National Geographic (ინგლ. National Geographic Magazine) — ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პერიოდული გამოცემა. დაარსდა 1888 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ამავე წლის იანვარში თავად ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა. 1896 წელს National Geographic-ი, რომელიც მანამდე ქაოტური პერიოდულობით გამოდიოდა, ყოველთვიური გამოცემა გახდა. 1995 წელს გამოვიდა პირველი უცხოენოვანი გამოცემა National Geographic 日本 (იაპონია). მას შემდეგ უცხოენოვანი გამოცემების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. დღესდღეობით National Geographic-ის ყველაზე ახალ უცხოენოვან გამოცემას წარმოადგენს ქართული, ლატვიური, მონღოლური (ოქტომბერი 2012) და ირანული (სპარსული-ფარსი) (ნოემბერი 2012).

National Geographic
მოკლე სათაური Nat Geo
ენა 37
მთავარი რედაქტორი კრის ჯონსი (ინგლისური ორიგინალი), ლევან ბუთხუზი (ქართულენოვანი გამოცემა)
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი NG საქართველო. ჭავჭავაძის 47ა. თბილისი, საქართველო (ქართულენოვანი გამოცემა)
ქვეყანა 40.
რედაქციის მისამართი 0105. საქართველოს ეროვნული მუზეუმი რუსთაველის გამზირი. #3. თბილისი, საქართველო (ქართულენოვანი გამოცემა)
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ტიპი სამეცნიერო-პოპულარული

ჟურნალი ორიენტირებულია გეოგრაფიის, ბუნების, ისტორიის, მეცნიერების და კულტურის საკითხებზე და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში პოპულარულ, საკულტო გამოცემას. მისი საავტორო ნიშანი, ყვითელი ჩარჩო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც განათლებასა და მეცნიერებაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი გამოიცემა ყოველთვიური პერიოდულობით, არსებობს სპეციალური გამოშვებებიც. ჟურნალს გააჩნია ელექტრონული ვერსიებიც როგორც ორიგინალურ (ინგლისურ) ენაზე, ასევე იმ ენებზე, რომელზეც თავად ჟურნალი გამოიცემა.

საერთაშორისო გამოცემები რედაქტირება

ენა საიტი მთავარი რედაქტორი პირველი გამოცემა
არაბული ngalarabiya.com მოჰამედ ალ ჰამადი ოქტომბერი 2010
ბერძნული www.nationalgeographic.gr დაარქივებული 1998-12-01 საიტზე Wayback Machine. მარია ატმაციდუ ოქტომბერი 1998
ბულგარული www.nationalgeographic.bg კრასიმირ დრუმევი ნოემბერი 2005
გერმანული www.nationalgeographic.de ერვინ ბრიუნერი ოქტომბერი 1999
დანიური www.nationalgeographic.dk დაარქივებული 2008-12-16 საიტზე Wayback Machine. კარენ გუნი სექტემბერი 2000
ებრაული http://nationalgeographic.co.il/ დაარქივებული 2012-09-27 საიტზე Wayback Machine. დაფნე რაზი ივნისი 1998
ებრაული (ორთოდოქსული) აპრილი 2007
ესპანური (ესპანეთი) www.nationalgeographic.com.es ხოსე კაბელო ოქტომბერი 1997
ესპანური (ლათინური ამერიკა) http://natgeo.televisa.com ომარ ლოპეს ვერგარა ნოემბერი 1997
ესტონური www.national-geographic.ee ერკი პეეტსალუ ოქტომბერი 2011
თურქული www.nationalgeographic.com.tr ნესიბე ბატი მაისი 2001
იაპონური www.nationalgeographic.jp შიგეო ოტსუკა აპრილი 1995
ინგლისური www.nationalgeographic.com/ngm ქრის ჯონსი ოქტომბერი 1888
ინდონეზიური www.nationalgeographic.co.id დია რუფი მარტი 2007
იტალიური www.nationalgeographic.it გილერმო პეპე თებერვალი 1998
კორეული (სამხრეთ კორეა) www.nationalgeographic.co.kr კაი ვანგი იანვარი 2000
ლატვიური www.nationalgeographic.lv დაარქივებული 2012-09-29 საიტზე Wayback Machine. რიმანტს ჟიედონისი ოქტომბერი 2012
ლიტვური www.nationalgeographic.lt ფრედერიკას იანსონასი ოქტომბერი 2009
მონღოლური www.nationalgeographic.mn დაარქივებული 2012-10-02 საიტზე Wayback Machine. ოქტომბერი 2012
ნიდერლანდური (ნიდერლანდები/ბელგია) www.nationalgeographic.nl აარტ აარსბერგენი ოქტომბერი 2000
ნორვეგიული www.nationalgeographic.no დაარქივებული 2005-09-13 საიტზე Wayback Machine. კარენ გუნი სექტემბერი 2000
პოლონური www.nationalgeographic.pl მარტინა ვოიცეხოვსკა ოქტომბერი 1999
პორტუგალიური (ლათინური ამერიკა) nationalgeographic.abril.com.br დაარქივებული 2009-07-07 საიტზე Wayback Machine. მეთიუ შირთსი მაისი 2000
პორტუგალიური (პორტუგალია) www.nationalgeographic.pt გონსალო პერეირა აპრილი 2001
რუმინული www.national-geographic.ro ქრისტიან ლასკუ მაისი 2003
რუსული www.national-geographic.ru ანდრეი დუბროვსკი ოქტომბერი 2003
სერბული www.nationalgeographic-srbija.com დაარქივებული 2009-04-22 საიტზე Wayback Machine. იგორ რილი ნოემბერი 2006
სლოვენური www.nationalgeographic.si მარია იავორნიკი აპრილი 2006
ტაილანდური www.ngthai.com ქოუით ფადუნგრუანგკიჯი აგვისტო 2001
უნგრული www.geographic.hu ტამას სხლოსერი მარტი 2003
ფინური www.nationalgeographic-suomi.com დაარქივებული 2009-07-29 საიტზე Wayback Machine. კარენ გუნი იანვარი 2001
ფრანგული www.nationalgeographic.fr ფრანსუა მარო ოქტომბერი 1999
ქართული http://nationalgeographic.ge/ ლევან ბუთხუზი ოქტომბერი 2012
შვედური www.nationalgeographic.se დაარქივებული 2008-12-18 საიტზე Wayback Machine. კარენ გუნი სექტემბერი 2000
ჩეხური www.national-geographic.cz ტომას ტურეჩეკი ოქტომბერი 2002
ჩინური (კონტინენტი) ngmchina.com.cn დაარქივებული 2012-10-01 საიტზე Wayback Machine. იე ნანი ივლისი 2007
ჩინური (ტაივანი) www.ngm.com.tw დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. როჯერ პანი იანვარი 2001
ხორვატული www.nationalgeographic.com.hr დაარქივებული 2003-08-15 საიტზე Wayback Machine. ჰრვოიე პრჩიჩი ნოემბერი 2003

ქართულენოვან გამოცემაზე მუშაობა და მოლაპარაკება, რომელიც დაახლოებით ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, 2012 წლის გაზაფხულზე წარმატებით დასრულდა. პროექტის მხარდამჭერი და ინიციატორია სილქროუდ ჯგუფი და კომპანია სილქნეტი. ჟურნალის მთავარი რედაქტორია ბიოლოგი ლევან ბუთხუზი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: