld.com, 2014 წლის 20 თებერვალი.
  14. Nokia Lumia Icon-ის განხილვა, laptopmag.com, 2014 წლის 12 თებერვალი.
  15. საუკეთესო Windows Phone-ს ჯერ კიდევ ბევრი ნაკლი აქვს, wired.com, 2014 წლის 12 თებერვალი.