Netflix — ამერიკული კომპანია, დაარსებული რიდ ჰასტინგზის და მარკ რენდოლფის მიერ 1997 წლის 29 აგვისტოს, სკოტს-ველიში (კალიფორნია).[3] იგი არის ნაკადოვანი მედიის და მოთხოვნილი ვიდეოს მიმწოდებელი. 2013 წელს მას დაემატა კინო და ტელე წარმოების ფილიალები, ისევე, როგორც ინტერნეტ-დისტრიბუცია. 2017 წელს კომპანიის შტაბ-ბინა განთავსდა ლოს-გატოსში (კალიფორნია).

Netflix, Inc.
საიტის ტიპი საჯარო
რეგისტრაცია აუცილებელია
მომხმარებელი 221,6 მილიონი მსოფლიო მასშტაბით[1]
დამფუძნებელი
გაეშვა 29 აგვისტო, 1997; 26 წლის წინ (1997-08-29)[2]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, Netflix-ს ჰყავს 221,6 მილიონზე მეტი გამომწერი მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის 74,6 მილიონი შეერთებულ შტატებსა და კანადაში, 74,0 მილიონი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, 39,9 მილიონი ლათინურ ამერიკაში და 32,7 მილიონი ოკეანეთში. ის ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში, ჩინეთის, სირიის, ჩრდილოეთ კორეის, კოსოვოს, რუსეთისა და ყირიმის გარდა. Netflix-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დამოუკიდებელი ფილმების დისტრიბუციაში და არის Motion Picture Association-ის წევრი.

Netflix თავდაპირველად ყიდდა და აქირავებდა DVD და დისკებს ფოსტის მეშვეობით აწვდიდა მომხმარებლებს. 2010 წელს Netflix ამუშავდა კანადაში, კანადას მოჰყვა ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი. კომპანია 115-ე ადგილზეა Fortune 500-ში და 219-ე ადგილზეა Forbes Global 2000-ში. ის სიდიდით მეორე გასართობი/მედია კომპანიაა საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით. 2021 წელს Morning Consult-ის მიხედვით Netflix დასახელდა მერვე ყველაზე სანდო ბრენდად მსოფლიოში.

კომპანიის საერთაშორისო ფილიალები მდებარეობს აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, მათ შორის კანადაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, ნიდერლანდებში, ინდოეთში, იტალიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და გაერთიანებულ სამეფოში, საწარმოო ცენტრები კი — ლოს-ანჯელესში, ალბუკერკეში, ლონდონში, მადრიდში, ვანკუვერსა და ტორონტოში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Q2 2017 Netflix Shareholder Letter. Netflix. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 17 July 2017.
  2. Business Search - Business Entities - Business Programs | California Secretary of State en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 26 May 2017.
  3. Pogue, David (January 25, 2007). „A Stream of Movies, Sort of Free“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: February 7, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Netflix&oldid=4508035“-დან