Microsoft Band — კორპორაცია მაიკროსოფტის მიერ შექმნილი და განვითარებული ჭკვიანი საათი და ფიტნეს-სამაჯური. შეზღუდული რაოდენობით, 199 აშშ დოლარად, შეერთებულ შტატებში ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის 29 ოქტომბერს.[1]

Microsoft Band

მცირე რაოდენობის გამო (5000 ცალი), ონლაინ-სივრცესა და მაღაზიებში მოწყობილობა გამოსვლის დღესვე სრულიად გაიყიდა.[2] საათს აქვს ათი სენსორი, მათ შორის გულისცემის პოტიკურ მონიტორი, GPS და UV სენსორი.[3] სრული დატენვის შემთხვევაში მოწყობილობის ბატარეას ორი დღე შეუძლია გასძლოს.[2] Microsoft Band-ი ნაწილობრივ კავშირშია მის კომპანიონ აპლიკაცია Microsoft Health-თან, რომელიც Bluetooth-ის ქონის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია Windows Phone 8.1-ზე, Android 4.3+-სა და iOS 7.1+-ზე.[4] მოწყობილობას გააჩნია ჩაშენებული აპლიკაციები (თაილები), მათ შორის ჩასანიშნები, UV, მაღვიძარა, ტაიმერი, ზარები, ტექსტური შეტყობინებები, კალენდარი, Facebook, ამინდი და ა. შ.[5] იმ შემთხვევაში, თუ ჭკვიანი საათი დაკავშირებულია Windows Phone 8.1-ზე მომუშავე მოწყობილობასთან, ხელმისაწვდომია კორტანაც, თუმცა, ჯერჯერობით არ მუშაობს მისი ყველა მახასიათებელი.[6] შეტყობინებათა ცენტრის (Notifications Center) თაილის საშუალებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ტელეფონის უახლესი შეტყობინებები. Microsoft-ის განცხადებით, სამომავლოდ აღნიშნული ფიტნეს-სამაჯური სხვა დეველოპერების მიერ შექმნილი აპლიკაციების მხარდაჭერით აღიჭურვება. ამასთან ერთად, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოწყობილობა არ გამოიყენებს საოპერაციო სისტემას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Introducing Microsoft Band. Microsoft (October 29, 2014). ციტირების თარიღი: October 30, 2014.
  2. 2.0 2.1 Popa, Bogdan. (October 30, 2014) Microsoft Launches Band, Smartwatch Wannabe for Windows Phone, iOS, and Android. ციტირების თარიღი: October 30, 2014.
  3. Hachman, Mark. (October 29, 2014) Meet Microsoft Band, Microsoft's $200, fitness-focused smartwatch. ციტირების თარიღი: October 30, 2014.
  4. System requirements for Microsoft Band. Microsoft. ციტირების თარიღი: October 31, 2014.
  5. The tiles on your Microsoft Band. Microsoft. ციტირების თარიღი: October 30, 2014.
  6. Use Cortana with Microsoft Band and your Windows Phone. Microsoft. ციტირების თარიღი: October 30, 2014.