Lovers in Japan— ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა და მეოთხე სინგლი 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends.

„Lovers in Japan“
სინგლიColdplay
ალბომიდან Prospekt's March
გამოსვლის თარიღი 4 ნოემბერი 2008 (აშშ რადიო)
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 3:57
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი
პროდიუსერი მარკუს დროუსი, ბრაიან ინო, რიკ სიმფსონი, ჯონ ჰოპკინზი
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
„Viva la Vida“
(2008)
Lovers in Japan
(2008)
„Lost!“
(2008)

სიმღერის სინგლის ვერსია, "Osaka Sun Mix" ასევე შეტანილია ჯგუფის 2008 წლის EP დისკში Prospekt's March. "ჩვენ მას უფრო უკეთ ვუკრავთ ცოცხლად, ვიდრე ჩანაწერზე. ასე რომ საკონცერტო ვერსიებით შთაგონებულებმა ჩავწერეთ Osaka Sun ვერსია, რომელიც უფრო ცოცხლად ჟღერს”, ახსენა კრისმა [1] განსხვავება ორ ვერსიას შორის შეიმჩნევა დაახლოებით 1:46-ზე, სადაც ჟღერს დამატებითი ვოკალები, ხოლო 2:59-ზე ასევე შეიმჩნევა განსხვავება. ალბომში Viva la Vida ეს სიმღერა უერთდება მეორე კომპოზიციას, "Reign of Love".

სიმღერების სია რედაქტირება

  • Lovers in Japan – 3:57 (ალბომის ვერსია)
    • Lovers in Japan/Reign of Love – 6:51 (ალბომის ვერსია)
  • Lovers in Japan (აკუსტიკური ვერსია) – 3:44 (სპეციალური დამატება, მხოლოდ წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში)
  • Lovers in Japan (Osaka Sun Mix) – 3:58 (შეცვლილი ვერსია, უფრო სწრაფი ტემპით, ასევე შეტანილია დისკში Prospekt's March EP)
პრომო დისკი
  • Lovers in Japan (Osaka Sun Mix) – 3:57

მუსიკალური ვიდეო რედაქტირება

 

სიმღერის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია მეტ უაიტკროსი. ვიდეო გადაღებული იქნა ლონდონში და გამოვიდა 2008 წლის 31 ოქტომბრიდან 1 კვირის განმავლობაში უფასოდ ვრცელდებოდა სერვისის iTunes აშშ და კანადის წარმომადგენლობების მეშვეობით.

კლიპის პირველ ნაწილში ჯგუფი უკრავს სხვადასხვა ადგილებში და ეკრანზე წერს ტექსტებს სიმღერიდან. მისამღერის დროს კამერა ტრიალებს, ხოლო დასასრულს ჯგუფზე იყრება ქაღალდის კონფეტი.

ჩარტებში რედაქტირება

ჩარტი უმაღლესი
პოზიცია
ბელგია 40
კანადა[2] 77
ნიდერლანდები[3] 12
იტალია[4] 5
იაპონია 41
პოლონეთი[5] 3
აშშ ბილბორდი 10
აშშ ბილბორდი (40-ეული)[6] 19
აშშ ბილბორდი (100-ეული)[6] 65
აშშ სამმაგი A ფორმატის ჩარტი 3
ვენესუელა[7] 16

სქოლიო რედაქტირება

  1. Coldplay.com | ახალი ამბები: კრისი: "ჩვენ კარგ დროს ვატარებთ" დაარქივებული 2008-12-26 საიტზე Wayback Machine. .
  2. Coldplay — Lovers In Japan — Music Charts. αCharts. ციტირების თარიღი: 2009-03-15.
  3. Dutch Top 40. Dutch Top 40. ციტირების თარიღი: 2009-07-17.
  4. Nielsen Music Control. Nielsen Music Control. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-14. ციტირების თარიღი: 2009-02-20.
  5. Polish Singles Chart. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-18. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  6. 6.0 6.1 Coldplay Charts & Awards. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-02-11.
  7. Venezuela International Airplay Chart. Record Report. ციტირების თარიღი: 2009-02-20.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: