I'm Going Slightly Mad“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სიმღერა, დაწერილი ფრედი მერკურის მიერ. წარმოადგენს მეორე სინგლს Queen-ის 1991 წლის ალბომიდან Innuendo.

„I'm Going Slightly Mad“
სინგლიQueen
ალბომიდან innuendo
B-მხარე Lost Opportunity
The Hitman
გამოსვლის თარიღი 4 მარტი, 1991
ჩაიწერა 1990-1991
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 4:21
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი ფრედი მერკური
პროდიუსერი Queen
Queen — სინგლების ქრონოლოგია
„Innuendo“
(1991)
I'm Going Slightly Mad
(1991)
„Headlong“
(1991)

სიმღერა იუმორისტულ ხასიათს ატარებს, მაგრამ არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტექსტი ორაზროვანია და ბევრ მინიშნებას აკეთებს ფრედი მერკურის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.

სინგლი 1990 წლის ოქტომბერში ჩაიწერა. ხოლო მუსიკალურმა ვიდეომ ისეთივე პოპულარობას მიაღწია, როგორიც ჯგუფის ყველაზე აღიარებულმა სიმღერებმა Bohemian Rhapsody და I Want to Break Free.

მუსიკალური ვიდეოს აღწერა რედაქტირება

გადაღება 1991 წლის თებერვალში დაიწყო. ამ დროისთვის ფრედი მერკურის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ვიდეო, როგორც სხვა დანარჩენი ვიდეო „Innuendo“-დან, DoRo Productions-მა გადაიღო. მასში ჯგუფის წევრები უცნაურად არიან ჩაცმულნი და ასევე უცნაურად იქცევიან: გიტარისტი ბრაიან მეი პინგვინად გვევლინება[1]; დრამერი როჯერ ტეილორი სამბორბლიან ველოსიპედს მართავს; ბას-გიტარისტი ჯონ დიკონი ჯამბაზს განასახიერებს, ხოლო ფრედი მერკურის გორილის ფორმაში გადაცმული ადამიანი დასდევს. ჩაცმულობა ამ ვიდეოსთვის შეიმუშავა დაიანა მოსლიმ.[2][3]

„I'm Going Slightly Mad“Queen-ის ბოლო მუსიკალური ვიდეოა, სადაც ფრედი მერკურის შემოქმედებითი სახე ჩანს. ამ დროისთვის ის ძალიან დასუსტებული იყო შიდსისგან. ვიდეოში იგი ემოციურია, არტისტულია, როდესაც „These Are the Days of Our Lives“-ში მოძრაობაც კი უჭირს. ორივე ვიდეო შავ-თეთრ ტონებშია გადაღებული[4] (ამ ვიდეოში ფერადია მხოლოდ ჯონ დიკონის ჯამბაზის ქუდი და ჭრელი ქსოვილი, რომელსაც მერკური ააფრიალებს), რომელიც ასე მთავრდება: ჯონ დიკონი კიბეზე ადის, შემდეგ ქრება კიბე, შემდეგ კი თვითონ დიკონი და რჩება მხოლოდ ჯამბაზის ფერადი ქუდი.

სიმღერების სია რედაქტირება

7" სინგლი[5]
A. „I'm Going Slightly Mad“ – 4:22
B. „The Hitman“ – 4:56
12" და CD სინგლი[6]
  1. „I'm Going Slightly Mad“ - 4:22
  2. „The Hitman“ - 4:56
  3. „Lost Opportunity“ - 3:52

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Brians Soapbox October 2009. Brianmay.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 11 January 2012
  2. Freestone: "Freddie Mercury starb in meinen Armen" | krone.tv Ohne Maulkorb, mit Dolezal.
  3. Freddie Mercury Memorial Day Montreux 2011 with Diana Moseley and Peter Freestone.
  4. „The Queen Phenomenon“. The Queen Phenomenon. 1995.
  5. Queen "Innuendo" album and song lyrics. ციტირების თარიღი: 9 December 2020
  6. Queen "Innuendo" album and song lyrics. ციტირების თარიღი: 9 December 2020