MGMT — ამერიკული ფსიქოდელიური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული ენდრიუ ვანუაინგარდენისა და ბენ გოლდვასერის მიერ. პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ საკონცერტო პერსონალის წევრები მეთი ასტი, ჯეიმზ რიჩარდსონი და უილ ბერმანი კოლექტივს სტუდიაში შეუერთდნენ. 2006 წელს ჯგუფმა Columbia Records-თან კონტრაქტი გააფორმა.[4][5][6]

MGMT

MGMT-ის გამოსვლა 2008 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა მიდლტაუნი, კონექტიკუტი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2004–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
საიტი whoismgmt.com
MGMT ვიკისაწყობში

2007 წლის 5 ოქტომბერს ჟურნალმა Spin.com MGMT-ს დღის შემსრულებელი უწოდა.[7] 2007 წლის 14 ნოემბერს Rolling Stone-მა მათ 2008 წლის თვალსაჩინო შემსრულებელი უწოდა.[8] BBC-მ გამოკითხვაში Sound of 2008 Top Ten Poll MGMT მე-9 პოზიციაზე დაასახელა.[9] MGMT აგრეთვე Last.fm-ზე 2008 წლის ყველაზე ხშირად მოსმენილ ახალ შემსრულებლად იქცა.[10]

MGMT-ს სადებიუტო ალბომი Oracular Spectacular გამოცემისთანავე ბრიტანეთის ალბომის ჩარტის #12 პოზიციაზე მოხვდა. ახალ ზელანდიაში იგი #13 პოზიციამდე ავიდა, ავსტრალიაში #6-ზე და Billboard-ის Top Heatseekers-ის ჩარტის #1 იყო.[11] Rolling Stone-მა იგი დაასახელა 2000-იანი წლების რიგით მე-18 საუკეთესო ალბომად.[12] NME-მ მას 2008 წლის საუკეთესო ალბომი უწოდა.[13] MGMT 2008 წელს აგრეთვე გამოჩნდა ავსტრალიურ ჩარტში Triple J Hottest 100, სიმღერებით „Electric Feel“ (#2), „Kids“ (#5) და „Time to Pretend“ (#18).[14]

MGMT 2010 წელს ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში. მათი სიმღერა „Kids“ ნომინირებული იყო საუკეთესო ვოკალური დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო პოპ შესრულების კატეგორიაში.[15] გარდა ამისა, Justice-მა ჩაწერა MGMT-ს სიმღერის „Electric Feel“ რემიქსი, რომელმაც გრემიზე საუკეთესო არაკლასიკური ჟანრის რემიქსის კატეგორიის ჯილდო მოიპოვა.[16]

ჯგუფის მეორე ალბომი, Congratulations გამოვიდა 2010 წლის 13 აპრილს.[17] 2011 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა მესამე ალბომზე, MGMT[18], რომელიც 17 სექტემბერს გამოვიდა, მანამდე კი, 9 სექტემბერს, ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი მუსიკალურ სერვისზე Rdio-ზე.[19]

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Fitzmaurice, Larry. MGMT: Let's Get Small. Pitchfork. ციტირების თარიღი: June 23, 2015.
  2. Hermes, Will. (April 15, 2010) Review: MGMT, 'Congratulations'. Rolling Stone. ციტირების თარიღი: June 23, 2015.
  3. 3.0 3.1 Mason, Stewart. MGMT. Allmusic. ციტირების თარიღი: June 23, 2015.
  4. Ryzik, Melena (April 11, 2010). „MGMT's Sophomore Challenges“. The New York Times.
  5. Internet Archive Wayback Machine. Web.archive.org (February 8, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 8, 2008. ციტირების თარიღი: August 6, 2011.
  6. Cristina Black. (August 4, 2009) The Wesleyan Mafia: MGMT, Boy Crisis, Amazing Baby – Page 1 – Music – New York. Village Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 6, 2011. ციტირების თარიღი: August 6, 2011.
  7. D'Amato, Anthony M.. Artist of the Day: MGMT. Spin.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 9, 2008. ციტირების თარიღი: October 5, 2007.
  8. O'Donnell, Kevin. Artist to Watch: MGMT. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2013. ციტირების თარიღი: November 14, 2007.
  9. „Record of the Week“. BBC Radio. January 4, 2008. ციტირების თარიღი: March 24, 2008.
  10. Last.fm Best of 2008. Last.fm (December 14, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 9, 2016. ციტირების თარიღი: December 14, 2008.
  11. Top Heatseekers – Oracular Spectacular. Billboard. ციტირების თარიღი: October 2, 2015.
  12. Rolling Stone magazine’s best albums of the 2000s. Rolling Stone magazine (July 18, 2011). ციტირების თარიღი: February 21, 2015.
  13. New Musical Express, December 8, 2008 WTFedition.
  14. „Sex on Fire tops triple j's hottest 100“. Online News. Australian Broadcasting Corporation. January 26, 2009.
  15. Grammy nominations 2010 announced – Beyonce, Lady Gaga, MGMT shortlisted | News. Nme.Com (December 3, 2009). ციტირების თარიღი: September 16, 2013.
  16. The 51st Annual Grammy Awards Winners List. Grammy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 14, 2009. ციტირების თარიღი: ნოემბერი 9, 2015.
  17. Goodman, William. (February 8, 2010) EXCLUSIVE: MGMT Unveil New Album!. Spin.com. ციტირების თარიღი: February 16, 2010.
  18. MGMT's ANDREW VANWYNGARDEN issues a vinyl shopping and coffee date invitation. Coupdemainmagazine.com (February 28, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 8, 2011. ციტირების თარიღი: August 6, 2011.
  19. Ingraham, Nathan. (September 9, 2013) MGMT's new album and bizarre video are available a week early on Rdio. TheVerge. ციტირების თარიღი: September 9, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=MGMT&oldid=4254078“-დან