Mr. Moonlightროი ლი ჯონსონის სიმღერა. მისი ცნობილი ვერსია ჩაიწერა ჯგუფ The Beatles-ის მიერ. იგი შეტანილია ალბომში Beatles for Sale, რომელიც გამოვიდა 1964 წელს.[1]

სხვადასხვა ვერსია რედაქტირება

სიმღერის პირველი ცნობილი განსხვავებული ვერსია ჩაწერალ ბლუზ-პიანისტმა Piano Red-მა, "Dr. Feelgood and the Interns"-ის სახელით. იგი გამოვიდა სინგლ "Dr. Feelgood"-ზე, 1962 წელს. [1] ჩანაწერი ბრიტანული რიტმ-ენდ-ბლუზის მოყვარულებში საკულტო სტატუსით სარგებლობს.

The Hollies-მა ასევე ჩაწერა სიმღერის საკუთარი ვარიანტი. 1963 წელს იგი The Merseybeats-მაც ჩაწერა. უკანასკნელი ვარიანტი 1964 წლის 18 აპრილს ვანკუვერის CFUN-ის ჩარტში მოხვდა. ესპანურენოვანი ვერსია მექსიკურმა ვოკალურმა ტრიო Los Apson Boys-მა ჩაწერა, "Triste Luna"-ს სახელწოდებით.

The Beatles-ის ვერსია რედაქტირება

„Mr. Moonlight“
 
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Beatles for Sale
გამოსვლის თარიღი 4 დეკემბერი 1964
ჩაიწერა 18 ოქტომბერი 1964,
EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი როკ-ენ-როლი
ხანგრძლივობა 2:33 (მონო-ვერსია)
2:36 (სტერეო-ვერსია)
2:40 (აშშ სტერეო-ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი როი ლი ჯონსონი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Beatles for Saleსიმღერები

The Beatles სიმღერას ჩაწერამდე საკონცერტო გამოსვლების დროს ასრულებდა. ჩაწერილ ვერსიაში შეიმჩნევა ლათინური სტილისტიკის პერკუსია, ვოკალური ჰარმონიები და, რაც უცნაურია, სოლო ორგანზე. ჯონ ლენონი ასრულებს წამყვან ვოკალს, პოლ მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი კი ბეკ-ვოკალს.

ჩაწერა რედაქტირება

The Beatles-მა სიმღერა 1964 წლის ორ სხვადასხვა დღეს ჩაწერა. პირველი იყო 14 აგვისტო (ოთხი დუბლით, რომელთაგან პირველი და მეოთხე მოხვდა Anthology 1-ში). 18 ოქტომბრის დუბლებს შორის უკანასკნელ ორში მაკ-კარტნი ორგანზე უკრავს.[1]

პერსონალი რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 The Beatles Bible: Mr. Moonlight. ციტირების თარიღი: April 14, 2009.