Hammer to Fall“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სიმღერა და სინგლი 1984 წლის ალბომიდან The Works[3]. მისი ავტორია ბრაიან მეი. სინგლი გამოიცა 7" და 12" ფორმატებში.

„Hammer to Fall“
სინგლიQueen
ალბომიდან The Works
გამოსვლის თარიღი 10 სექტემბერი 1984 (ბრიტანეთი, სხვა ქვეყნები)
12 ოქტომბერი 1984 (აშშ)
ჩაიწერა იანვარი 1984
ჟანრი მძიმე როკი[1], მძიმე მეტალი[2]
ხანგრძლივობა
  • 4:28 (ალბომის ვერსია)
  • 3:40 (სინგლის ვერსია)
  • 5:25 (12" სინგლი, Headbanger's Mix)
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI, Capitol
ავტორ(ებ)ი ბრაიან მეი
პროდიუსერი Queen, მაკი
Queen — სინგლების ქრონოლოგია
„It's a Hard Life“
(1984)
Hammer to Fall
(1984)
„Thank God It's Christmas“
(1984)

ეს იყო ალბომის მეოთხე და უკანასკნელი სინგლი, მიუხედავად იმისა, რომ ალბომთან შედარებით იგი 30 წამით მცირეა. სინგლის გარეკანის სახით გამოიყენება რამდენიმე ვარიანტი. საკონცერტო ფოტოსურათის მქონე ვერსია ამჟამად საკოლექციო იშვიათობას წარმოადგენს.

სამხრეთ ამერიკის ჩარტში სიმღერამ #3 პოზიციამდე მიაღწია, ხოლო ბრიტანეთში #13 იყო.[4] იგი ჟღერს ფილმის „მთიელი“ ერთ-ერთ სცენაში.

„Hammer to Fall“ ჯგუფი კონცერტებზე ასრულებდა და დაუკრა Live Aid-ზე, 1985 წელს.[5][6] იგი შეტანილი იყო ტურნეების The Works Tour და The Magic Tour პროგრამაშიც. სიმღერის სრული ვერსია წარმოდგენილია კომპილაციაში Queen Rocks, ხოლო სინგლის ვარიანტი – Greatest Hits II-ზე და Classic Queen-ზე.[3]

პოზიციები ჩარტებში რედაქტირება

ჩარტი (1984) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია (Kent Music Report) 55
პოლონეთი (Lista Przebojów Programu Trzeciego) 24
სამხრეთი აფრიკა 3
გაერთიანებული სამეფო (ბრიტანეთის სინგლების ჩარტი)[7] 13

სქოლიო რედაქტირება

  1. Hammer To Fall - Queen - Song Info - AllMusic. AllMusic (22 ივნისი 2017).
  2. The Ten Heaviest Queen Songs Ever - Metal Hammer. TeamRock (22 ივნისი 2017).
  3. 3.0 3.1 The Works Ultimate Queen. Retrieved 11 ივლისი 2011
  4. რობერტსი, დევიდ (2006). British Hit Singles & Albums. London: Guinness World Records Limited
  5. სტენფორდი, პიტერ (24 სექტემბერი 2011). Queen: their finest moment at Live Aid. The Telegraph. წაკითხვის თარიღი: 15 მაისი, 2012
  6. Live Aid: Hammer to Fall Ultimate Queen. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2011
  7. რობერტსი, დევიდ (2006). British Hit Singles & Albums. ლონდონი: Guinness World Records Limited