Louder Than Love — ამერიკული როკ-ჯგუფ Soundgarden-ის მეორე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1989 წლის 5 სექტემბერს, ლეიბლზე A&M. ალბომის Ultramega OK (1988) მხარდამჭერი ტურნეს შემდეგ Soundgarden-მა გააფორმა კონტრაქტი აღნიშნულ ლეიბლთან. ახალი სიმღერები გამოირჩევა მძიმე მეტალის და გრანჟის ჟღერადობით, თუმცა მათი ნაწილი აგრეთვე შეიცავს არატიპიურ რიტმებს და ტემპებს.

Louder Than Love
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 5 სექტემბერი 1989 / 24 იანვარი, 2002
ჩაიწერა დეკემბერი 1988 – იანვარი 1989
სტუდია London Bridge Studios, სიეტლი, ვაშინგტონის შტატი
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 53:15
ლეიბლი A&M
პროდიუსერი ტერი დეიტი, Soundgarden
Soundgarden — ქრონოლოგია
Ultramega OK
(1988)
Louder Than Love
(1989)
Badmotorfinger
(1991)
სინგლები ალბომიდან Louder Than Love
  1. „Loud Love“
    გამოცემის თარიღი: 30 აგვისტო, 1989
  2. „Get on the Snake“
    გამოცემის თარიღი: 1989 (მხოლოდ პრომო)[2]
  3. „Hands All Over“
    გამოცემის თარიღი: 1990
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[3]
რობერტ კრისტგოუ(C+)[4]
Rolling Stone3.5/5 stars[5]

ტექსტების გამო, ალბომის გამოცემებზე განთავსდა სტიკერი Parental Advisory. Louder Than Love იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც Billboard 200-ში მოხვდა. მის გამოცემას მოჰყვა ტურნე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. ჰირო იამამოტომ Soundgarden ამ ალბომის ჩაწერის შემდეგ დატოვა.

სიმღერების სია რედაქტირება

ყველა ტექსტის ავტორი — კრის კორნელი, გარდა მითითებულისა.

#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
1.„Ugly Truth“ კრის კორნელი5:26
2.„Hands All Over“ კიმ თეიილი6:00
3.„Gun“ კორნელი4:42
4.„Power Trip“ ჰირო იამამოტო4:11
5.„Get on the Snake“ თეიილი3:44
6.„Full on Kevin's Mom“ კორნელი3:37
7.„Loud Love“ კორნელი4:57
8.„I Awake“კეიტ მაკდონალდიიამამოტო4:21
9.„No Wrong No Right“ იამამოტო4:48
10.„Uncovered“ კორნელი4:32
11.„Big Dumb Sex“ კორნელი4:11
12.„Full On (Reprise)“ კორნელი2:42
საერთო ხანგრძლივობა:53:15

არსებობს ალბომის იშვიათი, სპეციალური გამოცემები, რომლებსაც ახლავს EP Loudest Love. Rolling Stone-თან საუბარში კორნელი ამბობდა, რომ ალბომი სრულყოფილი ხდებოდა აღნიშნული EP-ის თავად ალბომის 12 სიმღერასთან დამატებით. მისი თქმით, დაგეგმილი იყო ყველა ჩანაწერის ალბომის ახალ გამოცემაში შეტანა.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Loud Love: Soundgarden and the Heyday of Alternative Metal - Noisey. ციტირების თარიღი: 5 January 2017.
  2. Soundgarden - Get On The Snake at Discogs. Discogs.com. ციტირების თარიღი: 2016-06-22.
  3. Huey, Steve. allmusic ((( Louder Than Love > Review ))). Allmusic. ციტირების თარიღი: March 21, 2009.
  4. Christgau, Robert. "Soundgarden". robertchristgau.com. Retrieved on May 20, 2009.
  5. Considine, J.D.. (1997-06-17) Louder Than Love. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 2012-03-26.