მაია მარი ჰარისონი, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით Mýa (დ. 10 ოქტომბერი 1979) — ამერიკელი მომღერალი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე, მსახიობი, მოდელი, აქტივისტი და ფილანთროპი. დაიბადა და გაიზარდა ვაშინგტონში. 1988 წლის აპრილში ხმისჩამწერი ლეიბლის Interscope Records მხარდაჭერით გამოდის მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Mýa, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა ამ ალბომის მილიონზე მეტი ასლი. მისი მეორე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Fear of Flying გამოვიდა 2000 წლის 25 აპრილს და წარმატება მთელ მსოფლიოში მოიპოვა. 2001 წელს ჰარისონმა კრისტინა აგილერასთან, ლილ-კიმთან და პინკთან ერთად ფილმ „მულენ-რუჟისთვის“ ჩაწერა საუნდტრეკი Lady Marmalade, რისთვისაც მიენიჭა თავის პირველი გრემის პრემია. 2003 წლის ივლისში გამოდის მაიას მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Moodring. 2007 წლის 22 ოქტომბერს გამოდის მეოთხე სტუდიური ალბომი Liberation, რომელსაც ერთი წლის შემდეგ მოჰყვა მეხუთე სტუდიური ალბომი Sugar & Spice.

Mýa

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მაია მარი ჰარისონი
დაბ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1979 (1979-10-10) (44 წლის)
დაბ. ადგილი ვაშინგტონი
საქმიანობა მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, მოდელი, ფილანთროპი
აქტიური 1996-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი myamya.com
Mýa ვიკისაწყობში

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mýa&oldid=4005894“-დან