Kamaya Painters — ორი ნიდერლანდელი დიჯეის დუეტი. ჯგუფი დააარსა ბენო დე გოეიამ და ტიესტომ.

Kamaya Painters
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიდერლანდები
ჟანრ(ებ)ი ტრანსი
აქტიური 1998-2000
ლეიბლ(ებ)ი Black Hole Recordings
წევრები ბენო დე გოეია
ტიესტო

ისტორია რედაქტირება

პირველი სინგლი იყო "Endless Wave", რომელიც გამოჩნდა ალბომ Magik Four: A New Adventure-ში. 1999 წელს, "Far From Over" გახდა მათი მეორე სინგლი "Cryptomnesia"-სთან ერთად. სიმღერებს შეიცავდა ალბომი Magik Five: Heaven Beyond. "Far From Over" არის ოლივერ ლიბის სიმღერის რემიქსი. Kamaya Painters-ს სიმღერები გვხვდება არმინ ვან ბიურენის A State of Trance-ში და მეჯიქის სერიებში.

დისკოგრაფია რედაქტირება

ალბომები რედაქტირება

  • 2008 "Kamaya Painters - The Collected Works" კომპილაციური ალბომი Black Hole Recordings-სგან Kamaya Painters-ისთვის.

სინგლები რედაქტირება

  • 1998 "Endless Wave / Northern Spirit / Outstream"
  • 1999 "Endless Wave / Theme From Norefjell (Remixes)" იგი შეიცავს ორ რემიქსს ტიესტოს სიმღერიდან "Theme From Norefjell".
  • 1999 "Far From Over / Cryptomnesia / Soft Light"
  • 2000 "Wasteland / Summerbreeze"