Mortal Kombat, შემოკლებით MK — ფანტასტიკური ჟანრის ორთაბრძოლების ამსახველი სერია, რომლის ავტორები არიან ედ ბუნი და ჯონ ტობიასი. თავდაპირველად სერიას ქმნიდა Midway Games. წლების განმავლობაში თამაშს სხვა ფირმებიც უშვებდნენ, თუმცა 2009 წლიდან მისი მფლობელი Warner Bros. Interactive Entertainment არის.[1]

Mortal Kombat

სერიის ლოგო
ჟანრები საბრძოლო
დეველოპერ(ებ)ი Midway Games
Avalanche Software
Point of View, Inc.
Eurocom
Midway Studios Los Angeles
Just Games Interactive
Other Ocean Interactive
NetherRealm Studios
გამომცემელი

Midway Games

Williams Entertainment
Warner Bros. Interactive Entertainment
შემქმნელ(ებ)ი ედ ბუნი
ჯონ ტობიასი
პლატფორმები არკადული ავტომატი, Microsoft Windows, Sega Mega Drive, Sega Saturn, Dreamcast, Super Nintendo, Wii] Nintendo DS, Nintendo 64, Game Boy, Game Boy Advance, PlayStation, PlayStation 2, PlayStation 3, PlayStation 4, PlayStation Portable, PlayStation Vita, Xbox, Xbox 360, Xbox One, Java, iOS, ZX Spectrum, Android
თავდაპირველი პლატფორმა არკადა თამაში
პირველი გამოცემა Mortal Kombat
8 ოქტომებერი, 1992
ბოლო გამოცემა Mortal Kombat XL
1 მარტი, 2016
სპინ-ოფები მოქმედებითი-სათავგადასავლო თამაშები, მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმები, სატელევიზიო სერიალები, კომიქსები, კარტული თამაშები და სხვადასხვა შოუები

სერიაზე მუშაობა დაიწყო ჟან-კლოდ ვან დამის ტიპაჟის მიხედვით. ეს იდეა ჩავარდა, მაგრამ მოხდა სერიის გადატვირთვა და წარმატება ჰქონდა არა მხოლოდ ძირითად ვიდეოთამაშებს, არამედ ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებს, სატელევიზიო სერიალებს, კომიქსების წიგნებს, ბარათების თამაშს და სხვა პროდუქციას.

თამაშების ძირითადი ეპიზოდებია Mortal Kombat, Mortal Kombat II, Mortal Kombat 3, Ultimate Mortal Kombat 3 და Mortal Kombat Trilogy. ყველა ეს ეპიზოდი შემუშავებული იქნა ორგანზომილებიანი გრაფიკის გამოყენებით. მონაწილეები იყენებდნენ ხუთ სხვადასხვა საბრძოლო ილეთს.

სერია გამოირჩევა სისხლიანი სცენების დიდი რაოდენობით. თაყვანისმცემლებში განსაკუთრებით პოპულარულია მეტოქის საბოლოო განადგურების მეთოდი Fatality (ფატალურობა). იგი სრულდება ღილაკების გარკვეული კომბინაციის აკრეფის შემდეგ და გამოირჩევა მეტოქის მიმართ გამორჩეული ილეთის გამოყენებით.

თამაშები რედაქტირება

Mortal Kombat-ის სერიის თამაშების ჩამონათვალი და მცირე მიმოხილვა
სათაური წელი თავდაპირველი პლატფორმა პირტირება შენიშვნები
Mortal Kombat (1992) 1992 არკადა სხვადასხვა ორიგინალი Mortal Kombat.
Mortal Kombat II 1993 არკადა სხვადასხვა პირველი ნაწილის გაგრძელება.
Mortal Kombat 3 1995 არკადა სხვადასხვა Mortal Kombat II-ის გაგრძელება
Ultimate Mortal Kombat 3 1995 არკადა სხვადასხვა Mortal Kombat 3-ის განახლებული ვერსია.
Mortal Kombat Trilogy 1996 PS1, N64, Saturn Windows, Game.com, R-Zone Ultimate Mortal Kombat 3-ის დამატება.
Mortal Kombat 4 1997 არკადა PS1, N64, Windows პირველი 3D თამაში სერიიდან და Mortal Kombat 3-ის გაგრძელება.
Mortal Kombat Mythologies: Sub-Zero 1997 PS1, N64 არ არის მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის სპინოფი საბ-ზიროს შესახებ. Mortal Kombat-ის პრიკველი.
Mortal Kombat Gold 1999 Dreamcast არ არის Mortal Kombat 4-ის განახლებული ვერსია.
Mortal Kombat: Special Forces 2000 PS1 არ არის მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის სპინოფი ჯეკსის შესახებ. Mortal Kombat-ის პრიკველი.
Mortal Kombat: Deadly Alliance 2002 PS2, GCN, Xbox GBA (2003) Mortal Kombat 4-ის გაგრძელება.
Mortal Kombat: Tournament Edition 2003 GBA არ არის Deadly Alliance-ის Game Boy Advance-ის ვერსია
Mortal Kombat: Deception 2004 PS2, GCN, Xbox არ არის Deadly Alliance-ის გაგრძელება.
Mortal Kombat: Shaolin Monks 2005 PS2, Xbox არ არის მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის სპინოფი ლიუ კენგისა და კუნგ ლაოს შესახებ, მოქმედება მიდის MK საMKII-ის შორის.
Mortal Kombat: Unchained 2006 PSP არ არის Deception-ის PSP-ის ვერსია.
Mortal Kombat: Armageddon 2006 PS2, Xbox Wii (2007) Deception-ის გაგრძელება და ორიგინალი ძირითადი სერიების უკანასკნელი თამაში.
Ultimate Mortal Kombat 2007 NDS არ არის Ultimate Mortal Kombat 3-ის კიდევ ერთი განახლებული ვერსია.
Mortal Kombat vs. DC Universe 2008 PS3, X360 არ არის არის არაკანონიკური გადახვევა სერიიდან, და პირველი თამაში სერიიდან, რომელსაც მიენიჭა Teen რეიტინგი (ქართ. მოზარდი) ESRB-ისგან.
Mortal Kombat (2011) 2011 PS3, Xbox 360 PS Vita (2012) ერთდროულად მოიცავს Mortal Kombat-ის, Mortal Kombat II-ისა და Mortal Kombat 3-ის ისტორიას.
Mortal Kombat Arcade Kollection 2011 PSN, XBLA PC (2012) მოიცავს MK-ს, MKII-სა და UMK3-ს.
Mortal Kombat: Komplete Edition 2012 PS3, Xbox 360 PC (2013) 2011 წელს გამოსული Mortal Kombat-ის განახლებული ვერსია.
Mortal Kombat X 2015 PC, PS4, Xbox One[2] Android, iOS 2011 წელს გამოსული თამაშის გაგრძელება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Midway sale to Warner Bros. approved
  2. TRMK Features - Interview Mortal Kombat X Ed Boon E3 2014. Trmk.org. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mortal_Kombat&oldid=4524228“-დან