Landsatდედამიწის თანამგზავრული გამოსახულების მისაღებად შექმნილი ხანგრძლივი პროექტი. პროგრამის ფარგლებში პირველი თანამგზავრი გაუშვეს 1972 წელს, ხოლო უკანასკნელი — Landsat 7 1999 წლის 15 აპრილს. თანამგზავრზე არსებულმა დანადგარებმა შექმნეს მილიონობით გამოსახულება, რომელიც არქივირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და აგრეთვე Landsat-ის სხვადასხვა სადგურებზე. გამოსახულებანი წარმოადგენს უნიკალურ რესურსს: სოფლის მეურნეობის, კარტოგრაფიის, გეოლოგიის, მეტყევეობის, რეგიონული აგეგმვის, მეთვალყურეობის, განათლებისა და ეროვნული უშიშროების საკითხების გასარკვევად. Landsat 7 მონაცემები შედგება 8 სპექტრული დიაპაზონისა და სივრცითი გაფართოებისაგან.

Landsat 7

1969 წელს ადამიანის მთვარეზე გაფრენის პერიოდში ჰიუს სანტა-ბარბარას სამეცნიერო ცენტრში დაიწყო პირველი სამი მულტისპექტრული სკანერის შემუშავება და წარმოება (MSS, Multi-Spectral-Scanners). MSS-ის პირველი პროტოტიპების დამზადებას დასჭირდა 9 თვე, რის შემდეგ ისინი დატესტეს ჰალფ-დოუმის გრანიტულ გუმბათზე (იოსემიტის ეროვნული პარკი). MSS-ის თავდაპირველი ოპტიკური სქემა შეიმუშავა ჯიმ კოდაკმა. შექმნის პერიოდში 1966 წელს პროგრამას ეწოდებოდა „თანამგზავრული დაკვირვებები დედამიწის რესურსებისადმი“ (ინგლ. Earth Resources Observation Satellites), ხოლო 1975 წელს პროგრამას სახელი შეუცვალეს. 1979 წელს ამერიკის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის დირექტივის მიხედვით Landsat-ის მართვის პროგრამა NASA-დან NOAA-ს გადაეცა.

1989 წელს NOAA-ს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც გადაწყვიტეს Landsat 4 და 5-ის პროექტების დახურვა. ეროვნული კოსმოსური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმზ კუეილმა ყურადღება მიაქცია არსებულ ვითარებას და გადაწვიტა პროგრამისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.[1][2][3][4]

Landsat 6 გაუშვეს 1993 წლის 5 ოქტომბერს, თუმცა ავარიის შედეგად იგი დაიკარგა. Landsat 7 ნასამ გაუშვა 1999 წლის 15 აპრილს.

ქრონოლოგია რედაქტირება

სამომავლო გეგმები რედაქტირება

პროგრამის ფარგლებში სამომავლო თანამგზავრი უნდა გახდეს Landsat Data Continuity Mission. მისი გაშვება დაგეგმილია 2013 წელს. ახალ თანამგზავრი შენდება არიზონაში Orbital Sciences Corporation-ის მიერ.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Greenberg, Joel S.; Hertzfeld, Henry (1992) Space Economics. AIAA (American Institute of Aeronautics & Ast), გვ. 372. ISBN 156347042X. 
  2. United Press International (1989-03-03). „Govt. pulls the plug on two satellites, threatening jobs“. Ellensburg Daily Record. ციტირების თარიღი: 2010-05-19.
  3. Associated Press (1989-03-07). „Quayle backs satellite program“. The Lewiston Journal. ციტირების თარიღი: 2010-05-19.
  4. John Noble Wilford (1989-03-17). „U.S. Halts Plan to Turn Off the Landsat Satellites“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2010-05-19.
  5. Universe Today «Landsat 5 Reaches 20 Years in Space»
  6. «20 Years of Landsat 5». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-11-07. ციტირების თარიღი: 2004-11-07.
  7. Landsat Data Continuity Mission. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-07. ციტირების თარიღი: 2012-05-09.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Landsat&oldid=4108571“-დან