Marillion (/məˈrɪliən/) — ბრიტანული როკ-ჯგუფი ეილსბერიდან (ბაკინგემშირი), რომელიც ჩამოყალიბდა 1979 წელს. ეს არის 1980-იანების ნეო-პროგრესული როკის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი.[5] დღეისთვის მას მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 15 მილიონზე მეტი ალბომი.[6]

Marillion

Marillion 2021 წელს: მარცხნიდან მარჯვნივ: პიტ ტრევავასი, იენ მოსლი, სტივ ჰოგართი, მარკ კელი და სტივ როზერი
ბიოგრაფია
წარმოშობა ეილსბერი, ბაკინგემშირი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1979 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი EMI, Capitol, Castle, Racket, Intact, IRS, Caroline, Sanctuary, Velvel/Koch, Edel, Liberty, Pony Canyon
წარმოქმნილი ჯგუფები
წევრები სტივ ჰოგართი
სტივ როზერი
პიტ ტრევავასი
მარკ კელი
იენ მოსლი
ყოფილი წევრები ფიში
მიკ პოინტერი
დიზ მინიტი
ბრაიან ჯელიმენი
დაგ ირვინი
საიტი marillion.com
Marillion ვიკისაწყობში

1982 წლიდან კოლექტივს გამოცემული აქვს 17 სტუდიური ალბომი, რომელიც ძირითადად განიხილება ორი სხვადასხვა პერიოდის ფარგლებში. პერიოდების დაყოფა განისაზღვრება ჯგუფიდან 1988 წლის ჯგუფის ლიდერ ფიშის წასვლის მომენტით და იმავე წელს ვოკალისტ სტივ ჰოგართის შემოერთებით. 1983-1994 წლებში ჯგუფმა გამოსცა რვა ალბომი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ჩარტების ათეულებში მოხვდა, მათ შორის 1985 წლის Misplaced Childhood (#1). ფიშის ლიდერობის პერიოდში ბრიტანეთის სინგლების ჩარტში ჯგუფს ჰქონდა 11 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულებში, მათ შორის 1985 წლის "Kayleigh" (#2), Marillion-ის ყველაზე ცნობილი ჰიტ-სინგლი. პირველი ალბომი, გამოცემული ჰოგართთან ერთად, 1989 წლის Seasons End, საუკეთესო ათეულის კიდევ ერთ ჰიტად იქცა. EMI-დან Marillion-ის წასვლამდე ყველა ალბომი ჩარტებში წარმატებით სარგებლობდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ჯგუფის მეინსტრიმულმა პოპულარობამ იკლო.[7] თუმცა, Marillion საკულტო ჯგუფად იქცა. [8] ჰოგართთან ერთად Marillion-ს აქვს 12 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულებში, მათ შორის 2004 წლის "You're Gone" (#7), სტივის ჯგუფში მონაწილეობის პერიოდის ყველაზე დიდი ჰიტი. ჯგუფი განაგრძობს საკონცერტო გამოსვლებს სხვადასხვა ქვეყანაში. 2008 წელს ჟურნალმა Classic Rock ისინი ყველა დროის 50 საუკეთესო საკონცერტო შემსრულებლის სიაში 38-ე პოზიციაზე დაასახელა.[9]

Marillion ითვლება ერთ-ერთ პირველ მეინსტრიმულ მუსიკალურ კოლექტივად, რომელმაც დაიწყო მსმენელებთან ინტერნეტის მეშვეობით ურთიერთობა.[10][11] ჯგუფის მიერ ინტერნეტის გამოყენების ისტორია აღწერილია მაიკლ ლუისის წიგნში Next: The Future Just Happened. Marillion-ის ფან-კლუბი The Web დაარსდა ფიშის ლიდერობის პერიოდში, ხოლო თაყვანისმცემლები საკუთარ თავს უწოდებენ Freaks-ს (ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერის სახელწოდების მიხედვით).[10] მოყვარულთა მთელი ჯგუფები მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კონვენციებზე[12][13]. 2001 წელს ალბომის Anoraknophobia გამოცემა მოხერხდა მსმენელებისგან წინასწარ შეგროვებული თანხით, რასაც BBC-მ „დაფინანსების უნიკალური კამპანია“ უწოდა.[14] The Guardian-ში ალექსის პეტრიდისი წერდა, რომ Marillion-ის მუსიკოსები არიან „ფანების მიერ დაფინანსებული მუსიკის უდავო პიონერები.“[15]

შემადგენლობები და ცვლილებები ჟღერადობაში რედაქტირება

ჯგუფის ძირითად ბირთვს[16] წარმოადგენენ სტივ როზერი (წამყვანი გიტარისტი, რომელიც ჯგუფში ფიშის მოსვლამდე უკვე იყო), პიტ ტრევავასი (ბასი), მარკ კელი (კლავიშებიანები) და იენ მოსლი (დასარტყმელი საკრავები). ეს ბირთვი 1984 წლიდან არ შეცვლილა.

არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე ჯგუფის მუსიკა სტილისტურად იცვლებოდა. თავად ჯგუფი აცხადებდა, რომ ყოველი ახალი ალბომი წინაზე ერთგვარი რეაქციაა და ამიტომ, რთულია განსაზღვრო საბოლოო შედეგი. ორიგინალური ჟღერადობა, რომელსაც ჯგუფი ფიშთან ერთად ინარჩუნებდა, განისაზღვრება, როგორც გიტარასა და კლავიშებიანებზე აგებული პროგრესული როკი, იგივე ნეო-პროგრესული როკი. მას ხშირად ადარებენ პიტერ გებრიელის პერიოდის ჯენესისის მუსიკას.[17][18]

გვიანდელ წლებში ჯგუფის ჟღერადობა შეიცვალა. მასში შეიმჩნეოდა Radiohead-ის, Massive Attack-ის, Keane-ის, Crowded House-ის, The Blue Nile-ის და Talk Talk-ის სტილისტიკა, თუმცა აღნიშნული ჯგუფების ნამუშევრებთან Marillion-ის ამ პერიოდის ჟღერადობა, საერთო ჯამში, ახლოს არ არის. 2007 წელს ჯგუფმა განაცხადა, რომ მათი მუსიკა „სიმღერები 1979 წლიდან არის სიკვდილსა და მდინარეზე...“

ისტორია რედაქტირება

ფიშის პერიოდი რედაქტირება

ჩამოყალიბება და ადრეული წლები (1979–1982) რედაქტირება

1977 წელს არსებობდა ჯგუფი Electric Gypsy, რომელშიც შედიოდნენ ვოკალისტი ალან კინგი, გიტარისტი ენდი გლასი და ბასისტი დაგ ირვინი. ჯგუფს აგრეთვე წინა დრამერის სანაცვლოდ დაემატა მიკ პოინტერი, რომელიც Stockade-ში უკრავდა. იმ პერიოდში Electric Gypsy ძირითადად Hawkwind-ის მუსიკის ფონზე იმპროვიზაციებს ასრულებდა. მალე მიკს მობეზრდა ამ ჯგუფშიც დაკვრა, რადგან, როგორც თავად ამბობდა, „უფრო მეტს ეწეოდნენ, ვიდრე მუსიკას უკრავდნენ“. მან და დაგმა კოლექტივი დატოვეს და გადაწყვიტეს ინსტრუმენტული ჯგუფის შეკრება. დასახლდნენ რა ეილსბერისთან, ლონგ-მარსტონში, პატარა კოტეჯში, მათ იპოვის გიტარისტი ნილ კოკლი და კლავიშისტი მარკ ჯენერი და რეპეტიციებს შეუდგნენ. მიკი იხსენებდა: „ათასი სახელწოდება ვცადეთ. ერთხელ წიგნის თაროს თვალი გადავავლე და შევამჩნიე სახელწოდება Silmarillion.“ ასე არჩეული იქნა ჯგუფის პირველი სახელწოდება. კოლექტივი არტ-როკს ასრულებდა, რომელიც Yes-ის და Camel-ის კომპოზიციებს უფრო ჰგავდა. გიტარისტი, მიკის თქმით, ცდილობდა გერი მურის განსახიერებას, ხოლო მიკს მოსწონდა Rush-ის ნილ პირტის სტილი. ერთ-ერთი შეკრებისას ჯგუფმა პრიმიტიულ სტუდიაში ჩაწერა საკუთარი კომპოზიციების მთელი კრებული, დაგის ვოკალით.

პირველი კონცერტი კოლექტივმა გამართა ბერკჰემსტედში, 1980 წლის 1 მარტს.[19] 1980 წელს ჯგუფის სახელწოდება შემოკლდა და გახდა Marillion (რათა არ ყოფილიყო პრობლემები საავტორო უფლებებთან).[20] ამ პერიოდში ჯგუფს, ბაკინგემშირში, Leyland Farm Studios-ში, 1981 წლის 2 იანვარს მოსმენის შემდეგ შეუერთდნენ ვოკალისტი ფიში და ბას-გიტარისტი დიზ მინიტი[21] — უკანასკნელი ჩაენაცვლა წინა ბასისტს, დაგ „რასტუს“ ირვინს. შემადგენლობას დაემატნენ როზერი და კლავიშისტი ბრაიან ჯელიმენი. ამ შემადგენლობის პირველი კონცერტი გაიმართა ბისტერში (ოქსფორდშირი), 1981 წლის 14 მარტს, პაბში Red Lion. 1981 წლის ბოლოსთვის ჯელიმენს ჩაენაცვლა მარკ კელი, ხოლო 1982 წელს მინიტს — ტრევავასი.[22] მინიტმა მოგვიანებით ჩამოაყალიბა ჯგუფი Pride of Passion.[23]

ჯგუფის ადრეული ნამუშევრები გამოირჩეოდა ფიშის პოეტური და ინტროსპექტული ტექსტებით, რასაც ერწყმოდა კომპლექსური და დახვეწილი მუსიკალური სტრუქტურები, ჟღერადობით, რომელშიც შეინიშნებოდა შთაგონება Queen-ით, ადრეული ჯენესისით, პინკ ფლოიდით, Van der Graaf Generator-ით, Rush-ით და Yes-ით. Marillion-ის პირველი ჩანაწერი წარმოადგენდა ორ დემოს, რომლების ჩაწერეს 1980 წლის მარტში და ზაფხულში, ფიშის და მინიტის გამოჩენამდე. კოლექციონერებს შორის ვრცელდება გაზაფხულის დემო ვერსიები. პირველში შეტანილია ოთხი სიმღერა — „The Haunting of Gill House“, „Herne the Hunter“, უსათაურო კომპოზიცია პირობითი სახელწოდებით „Scott's Porridge“ და „Alice“. მეორე ვერსიაში „Scott's Porridge“-ის მაგივრად შეტანილია „Alice“-ის ინსტრუმენტული ვერსია. ყველა კომპოზიცია ინსტრუმენტულია (გარდა „Alice“-ისა), დაგ ირვინის ვოკალით. ზაფხულის დემო სამი სიმღერით არის წარმოდგენილი. ესენია „Close“ (მისი ნაწილები გამოყენებული იქნა კომპოზიციებში „The Web“, „He Knows You Know“ და „Chelsea Monday“), „Lady Fantasy“ (Camel-ის ადრეული სიმღერის ქავერ-ვერსია) და „Alice“-ის ადრეული ვერსია. ორივე ფირი ჩაიწერეს ჰერტფორდშირში, სტუდიაში The Enid. ირვინის წასვლის და ფიშისა და მინიტის გამოჩენის შემდეგ 1981 წლის ივლისში ჩაიწერეს კიდევ ერთი დემო ფირი — ამჯერად ლეს პეინის პროდიუსერობით. მასზე წარმოდგენილია დემოები „He Knows You Know“, „Garden Party“ და „Charting the Single“. მუსიკალური საქმოსნების ყურადღება ჯგუფმა მიიქცია Friday Rock Show-სთვის ჩაწერილი სამი სიმღერისგან შემდგარი სესიით („The Web“, „Three Boats Down from The Candy“ და „Forgotten Sons“).

პირველი სინგლი, Script for a Jester's Tear და Fugazi (1983–1984) რედაქტირება

 
ჯგუფის ლოგო 1983–1989 წლებში

EMI-ს გარდა ჯგუფს კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობდა Charisma Records, თუმცა Marillion-მა პირველი აირჩია. კონტრაქტით მას უნდა გამოეცა ხუთი ალბომი. გადაწყდა, რომ Marillion ჩაწერდა სადებიუტო სინგლს, რომელიც დაემთხვეოდა ბრიტანეთში გამართული ტურნეს დაწყებას. აგრეთვე გადაწყდა, რომ ეს იქნებოდა სიმღერები „Market Square Heroes“ და „Three Boats Down from the Candy“. ხოლო 12" ფორმატის სინგლზე წარმოდგენილი იქნებოდა 17 წუთიანი „Grendel“. თუმცა, ჩაწერისას მიკის დასარტყმელი საკრავების ჟღერადობა არ მოსწონდათ, ხოლო პროდიუსერ დევიდ ჰიჩკოკს უფრო მეტად აინტერესებდა „Grendel“-ზე მუშაობა. ჩასაწერად ჯგუფს მთლიანად ორი კვირა მისცეს, მოგვიანებით კიდევ ერთი კვირა დაუმატეს, მაგრამ Marillion-ს ეს დრო არ ჰყოფნიდა. საბოლოოდ ყველაფერი დაასრულეს და ჰიჩკოკმა უკანასკნელი სესიები თავად ჩაატარა, ფინალური მიქსის მომზადებით.

სინგლის გარეკანზე Marillion-ს არ სურდა საკუთარი სახეების გამოყენება და EMI-მ მუსიკოსებს შესთავაზა რამდენიმე მხატვრის შემოქმედების ნიმუშები. მათ მოეწონათ მარკ უილკინსონი, რომელიც მოგვიანებით ფიშის სოლო ჩანაწერების გაფორმებაზეც მუშაობდა. მისივე შემოთავაზებით, უილკინსონმა შექმნა პერსონაჟი — მასხარა, რომელიც ჯგუფის რამდენიმე გარეკანის ერთ-ერთ მოქმედ ფიგურად იქცა. ხოლო ჯგუფის ლოგო ჯო მიროვსკის სტუდიამ შეიმუშავა. Marillion-ს სურდა ლოგოტიპი, რომელიც Iron Maiden-ის სტილში იქნებოდა და საბოლოოდ შემუშავდა ლოგო, რომელიც გამოიყენებოდა ალბომის Seasons End ჩათვლით (გვიანდელ წლებში გამოცემული კომპილაციების გარდა). სინგლი გამოვიდა 25 ოქტომბერს და ერთ კვირაში ჩარტის #102 პოზიციას იკავებდა. რამდენიმე დღეში იგი #68 იყო. ყოველ წარმატებას ახლდა წვეულებების გამართვაც. მიუხედავად იმისა, რომ მისი უმაღლესი პოზიცია იყო #60, Kerrang!-ის 1982 წლის სინგლების სიაში იგი #4 ადგილს იკავებდა.

მუსიკალური ნაწყვეტები:

„Market Square Heroes“-ის გამოცემის შემდეგ ჯგუფმა მცირე ტურნე გამართა და შინ დაბრუნების შემდეგ კლუბ Marquee-ს სტუდიაში შევიდა. ალბომზე მუშაობის დაწყებისას მათ ჯერ არ ჰყავდათ პროდიუსერი. EMI-მ ჯგუფს მარტინ ბერჩი შესთავაზა. უარის შემდეგ Charisma-მ, რომელიც ჯგუფის საგამომცემლო საქმიანობას ეწეოდა, Marillion-ს ნიკ ტობერი შესთავაზა. ალბომზე მუშაობის ადრეულ ეტაპზე ნათელი გახდა, რომ მიკ პოინტერის შესაძლებლობები საკმარისი აღარ იყო. EMI-მ მოითხოვა მისი, ისევე, როგორც სტივ როზერის გაშვება, თუმცა უკანასკნელ შემოთავაზებაზე Marillion-მა კატეგორიული უარი განაცხადა. ალბომის ჩასაწერად 12 კვირა ჰქონდათ. აქედან ერთ-ერთი დაკარგეს საშობაო და საახალწლო უქმე დღეების გამო და დღესასწაულამდე მოასწრეს მხოლოდ „Charting the Single“-ის ჩაწერა, რომელიც სინგლში „He Knows You Know“ მოხვდა. იანვარში ჯგუფი სტუდიას დაუბრუნდა და მეორე სინგლზე მუშაობაც დაიწყო. იანვარში გამოსვლის შემდეგ იგი ერთ კვირაში ჩარტის 35-ე პოზიციამდე ავიდა, მაგრამ მოგვიანებით 10 პოზიცია დაკარგა. პესიმისტურ განწყობას დაემატა ისიც, რომ ჯგუფი აჭარბებდა ჩასაწერად გამოყოფილ ბიუჯეტს და ვერ ასწრებდა ალბომის დასრულებას. ჰიუ კლარკი სტუდიას ეწვია, მაგრამ ნიკ ტუბერს არ სურდა დაუსრულებელი ჩანაწერების დემონსტრირება.

მომავალი ალბომისთვის მასალა საკმარისი არ იყო. ერთადერთი სიმღერა, რომელიც არ დამუშავებულა კონცერტებზე შესრულების პროცესში, იყო სასათაურო „Script for a Jester's Tear“. ალბომის ჩაწერას აგრეთვე მოჰყვა EMI-სთან მორიგი კამათი — ამჯერად, გარეკანის გამო. ვინაიდან გაშლადი კონვერტის გამოცემა უფრო დიდ თანხას უკავშირდებოდა, ლეიბლში არ სურდათ მისი ასეთი სახით გამოცემა, მაგრამ Marillion-მა ისინი მაინც დაარწმუნა ასეთი გადაწყვეტილების სისწორეში. ალბომი Script for a Jester's Tear გამოვიდა 1983 წლის წლის 14 მარტს, დანიშნულ დღეს. 22 მარტს ჯგუფი გამოდიოდა კარდიფში. ამ დღეს ჩანაწერი ჩარტში #7 პოზიციამდე ავიდა. მოგვიანებით მან რამდენიმე პოზიცია დათმო, ამოვარდა ოცეულიდან, ხოლო სინგლის „Garden Party“ გამოცემის პერიოდში 40-ეულის ბოლოს იმყოფებოდა. თუმცა, საერთო ჯამში, სადებიუტო ალბომი ჩარტში 31 კვირა იმყოფებოდა[24].

პირველი ალბომის ჩაწერას მოჰყვა ჯგუფის ფართომასშტაბიანი ბრიტანული ტურნე, რომელიც დასრულდა ორი კონცერტით Hammersmith Odeon-ში (18 აპრილის კონცერტი გამოვიდა საკონცერტო ალბომის და ვიდეოს Recital of the Script სახით). ეს იყო უკანასკნელი კონცერტები პოინტერის მონაწილეობით. ჯგუფის ყველა წევრს უჭირდა მიკთან საუბარი, მაგრამ მაინც წაუყენეს პირობა — ან კოლექტივს მშვიდად დატოვებდა და ჯგუფი მისი წასვლის შესახებ გამოსცემდა პრეს-რელიზს, სადაც მიზეზად შემოქმედებით უთანხმოებას მიუთითებდა, ან მისი წასვლის ნამდვილ მიზეზებს ნათელს მოჰფენდნენ. ფიში იხსენებდა, რომ მიკს არ სურდა წასვლა და ისიც კი თქვა, რომ მის მსგავს დრამერს ვერ იპოვიდნენ. თუმცა, საბოლოოდ მან ჯგუფი დატოვა და დაკავდა დიზაინით. 1980-იანი წლების ბოლოს იგი მუსიკას დაუბრუნდა და ჯგუფ Arena-ს შეუერთდა.

ლონდონში სხვადასხვა დრამერის მოსმენის შემდეგ Marillion-მა გაიცნო ენდი უორდი, რომელიც ადრე Camel-ში უკრავდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა, რასაც მის საზოგადოებაში ქცევაზეც გავლენა ჰქონდა. ევროპული ფესტივალების ფარგლებში გამართული ტურნეს შემდეგ სხვა მუსიკოსებმა მისი ქცევით უკმაყოფილება გამოხატეს. მას შემდეგ, რაც პრობლემები გაგრძელდა ამერიკული ტურნეს მსვლელობისას, Marillion-ს დროებით, სამთვიანი კონტრაქტის საფუძველზე შეუერთდა ჯონ მარტერი (შეცდომით ცნობილი, როგორც „მარტირი“), სესიური დრამერი.

მოგვიანებით Marillion ამერიკაში დაბრუნდა, Rush-ის გამოსვლების წინ მხარდამჭერი ჯგუფის სახით, თუმცა ყოველ კონცერტზე უკმაყოფილო მსმენელები მათ ესროდნენ ბოთლებს და სხვა ნაგავს. თუმცა, ნიუ-იორკში მუსიკოსებმა გაიცნეს დრამერი ჯონათან მუვერი, რომელიც მათ თავად დაუკავშირდა. ამჯერად პრობლემას ფიში წარმოადგენდა, რომელსაც მუვერი არ მოსწონდა. ჯონ არნისონმა, აღმოაჩინა რა, რომ მუვერიც ჯგუფს ტოვებდა, დრამერის პოზიცია შესთავაზა იენ მოსლის, რომელმაც მანამდე უარი უთხრა, ვინაიდან სტივ ჰეკეტთან უკრავდა. თუმცა, ამჯერად იგი დათანხმდა და სხვა მუსიკოსებს კარგად შეეწყო.

მანამდე ჯგუფს უკვე ჰქონდა მასალა, რომელიც მომავალ ალბომში უნდა შეეტანათ. ჩაწერისას Marillion-მა კვლავ გადააჭარბა ბიუჯეტს და სტუდიაში მუშაობის დაწყებიდან 14 კვირის შემდეგ ალბომი მზად არ იყო. თუმცა, აქცენტი გაკეთდა სინგლზე, ამიტომ ჯგუფმა გადაწყვიტა პოტენციური სინგლის დასრულება — საუბარი იყო „Punch and Judy“-ზე. დროდადრო Marillion კვლავ მართავდა კონცერტებს, სტუდიაში კი ამ დროს კვლავ მუშაობდა პროდიუსერი ნიკ ტობერი, რომელმაც სამუშაოს დღესასწაულების დღეებიც დაუთმო. სინგლი გამოვიდა 1984 წლის 30 იანვარს, რასაც ახლდა სხვადასხვა გადაცემაში გამოსვლა და ალბომის სასწრაფოდ დასრულება. ჩარტში სიმღერამ #27 პოზიციამდე ავიდა, მაგრამ მოგვიანებით პოპულარობა დაკარგა. თუმცა, წარმატება იქონია ალბომმა Fugazi, რომელიც 1984 წლის 12 მარტს გამოსცეს, საკონცერტო ტურნეს დასრულების შემდეგ. წინა ალბომისგან განსხვავებით, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ახალმა დადებითი გამოხმაურებები მიიღო. გამოცემიდან ერთი კვირის შემდეგ იგი გაერთიანებული სამეფოს ჩარტის მეხუთე პოზიციამდე ავიდა და საუკეთესო ათეულში ხუთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. რამდენიმე თვეში მან მიიღო ვერცხლის, მოგვიანებით კი — ოქროს სტატუსი. წარმატება გაამყარა სინგლმა „Assassing“, b-მხარით „Cinderella Search“ (თუმცა მისი პროდიუსერი იყო არა ნიკ ტობერი, არამედ საიმონ ჰენერტი. სინგლი ჩარტში #22 პოზიციამდე ავიდა.[25]

მოგვიანებით გადაწყდა საკონცერტო ალბომის გამოცემაც, ბიუჯეტური გარეკანით. იგი ჰენერტის თანაშემწეობით ჩაიწერა და გამოიცა 1984 წლის 5 ნოემბერს, სახელწოდებით Real to Reel. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ალბომი მხოლოდ ექვსი სიმღერით, გამოცემიდან ერთ კვირაში მან ჩარტში #12 პოზიცია დაიკავა, მოგვიანებით კი — #8[26][27]. შვედეთის ჩარტში მას #49 პოზიცია ეკავა[28].

საერთაშორისო წარმატება და ფიშის წასვლა (1985-1988) რედაქტირება

შემდეგი ალბომის მომზადებისას ჯგუფს კვლავ ჰქონდა პრობლემები EMI-სთან. როდესაც მომზადდა შავი მასალის დიდი ნაწილი და ლეიბლის წარმომადგენლებმა იგი მოისმინეს, უკმაყოფილება გამოითქვა. არც ერთი სიმღერა არ წარმოადგენდა პოტენციური სინგლის მასალას. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „Kayleigh“-ზე, რომელიც ფიშის ერთგვარი ავტობიოგრაფიული სიმღერა იყო. პარალელურად დაგეგმილი იყო საკონცერტო ტურნე, რომლის ფარგლებშიც ჯგუფმა მომავალი ალბომის 20 წუთიანი მონაკვეთი წარადგინა. მოგვიანებით, სტუდიაში დაბრუნების შემდეგ დასრულებული იქნა „Kayleigh“-იც, რომელიც 1985 წლის წლის 7 მაისს სინგლის სახით გამოვიდა (ჯგუფი ამ დროს ჯერ კიდევ მუშაობდა ბერლინში თავის ალბომზე). 1985 წლის ოქტომბერში სიმღერამ Billboard-ის ჩარტში #75 პოზიცია დაიკავა[29]. ბრიტანეთში იგი #2 იყო[30], ირლანდიაში — #4[31], ნორვეგიაში — #8[32].

ალბომი Misplaced Childhood გამოვიდა 1985 წლის 17 ივნისს და ბრიტანეთის ჩარტში 41 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა[25]. მოგვიანებით Marillion-მა გამოსცა კიდევ ერთი საკონცერტო ალბომი, ამჯერად გათვლილი ამერიკულ ბაზარზე — Brief Encounter, რომელშიც მოხვდა ახალი სიმღერა, „Lady Nina“. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელოდა წარმატებას, იგი Billboard-ის ათეულში მხოლოდ ორი კვირით მოხვდა.

Clutching at Straws, ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომი ნაწილობრივ წინა ალბომების მელოდიურ სტილისტიკას ეფუძნებოდა, მაგრამ ამავე დროს ალკოჰოლიზმის თემის უფრო საფუძვლიანი განხილვით. ამ ალბომის ჩაწერის შემდეგ ფიშმა დატოვა ჯგუფი, თუმცა მანამდე კოლექტივთან ერთად წარმატებული საკონცერტო ტურნე ჰქონდა.

ფიშის წასვლის შემდეგ ჯგუფში მოხვდა სტივ ჰოგართი, სხვა ჯგუფიდან, The Europeans. ეს იყო Marillion-ისათვის ურთულესი პერიოდი, რადგან ფიშთან ერთად დაწყებული, მეხუთე ალბომზე მუშაობა შეწყდა და კოლექტივი უკვე ზრუნავდა შემდეგ დისკზე, Seasons End.

სტივ ჰოგართის პერიოდი რედაქტირება

ჰოგართი და EMI-დან წასვლა (1989–1995) რედაქტირება

ფიში წავიდა Marillion-იდან და ამით მუსიკოსებმა დაკარგეს იდეოლოგი და ტექსტების ავტორიც. ჰოგართი, ყველასთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა ნიჭიერი პოეტიც, თუმცა მუშაობდა ტექსტების ავტორ ჯონ ჰელმერთან ერთად. ამასობაში ფიში იწერდა საკუთარ სოლო-ალბომს, Vigil in a Wilderness of Mirrors,

Holidays In Eden, ახალი Marillion-ის მეორე ალბომი, აგებული იყო სრულიად ახალ მასალაზე, რომელიც უკვე მასთან ერთად დაიწერა (წინა ალბომის სიმღერების ნაწილი მისი გამოჩენისათვის უკვე მზად იყო). მიუხედავად გამოკვეთილი პოპ-ალბომის სტილისტიკისა, დისკს დიდი პოპულარობა არ ჰქონია.[33]

Holidays in Eden-ის შემდეგ გამოიცა Brave — ბნელი და ფსევდოკონცეფტუალური დისკი, რომელიც 18 თვის მანძილზე იწერებოდა. მიუხედავად კრიტიკოსებისგან მისი მაღალი შეფასებისა, EMI-ში ყველა უკმაყოფილო იყო. ამას დაემატა ფილმი, რომელიც ეფუძნებოდა ალბომს, რამაც კიდევ უფრო გააოცა პერსონალი ლეიბლიდან.

Afraid Of Sunlight აღმოჩნდა უკანასკნელი დისკი, ჩაწერილი ამ კომპანიის მხარდაჭერით. მას არ ახლდა სარეკლამო კომპანია. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ჟურნალში მას მაღალი შეფასება მისცეს. ალბომში შეტანილია Out Of This World, რომელიც დონალდ კემპბელის, ცნობილი მოცურავის ხსოვნას მიეძღვნა.[34] სტივ ჰოგართი თვლიდა, Afraid of Sunlight არის საუკეთესო ალბომი, რომელიც მას ჯგუფთან ჩაუწერია.[35]

მუშაობა ლეიბლისგან დამოუკიდებლად და შემდგომი წლები (1996–დღემდე) რედაქტირება

შემდეგ იყო რიგი ალბომებისა, სადაც Marillion კვლავ ახალი ჟღერადობის ძიებაში იყო. This Strange Engine (1997) კვლავ მცირე სარეკლამო კამპანიის თანხლებით გამოიცა, ლეიბლზე Castle Records. ჯგუფმა ვერ შესძლო აშშ ტურის გამართვა. მაგრამ ამერიკელმა მოყვარულებმა შეაგროვეს 60,000 აშშ დოლარი და კოლექტივი მიიწვიეს საკუთარ ქვეყანაში.[36] ამას მოჰყვა მრავალწლიანი ტრადიცია, დაფუძნებული ჯგუფის მისამართით გადარიცხულ თანხებზე და ალბომების ჩაწერის/კონცერტების გამართვის ასეთი პირობებზე.

Radiation (1998), ჯგუფის მეათე სტუდიური ალბომი განსხვავებული მიდგომით იქნა ჩაწერილი, რამაც მოყვარულთა კრიტიკაც კი გამოიწვია. შემდეგ წელს გამოვიდა marillion.com, რომელიც ყველამ დადებითად მიიღო, მაგრამ ჯგუფი უკმაყოფილო იყო ხმისჩამწერ ლეიბლთან ურთიერთობით.

 
ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობა (მარცხნიდან მარჯვნივ) — მარკ კელი, იენ მოსლი, სტივ ჰოგართი, სტივ როზერი, პიტ ტრევავასი

ჯგუფმა აბსოლუტურად რადიკალური ნაბიჯი გადადგა — საკუთარ მოყვარულებს სთხოვა შემდეგი ალბომის დაფინანსება/ალბომის წინასწარ შეკვეთა. შედეგად შემოვიდა 12.000 მოთხოვნა, რაც Marillion-ს დაეხმარა შემდეგი დისკის, Anoraknophobia (2001) ჩაწერაში).[37]

ალბომის წარმატების გამო ჯგუფმა შემდეგ სტუდიურ დისკთან მიმართებაშიც მსგავსი მიდგომა შეინარჩუნა. ამჯერად წინასწარი შეკვეთების რიცხვი 18.000 ასლამდე გაიზარდა.[38]

Marbles გამოვიდა 2004 წელს — როგორც ჩვეულებრივი, ასევე ორმაგი დისკის სახით (უკანასკნელი — მხოლოდ მათთვის, ვინც იგი წინასწარ შეუკვეთა). ალბომი მიჩნეული იქნა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნამუშევრად ჯგუფის კარიერაში. ამას ახლდა ტურიც, რომლის ლონდონური კონცერტი გამოვიდა ფილმის Marbles on the Road სახით. სიმღერა „Don‘t Hurt Yourself“ გამოვიდა სინგლის სახით და ჩარტების 16-ე ადგილზე მოხვდა. 2006 წლის თებერვალში გამოვიდა ჯგუფის კიდევ ერთი DVDColours and Sound, რომელიც ეფუძნებოდა 2005 წლის საკონცერტო ტურნეს მიმოხილვას.

2007 წლის აპრილში გამოვიდა ჯგუფის მეთოთხმეტე ალბომი Somewhere Else, რომელიც, მოულოდნელად და განსხვავებით წინა 10 წლის მანძილზე გამოცემული დისკებისგან, ბრიტანეთის ჩარტში #30 პოზიცია დაიკავა. ალბომის წარმატებას ხელი შეუწყო ჩამოსატვირთვმა სინგლმა See It Like A Baby (მარტი 2007) და სინგლის Thank You Whoever You Are გამოცემამ კომპაქტ-დისკზე — ეს უკანასკნელი ბრიტანეთში #15, ხოლო ჰოლანდიაში — #6 პოზიციაზე იმყოფებოდა.

2008 წლის ოქტომბერში გამოსული შემდეგ ალბომის Happiness Is the Road ერთი დისკი ჩვეულებრივად იყიდებოდა, ხოლო მეორე ჯგუფის ოფიციალური საიტით ვრცელდებოდა.[39]

2009 წლის 2 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის ახალი, აკუსტიკური სტუდიური ალბომი Less Is More. მასში შეტანილია ჯგუფის ცნობილი სიმღერების აკუსტიკური შესრულება და ახალი სიმღერაც, „It's Not Your Fault“.

2011 წელს ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას. საკონცერტო ტურნეს შემდეგ მან დაასრულა და 2012 წლის სექტემბერში გამოსცა შემდეგი სტუდიური ალბომი Sounds That Can't Be Made. ეს ალბომი ორი სახით გამოვიდა — როგორც CD და DVD შექმნის ისტორიით და სხვა დამატებებით და სტანდარტული ვერსიის სახით. პროგრესული მუსიკის დაჯილდოებაზე, 2013 წელს, Marillion-ს წლის ჯგუფის წოდება მიენიჭა.[40]

Fuck Everyone and Run (F E A R) (2015–დღემდე) რედაქტირება

2015 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი მუშაობდა ახალ ალბომზე, სამუშაო სახელწოდებით M18, რომელიც საბოლოოდ Fuck Everyone and Run (F E A R) გახდა. ისევე, როგორც წინა ალბომების შემთხვევაში, მისი ჩაწერაც დაფინანსდა ჯგუფის მოყვარულების მიერ, წინასწარი შეკვეთების საფუძველზე, საიტით PledgeMusic. ალბომი 2016 წლის 23 სექტემბერს გამოვიდა[41][42] და ბრიტანეთის ოფიციალურ ჩარტში #4 პოზიციაზე მოხვდა, რაც Clutching at Straws-ის შემდეგ მათი ყველაზე დიდი წარმატება იყო. ალბომს საკონცერტო ტურნე მოჰყვა.[43]

პერსონალი რედაქტირება

წევრები რედაქტირება

შემადგენლობები რედაქტირება

1979–1981 1981 1981–1982 1982–1983
  • დაგ „რასტუს“ ირვინი – ბას-გიტარები, წამყვანი ვოკალები
  • ბრაიან ჯელიმენი – კლავიშებიანები
  • მიკ პოინტერი – დასარტყმელი საკრავები
  • სტივ როზერი – ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები
  • ბრაიან ჯელიმენი – კლავიშებიანები
  • მიკ პოინტერი – დასარტყმელი საკრავები
  • სტივ როზერი – ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები
  • ფიში – წამყვანი ვოკალები, ტექსტი, პერკუსია
  • დიზ მინიტი – ბას-გიტარები
  • მიკ პოინტერი – დასარტყმელი საკრავები
  • სტივ როზერი – ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები
  • ფიში – წამყვანი ვოკალები, ტექსტი, პერკუსია
  • დიზ მინიტი – ბას-გიტარები
  • მარკ კელი – კლავიშებიანები, სემპლები და ეფექტები, ბეკ-ვოკალები, პროგრამირება
  • მიკ პოინტერი – დასარტყმელი საკრავები
  • სტივ როზერი – ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები
  • ფიში – წამყვანი ვოკალები, ტექსტი, პერკუსია
  • მარკ კელი – კლავიშებიანები, სემპლები და ეფექტები, ბეკ-ვოკალები, პროგრამირება
  • პიტ ტრევავასი – ბას-გიტარები, ბეკ-ვოკალები, დამატებითი გიტარები, სემპლები და ეფექტები
1983 1983 1983–1984 1984–1988
  • სტივ როზერი – ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები
  • ფიში – წამყვანი ვოკალები, ტექსტი, პერკუსია
  • მარკ კელი – კლავიშებიანები, სემპლები და ეფექტები, ბეკ-ვოკალები, პროგრამირება
  • პიტ ტრევავასი – ბას-გიტარები, ბეკ-ვოკალები, დამატებითი გიტარები, სემპლები და ეფექტები
  • ენდი უორდი – დასარტყმელი საკრავები , პერკუსია
  • სტივ როზერი – ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები
  • ფიში – წამყვანი ვოკალები, ტექსტი, პერკუსია
  • მარკ კელი – კლავიშებიანები, სემპლები და ეფექტები, ბეკ-ვოკალები, პროგრამირება
  • პიტ ტრევავასი – ბას-გიტარები, ბეკ-ვოკალები, დამატებითი გიტარები, სემპლები და ეფექტები
  • ჯონ „მარტირ“ მარტერი – დასარტყმელი საკრავები
  • სტივ როზერი – ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები
  • ფიში – წამყვანი ვოკალები, ტექსტი, პერკუსია
  • მარკ კელი – კლავიშებიანები, სემპლები და ეფექტები, ბეკ-ვოკალები, პროგრამირება
  • პიტ ტრევავასი – ბას-გიტარები, ბეკ-ვოკალები, დამატებითი გიტარები, სემპლები და ეფექტები
  • ჯონათან მუვერი – დასარტყმელი საკრავები
  • სტივ როზერი – ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები
  • ფიში – წამყვანი ვოკალები, ტექსტი, პერკუსია
  • მარკ კელი – კლავიშებიანები, სემპლები და ეფექტები, ბეკ-ვოკალები, პროგრამირება
  • პიტ ტრევავასი – ბას-გიტარები, ბეკ-ვოკალები, დამატებითი გიტარები, სემპლები და ეფექტები
  • იენ მოსლი – დასარტყმელი საკრავები , პერკუსია
1989–დღემდე
  • სტივ როზერი – ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები
  • მარკ კელი – კლავიშებიანები, სემპლები და ეფექტები, ბეკ-ვოკალები, პროგრამირება
  • პიტ ტრევავასი – ბას-გიტარები, ბეკ-ვოკალები, დამატებითი გიტარები, სემპლები და ეფექტები
  • იენ მოსლი – დასარტყმელი საკრავები , პერკუსია
  • სტივ ჰოგართი – წამყვანი ვოკალები, ტექსტი, კლავიშებიანები, გიტარები, პერკუსია

ქრონოლოგია რედაქტირება

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Banks, Joe. Neo-Prog Three Decades On: Marillion, IQ, Pendragon Etc. Revisited. The Quietus. ციტირების თარიღი: 1 January 2016
  2. 2.0 2.1 Prasad, Anil. Marillion - Forward motion. Innerviews. ციტატა: „The band has often been compared to Genesis and Yes because of its exploration of swirling, symphonic rock that occasionally veers into accessible pop territory“ ციტირების თარიღი: 1 January 2016
  3. (2012) რედ. Michael Ray: Disco, punk, new wave, heavy metal, and more: Music in the 1970s and 1980s. Rosen Education Service, გვ. 106. ISBN 978-1615309085. „...the appearance of the influential British art rock bands U.K. and Marillion in the late 1970s and early 1980s, respectively“ 
  4. Blair, Iain. (23 March 1986) STEP ASIDE, PUNKS, MARILLION MAKING '70S-TYPE OF NAME FOR ITSELF. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: 8 May 2020
  5. Neo-Prog. Allmusic. ციტირების თარიღი: 24 March 2014.
  6. 'Gutted' Fish lives happily ever after. The Scotsman Publications (19 September 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 14 October 2014.
  7. Allmusic review of Marbles
  8. Allmusic review of Marbles Live
  9. 50 Best Live Acts of All Time (April 2008). Classic Rock Magazine. Retrieved 18 April 2010.
  10. 10.0 10.1 Big George Webley. Sound on Sound. Sound on Sound.. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  11. Web Cottage Industry (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  12. weekend Marillion convention website. Marillionweekend.com. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  13. The Web – Marillion fansite. Theweb-uk.com. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  14. Masters, Tim (11 May 2001). „Marillion fans to the rescue“. BBC News. ციტირების თარიღი: 27 March 2014.
  15. Petridis, Alexis (18 April 2008). „This song was brought to you by ...“. The Guardian. ციტირების თარიღი: 25 March 2014.
  16. Marillion lineup. Separatedout.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2007. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  17. MUSIC – Discography – Script for a Jester's Tear. marillion.com (19 June 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  18. MUSIC – Discography – Radiation. marillion.com (15 October 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  19. Mick Wall (1987). Market Square Heroes – The Authorised Story of Marillion. Sidgwick & Jackson Ltd, გვ. 28. 
  20. Marcelo Silveyra. (2002)Chapter 1 – Writing Down The Script. Season's End – The True Marillion Story. ProgFreaks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 3 აპრილი 2012.
  21. A trip down memory lane «. Siba.co.uk (2013-02-26). ციტირების თარიღი: 2014-04-19.
  22. Interview - Diz Minnitt of Marillion. The Marquee Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-24. ციტირების თარიღი: 2014-04-19.
  23. "Record News", Sounds, 14 December 1985, p. 6
  24. Roberts, David (June 2006). Guinness Book of British Hit Singles & Albums. Guinness World Records Ltd. 19th edition. ISBN 1-904994-10-5
  25. 25.0 25.1 David Roberts British Hit Singles and Albums, Guinness World Records Limited
  26. Chart Stats – Marillion – Real To Reel. chartstats.com (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 12 September 2011.
  27. UK Top 40 Chart Archive, British Singles & Album Charts. everyHit.com (16 March 2000). ციტირების თარიღი: 6 March 2012.
  28. swedishcharts.com – Marillion – Real To Real. swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 5 January 2010.
  29. Billboard Hot 100 chart dated October 26, 1985
  30. Chart Stats - Marillion - Kayleigh. ციტირების თარიღი: 19 April 2009.
  31. irishcharts.ie search results. ციტირების თარიღი: 19 April 2009.
  32. norwegiancharts.com - Marillion - Kayleigh. ციტირების თარიღი: 19 April 2009.
  33. MUSIC – Discography – Holidays in Eden. marillion.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  34. Out of this World, Trivia. Marillion.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  35. Afraid of Sunlight Sleeve Notes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-17. ციტირების თარიღი: 2012-04-03.
  36. NEWS – Press Room – Anoraknophobia. marillion.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  37. MUSIC – Discography – Anoraknophobia. marillion.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  38. MUSIC – Discography – Marbles. marillion.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  39. Marillion Press Release (2008-09-11) "Marillion Use P2P for Album Release" Anti Music
  40. „Hawkwind star honoured at awards“. BBC News. 4 September 2013. ციტირების თარიღი: 4 September 2013.
  41. Marillion Album 18 Pre-Order Campaign. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 7 September 2015.
  42. Marillion: New Album on PledgeMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 September 2015.
  43. Stickler, Jon. (30 November 2016) Marillion Confirm First Ever Show At London's Royal Albert Hall. stereoboard.com. ციტირების თარიღი: 30 November 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Marillion&oldid=4608415“-დან