Midnight“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა, დაწერილი პროდიუსერ ჯონ ჰოპკინზის მონაწილეობით. იგი ჩაიწერა ჯგუფის მეექვსე სტუდიურ ალბომ Ghost Stories-თვის. ეს არის ალბომის რიგით მეხუთე სიმღერა. მისი მუსიკალური ვიდეო გამოვიდა 2014 წლის 25 თებერვალს.[2]

„Midnight“
სინგლიColdplay
ალბომიდან Ghost Stories
გამოსვლის თარიღი 19 აპრილი 2014
ჩაიწერა 2013,
The Bakery და The Beehive
(ლონდონი, ინგლისი)
ჟანრი ემბიენტი, ექსპერიმენტული როკი, ელექტრონული მუსიკა[1]
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone, Atlantic
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, ჯონ ჰოპკინზი, კრის მარტინი
პროდიუსერი ჯონ ჰოპკინზი
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
„Magic“
(2014)
Midnight
(2014)
„A Sky Full of Stars“
(2014)

"Midnight"-ის 7" სინგლი გამოვიდა 2014 წლის გრამფირფიტების მაღაზიის დღის აღსანიშნავად.

ისტორია რედაქტირება

სიმღერა აგებულია ორიგინალურ კომპოზიციაზე, რომელიც 2003 წელს პროდიუსერ ჯონ ჰოპკინზის მიერ დაიწერა.[3]

სიმღერა ჯგუფის მიერ მეექვსე სტუდიურ ალბომზე მუშაობისას ჩაიწერა, სტუდიებში The Bakery და The Beehive (ლონდონი, ინგლისი), რომლებშიც ჩაიწერა წინა ორი ალბომი, Viva la Vida or Death and All His Friends და Mylo Xyloto. კრის მარტინის ვოკალი ამ სიმღერაში ვოკოდერის ეფექტით ჟღერს.

"Midnight" ცოცხლად ჯგუფის მიერ პირველად შესრულდა iTunes-ის ფესტივალის ფარგლებში, SXSW-ზე, 2014 წლის 12 მარტს, ტეხასში.

მუსიკალური ვიდეო რედაქტირება

 
"Midnight"-ის მუსიკალური ვიდეოში შეინიშნება ღამის ხედვის ფილტრების დიდი რაოდენობა.

სიმღერის 5 წუთიანი მუსიკალური ვიდეო, რომელიც მერი უიგმორმა გადაიღო, ვიდეოჰოსტინგის საიტ Vevo-ზე, ულან ბატორის დროით 2014 წლის 25 თებერვალს ღამის 12 საათზე გამოვიდა.[1] იგი თითქმის მთლიანად ჰიპერსპექტრული და ნეგატიური გამოსახულების სახით არის წარმოდგენილი, სხვადასხვა ვიზუალური ეფექტით. გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში იგი 1 მილიონჯერ იქნა ნანახი. ორი დღის ნახვების რაოდენობა 3 მილიონამდე ავიდა, ხოლო 4 მარტისთვის - 8 მილიონამდე.

სიმღერების სია რედაქტირება

7"
#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Midnight“გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, ჯონ ჰოპკინზი, კრის მარტინიColdplay, პოლ ეპუორთი, დენიელ გრინი, ჯონ ჰოპკინზი, რიკ სიმფსონი4:54
ჯორჯო მოროდერის რემიქსი, ციფრული ჩამონატვირთი[4][5]
#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Midnight“ (ჯორჯო მოროდერის რემიქსი)გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, ჯონ ჰოპკინზი, კრის მარტინიჯორჯო მოროდერი8:37

პერსონალი რედაქტირება

Coldplay

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Montgomery, James. Coldplay Pull A Beyoncé With Surprise Release Of New Single, 'Midnight'. MTV. ციტირების თარიღი: 25 February 2014.
  2. Young, Alex. Listen: Coldplay’s new single “Midnight”. Consequence of Sound. ციტირების თარიღი: 25 February 2014.
  3. 'Midnight': Coldplay zaskakuje w najnowszym singlu Polish. Interia.pl (26 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2014. ციტატა: „... The song was produced by Jon Hopkins, who developed one of his ideas from 2003 ...“ ციტირების თარიღი: 3 March 2014.
  4. Midnight (Giorgio Moroder Remix) - Single by Coldplay. iTunes (GB). ციტირების თარიღი: 13 May 2014.
  5. Giorgio Moroder remix of Midnight out now. Coldplay.com (21 April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 13 May 2014.