iPhone 4S — კომპანია Apple-ის შემუშავებული მეხუთე თაობის სენსორული სმარტფონი iPhone-ის სერიიდან.[2] გარეგნულად ტელეფონი ჰგავს iPhone 4-ს, მაგრამ ახალ მოდელში წარმოდგენილი არის განახლებული აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა. ინოვაციებს შორის არის: ხმის ასისტენტი Siri, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი არის სხვადასხვა ფუნქციების ხმით კონტროლი, ახალი ორბირთვიანი პოროცესორი A5 და გაუმჯობესებული კამერა.

iPhone 4s
მწარმოებელი Apple Inc.
საოპერაციო სისტემა ორიგინალი:iOS 5.0
მასა 140 გ
ზომა სიგრძე:4.54 ინჩი (115.2 მმ
სიგანე:2.31 ინჩი (58.6 მმ)
ფოტოკამერა 8 მპ Sony Exmor R IMX145
მეორე კამერა 0.3 მპ VGA (480p)
ბატარეა ლითიუმ-იონური ბატარეა 3.7 V[1]
მეხსიერება 8, 16, 32, ან 64 გბ

iPhone4S ხელმისაწვდომი გახდა 2011 წლის 14 ოქომბრიდან აშშ, ავსტრალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანიასა და იაპონიაში, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ ხელიმისაწვდომი შეიქმნა სხვა ქვეყნებშიც — საერთო ჯამში 70 ქვეყანაში.

სმარტფონი აღჭურვილი იყო ARM Cortex-A9-ის ორბირთვიანი პროცესორით, PowerVR-ის SGX543MP2 გრაფიკული პროცესორით, 512 მბ DDR2-ის ოპერატიული მეხსიერებითა[3] და 8 მეგაპიქსელიანი Sony Exmor R IMX145-ის წინა[4] და მეორე 0.3 VGA კამერით.

ტელეფონი დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. ძირითადი შექება წილად ჰხვდა ხმის ასისტენტ Siri-სა და ახალ კამერას. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დამუშავების სისწრაფე წინა მოდელთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა.[5][6]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Klug, Brian. (ოქტომბერი, 30, 2009) Apple iPhone 4: Thoroughly Reviewed. AnandTech.
  2. Pachal, Peter (8 ოქტომბერი, 2011). „Remembering Steve Jobs: His Best Keynote Moments“. PC Magazine. Ziff Davis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-17. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. iPhone 4S Teardown. Chipworks (ქოტომბერი, 2011). ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2013.
  4. Sony SON-IMX145 CMOS Image Sensor. Chipworks (ოქტომბერი, 2011). ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2013.
  5. Topolsky, Joshua (11 ოქტომბერი, 2011). „iPhone 4S review“. The Verge. Vox Media. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  6. Stevens, Tim (14 ოქტომბერი, 2011). „iPhone 4S review“. Engadget. ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=IPhone_4S&oldid=4612000“-დან