NBA-ის ევროპული ტურნე

NBA-ის ევროპული ტურნე — ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც სათავეს 2006 წლიდან იღებს. ღონისძიების მიზანია, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდებმა გამართონ შეხვედრები მთავარი ევროლიგის, მაგრამ ასევე ევროთასების გუნდებთან.

მატჩები ტარდება NBA-ის წესების თანხმად, რაც შესამჩნევად განსხვავებულია FIBA-ს წესებიდან, რომლის მიხედვითან ევროლიგის გუნდები თამაშობენ. ასევე აღსანიშნავია პარკეტის განსხვავებაც.

ისტორია რედაქტირება

2006 წელს ჩატარებული იქნა შეჯიბრის ფორმატით, სადაც ფინალში ფილადელფია სიქსერსმა გაიმარჯვა მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ.

2007 წელს ღონისძიება გადაერთო ამხანაგური მატჩის ფორმატზე ევროლიგას და NBA-ის გუნდებს შორის.

2008 წლის ღონისძიება მხოლოდ NBA-ის გუნდებს შორის მოხდა. ევროლიგამ გადაწყვიტა არ ჩაეტარებინა მისი გუნდებისთვის პრე-სასეზონო მატჩები NBA-ის გუნდებთან.[1]

2009 წელს, ევროლიგამ შეიცვალა მისი გადაწყვეტილება და რეალ მადრიდ ბალონკესტომ ჩაატარა შეხვედრა იუტა ჯაზთან. 2 დღით ადრე, ჩიკაგო ბულზმა 1 ქულით დაამარცხა იუტა ჯაზი ლონდონში, ინგლისი

2010 წლის NBA-ის ევროპული ტურნეს მატჩები გაიმართა მილანში, ბარსელონაში, პარიზში და ლონდონში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა, ნიუ-იორკ ნიქსმა, მინესოტა ტიმბერვულვზმა, რეგალ ბარსელონამ და არმანი ჯინს მილანომ.[2]

  • ნიუ-იორკ ნიქსი - აჯ მილანო (3 ოქტ.) მილანი - Mediolanum Forum
  • ლოს-ანჯელეს ლეიკერსი - მინესოტა ტიმბერვულვზი (4 ოქტ) ლონდონი = The O2 Arena
  • ნიუ-იორკ ნიქსი - მინესოტა ტიმბერვულვზი (6 ოქტ) პარიზი - Palais Omnisports de Paris-Bercy
  • ლოს-ანჯელეს ლეიკერსი - რეგალ ბარსელონა (7 ოქტ) ბარსელონა - Palau Sant Jordi

NBA-ის ევროპული ტურნე არ ჩატარდა 2011 წლის ლოკაუტის გამო.

2012 წელში დაგეგმილი ევროპული ტურნე ჩატარებული იქნება თურქეთის, იტალიის, გერმანიის და ესპანეთის ტირიტორიებზე.

სქოლიო რედაქტირება

  1. Important Euroleague news: no more NBA Europe Live Tour დაარქივებული 2011-10-04 საიტზე Wayback Machine. , www.ballineurope.com, January 16, 2008, accessed August 17, 2008.
  2. nba.com, www.nba.com, April 13, 2010